,,გავიცანით ერთმანეთი და შევხმატკბილდით" - კვარტეტი ,,ჰანგები” პრემიერით გადაცემაში ,,ღვინო დუდუკი ქალები”

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო დუდუკი ქალები”  კვარტეტი ,,ჰანგები” ესტუმრა, რომლებმაც რადიოს ეთერში შემოგვთავაზეს სიმღერა სახელწოდებით ,,აკაციის ტევრი”, ასევე  მოგვიტანეს ახალი სიმღერა ,,ფიქრის გორა”.

– როგორ დაიწყო  კვარტეტ  ,,ჰანგების” პირველი ნაბიჯები ?

– ჩვენი პირველი ნაბიჯები საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო. მანამდე ვიყავით ტრიო და ვგალობდით ეკლესიაში, რაც გაგრძელდა დაახლოებით 4-5 წელი, შემდეგ კი გადავწყვიტეთ მრავალფეროვნება შეგვემატებინა ტრიოსთვის და ჩამოვყალიბდით, როგორც კვარტეტი. დაგვეხმარა ბატონი გია ნაცვლიშვილი, რომელიც ჩვენი ოჯახის ძალიან ახლო მეგობარია, მან მოგვიყვანა ეს არაჩვეულებრივი ადამიანი მამუკა გორგილაძე,  პირველი ხმა,  მას შემდეგ ჩვენ ვართ ერთი დიდი ოჯახი.

– სირთულეს  ხომ არ წარმოადგენდა ტრიოდან კვარტეტში გადასვლა?

-რთული არ იყო ალბათ იმიტომ, რომ გვქონდა ხალხური ბაზა. ჩვენი ტრიო ანსამბლმა ,,მართვემ” გაზარდა, ხოლო მამუკა გიორგი უშიკიშვილმა.

– როგორც ვიცი, სანამ ეს ვირუსი გამოჩნდებოდა გქონდათ ბევრი აქტივობა..

– გშირად გვიწევდა რაიონებში კონცერტების ჩატარება, სადაც ყოველთვის თბილად გვხვდებოდნენ. იმდენად ემოციებით ვიყავით დატვირთული, როდესაც უნდა გვემღერა ათი სიმღერა, ვმღეროდით თხუთმეტს. ასევე ჩავწერეთ ძალიან ბევრი სიმღერა დათო არჩვაძის დახმარებით, როდესაც მასთან მივდივართ რეპეტიციებზე ერთი დიდი ბედნიერებაა.

-პირველ ხმას მინდა ვკითხო, რთული  იყო თუ არა ტრიოსთან ერთად სიმღერა?

-მამუკა გიორგაძე (პირველი ხმა)

თავიდან, როდესაც ტრიოს შევემატე, ცოტა ვნერვიულობდი, მერე უკვე კარგად გავიცანით ერთმანეთი და შევხმატკბილდით.

მოგვიყევით სიმღერის შესახებ, რომელსაც ჩვენს ეთერში დავაპრემიერებთ…

ეს სიმღერა არის უსაყვარლესი ქალბატონის, თია ჯინორიასი, ტექსტი ეკუთვნის ნატო გელაშვილს, გაშლა კი ჩვენი უსაყვარლესი კომპოზიტორის დათო არჩვაძის.

 

კვარტეტი ჰანგები – ფიქრის გორას

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

,,კვარტეტი ჰანგები”- აკაციის ტევრი. Live

 

,,კვარტეტი ჰანგები ” – ქალაქური სიმღერების პოპური. Live

 

კვარტეტი “ჰანგები”.  ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

რეკლამა: 0:05