LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზაფხულთან დაკავშირებით ბევრი სიახლე გვაქვს, ახალი სიმღერები იწერება – ჯგუფი ”ალილო”

28
jg.alilo

რადიო დუეტს” ჯგუფი „ალილო” (ლაშა ღლონტი, გია დავითიანი და მიხეილ ჭანიშვილი) ორი  ახალი სიმღერის პრემიერით სტუმრობდა. გადაცემის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ „ალილო” შემოდგომაზე დიდ საკონცერტო დარბაზში სოლო კონცერტს გამართავს.

რა სიახლეებია „ალილოში” ?

გაზაფხულთან დაკავშირებით ბევრი სიახლე და ცვლილება გვაქვს, ბევრი ახალი სიმღერა იწერება, სხვა მუხტი და სხვა სიხარულია. ჩვენი ანსამბლის სპეციფიკა ასეთია, ყველა წევრი დამოუკიდებელი მომღერალია, შესაბამისად ანსამბლის რეპერტუარი მრავალფეროვანია.  მიშა ჭონიშვილმა ჩაწერა ახლა ახალი სიმრერა, რომელსაც დღეს მოგასმენინებთ. შემოდგომაზე ახალი პროგრამით,  სოლო კონცერტს ვგეგმავთ ფილარმონიაში. ვცდილობთ შევაყვაროთ მსმენელს ჩვენი სიმღერები. 9 მაისს გია დავითიანის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება, ჩვენს მეგობრებთან ერთად.

გვესაუბრეთ სიმღერაზე, რომელსაც დღეს ვაპრემიერებთ?

მიხეილ ჭონიშვილი:

მთიულური მოტივია, აწ გარდაცვლილი ნუგზარ ფსუტურის შემოქმედებიდან არის, არაჩვეულებრივად ასრულებდა და მეც გამიჩნდა სურვილი მემღერა. დათო უგრეხელიძე და გიორგი მაისურაძესთან ჩაიწერა. ჩვენი მეგობრები არიან და ძალიან კმაყოფილები ვართ მათთან თანამშრომლობით.

ქალაქური სიმღერების პოპური, რომელის ექსკლუზიურად ჩვენთან გაჟღერდება, მოგვიყევით საიდან გაჩნდა იდეა?

რამდენიმეჯერ გადავიკვეთეთ ჩვენს მეგობრებთან, რომლებიც ძალიან კარგად მღერიან ან მღეროდნენ ამ პოპურს. რამდენიმე სიმღერას აერთიანებს ეს პოპური, უცხოა და ყველამ არ იცის, მხიარული, სახუმარო ხასიათი აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველას აქვს სოლო ამ სიმღერაში. სატელევიზიო პრემიერას ვგეგმავთ ძალიან მალე. ასევე ვემზადებით “ოქროს ტალღისთვის” და იმედია ეს სიმღერა მომავალ ოქროს ტალღაზე” მიღებს მონაწილეობას და უფრო დიდი შანსი ექნება, რადგან სახალისო სიმღერაა. მადლობა სრულიად ჰოლდინგს.

მადლობა სტუმრობისთვის

 

ჯგ.ალილო – ქალაქური სიმღერების პოპური

 

მიხეილ ჭონიშვილი & ჯგ.ალილო – მთიულური ღიღინი

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ჯგ. ალილო – დარკვეთელო ქალო. Live

 

ჯგ. ალილო. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები