„ეს კვირა აქტიური და პოზიტიურია... თუ კონკრეტული გეგმის, სურვილის განსახორციელებლად, შესაფერის მომენტს ელოდით, ამაზე სწორ და კარგ დროს ვერ იპოვით“ - ანზორ ოდიშარია
29 ივნისს თაკო მელიქიშვილმა და ეზოთერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ გადაცემაში „გზაჯვარედინი“ მიმდინარე კვირის დადებით ენერგიაზე ისაუბრეს. როგორც ანზორ ოდიშარიამ აღნიშნა, მიმდინარე კვირა პოზიტიურია, როგორც პარტნიორული-სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით, ისე საქმიანი ურთიერთობების და ფინანსების კუთხით.
ანზორ ოდიშარია: გასული კვირის მსგავსად ეს კვირაც აქტიური და პოზიტიურია. ეს კვირა ჩვენი რეალობის გარდაქმნის შესაძლებლობას გვაძლევს. მნიშვნელოვანი და აქტუალურია პარტნიორული-სასიყვარულო ურთიერთობები. კარგი პერიოდია მოლაპარაკებებისთვის, შეთანხმებებისთვის, ფინანსებისთვის. ამ პერიოდში ახალი პროექტებისთვის საფუძვლის ჩაყრა მაქსიმალურად პოზიტიურად და სასიკეთოდ დამთავრდება. ნაკლებად პოზიტიური პერიოდია პოლიტიკური კუთხით, თუმცა ის ნეგატივი და ძვრები, რომელსაც ახლა ვხედავთ საჭიროა იმისთვის, რომ მომავალი თვეების განმავლობაში ჯანმრთელი პროცესები წარმოიშვას. ამ პერიოდის პოზიტიურად გამოსაყენებლად, მაქსიმალურად გააქტიურდით ყველა მიმართულებით. თუ კონკრეტული გეგმის, სურვილის განსახორციელებლად, შესაფერის მომენტს ელოდით, ამაზე სწორ და კარგ დროს ვერ იპოვით. ახლა ყველა სტიქია გაღვიძებული, ცოცხალია და სამყაროც სრულფასოვანია. ეს ენერგია დროთა განმავლობაში დაიკლებს და დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კომუნიკაციები ბევრად უფრო რთული იქნება. თუ ამ პერიოდის განმავლობაში ჯანმრთელობის, ფინანსების და ემოციების კუთხით ცუდი გამოვლინება გექნებათ, ნიშნავს, რომ ეს ის ნაგავი და ჭუჭყია, რომელიც გამოსასწორებელია. ამ პერიოდში სამყარო ეხმარება ადამიანს, რომ მავნე ზემოქმედებებისგან გათავისუფლდეს.
ანუ კარგი იქნება თუ ამ პერიოდს საჩვენოდ გამოვიყენებთ?
დიახ. ახლა, როდესაც ყველაფერი გაერთიანებულია, სამყარო გვეუბნება, რომ ამ პერიოდს მარტო არ შევხვდეთ, რომ ამ პერიოდში ერთობა აუცილებელია. სასურველია ემოციების გაცვლა და ჯანსაღი სიყვარული. ამ პერიოდში გამოხატული ნეგატიური ენერგიები, ბრაზი, ჩხუბი, შური, დედამიწაზე იმოქმედებს და შესაბამისად, იმოქმედებს ადამიანებზეც. მოუარეთ თქვენს დედაბუნებას და დედაბუნება თქვენ მოგივლით.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
“გზაჯვარედინი”. მეთვრამეტე გადაცემა – ანზორ ოდიშარიასა და თაკო მელიქიშვილთან ერთად.