LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამორჩეული სიმღერა გამოვიდა, კარგი გამოხმაურება მოიპოვა და ამიერიდან იტრიალებს „არ დაიდარდოზე” – გიორგი ცხადაძე

19
giorgi-cxadadze.

„რადიო დუეტის” სტუმარი პროექტის „მხოლოდ ქართული” მონაწილე, მსახიობი და მომღერალი გიორგი ცხადაძე იყო,  პირდაპირ ეთერში პროექტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპოზიციის „მხატვრის სიმღერა” რადიო პრემიერა გაიმართა.

გიორგი, პროექტის დასრულებიდან მალევე გვესტუმრე, რა სიახლეებია შენთან?

თეატრში ყველაფერი ჩვეულებრივად და კარგად მიდის, დატვირთული განრიგი გვაქვს,სპექტაკლებით დატვირთული, რაც შეეხება ჩემს სიმღერასთან ურთიერთობას ვცდილობ ტემპი არ დავაგდო და სიახლეები შევთავაზო ჩემს მსმენელს.

აპირებ თუ არა სხვა პროექტებში შენი შესაძლებლობების მოსინჯვას?

ჯერ არა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ვფიქრობ, რომ ადამიანი მუდმივად სიახლეებს უნდა ეძებდეს საკუთარ თავში. მე „მხოლოდ ქართულში” გამარჯვებისთვის არ მივსულვარ, ბევრი გამარჯვებული ვიცით, რომელსაც შემდგომში ბევრი არაფერი გაუკეთებია, თუმცა ბევრი ვიცით ისეთი, რომელსაც არც კი მიუღია პროექტში მონაწილეობა და წარმატებულები არიან. მთავარია ვაკეთოთ ის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად გვსიამოვებს.

რომელ ჟანრში ხედავ საკუთარ თავს, რომელი მიმართულებით აპირებ მუშაობის გაგრძელებას?

პირველ რიგში შევჯერდეთ იმაზე, რომ უნდა ვიმღერო მხოლოდ ქართული სიმღერები. ჩემი მხრიდან ვფიქრობ, რომ როდესაც ასეთი ფოლკლორი და სიმღერები გვაქვს როგორც ქალაქური ასევე პოპი, არ არის ფილოსოფიები საჭირო და სხვაგან წასვლა.  მე ვწერ სიმღერებს, მაგრამ ჯერ არც ერთი ჩემი ნამუშევარი არ ჩამიწერია და არ გამომიქვეყნებია. ამ პროექტამდე ასე სერიოზულად არ მიმღერია, არც პედაგოგთან მივლია, უბრალოდ ყოველთვის მიყვარდა სიმღერა და მეგობრების წრეში, თეატრში რაც მჭირდებოდა ვიყენებდი. ახლა უკვე როდესაც გულშემატკივარი გამიჩნდა, ეს ადამიანები მაძლევენ სტიმულს თეატრის გარეთაც რაღაც გავაკეთო.

რა ვითარებაში დაწერე შენი პირველი სიმღერა?

პირველი სიმღერა დაიწერა სახლში, ერთ საღამოს გიტარას  ვათამაშებდი ხელში და თავისით დაიწერა მელოდიაც და ტექსტიც. ზოგადად მიყვარს მუსიკალური ინსტრუმენტები, პატარა კოლექციაც მაქვს, ჩემი ჰობია, ახლა საყვირზე ვსწავლობ დაკვრას. ვფიქრობ, ისეთი ტენდენციაა, რომ ერთ კონკრეტულ ჟანრთან ვერ იმეგობრებ, მრავალპროფილურად უნდა იაზროვნონ  მუსიკოსებმა. ჩემი პირველადი პროფესია მომღერლობა რომ იყოს, მომიწევდა ანგარიშის გაწევა რაღაცეებისთვის, მაგრამ რადგან მსახიობი ვარ და თან ვმღერი, მირჩევნია ვიმღერო ის სიმღერა, რომელიც მემღერება.

რომელ სიმღერას ვაპრემიერებთ დღეს?

დღეს მოგიტანეთ „მხატვრის სიმღერა” ოთარ რამიშვილის, რომელიც მხოლოდ ქართულში ვიმღერე, ზვიად ბოლქვაძის არაჩვეულებრივი არანჟირებით, გამორჩეული გამოვიდა, კარგი გამოხმაურება მოიპოვა და ამიერიდან იტრიალებს „არდაიდარდოზე”.

მადლობა მობრძანებისთვის, წარმატებებს გისურვებ…

 

გიორგი ცხადაძე – მხატვრის სიმღერა

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გიორგი ცხადაძე – აპრილი. Live

 

გიორგი ცხადაძე. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები