LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვინის სამკურნალო თვისებები

63
wine-health

საქართველოში ვაზი ოდითგანვე  ღვთაებრივ მცენარედ იყო  მიჩნეული, საქართველოს გარდა არსად არსებობს ვაზის ჯვრის კულტი. მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში  გვხვდება ვაზის ორნამენტები ეკლესიებში, ეგრეთწოდებული – ზედაშე, რომელიც ღვთის შესაწირავი გახლდათ.

ღვინოსთან და  მის ჯადოსნურ და სამკურნალო თვისებებთნ დაკავშირებული ლეგენდები კი რეალობისგან არც ისე შორს არის.

მაგალითად საფრანგეთში – ღვინით მკურნალობის სპეციალური ცენტრებია გახსნილი, რომელთაც ენოთერაპიის ცენტრებს უწოდებენ. აქ მკურნალობის  პრინციპი მდგომარეობს შემდეგში –   სვით ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად! ღვინის დადებითი ზემოქმედების ეფექტი ამერიკელებმაც დაადასტურეს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ისინი, ვინც ყოველდღიურად 200-300 მლ ღვინოს სვამს, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ლოთები ან  არამსმელები.

ენოთერაპიის (ღვინით მკურნალობის) და ამპელოთერაპიის (ყურძნით მკურნალობის) შესახებ მრავალი თეორია არსებობს და ბევრიც იწერება.  მკურნალობის მსგავსი მეთოდები საქართველოში უხსოვარი დროიდან  გახლდათ გავრცელებული, ველური ვაზის კვებითი თვისებების გაცნობიერების შემდეგ, მოხდა ვაზის კულტურაში გადმოტანა და  ღვინის დაყენების ხელოვნების ჩაწვდომა-დაუფლება, ბუნებრივია, საფუძველი  ჩაეყარა ყურძნისა და ღვინის სამკურნალო თვისებების გაცნობას და პრაქტიკაში გამოყენებას.

ღვინო რთული შემადგენლობისაა, რომელიც უამრავ სამკურნალო თვისებების მქონე კომპონენტს შეიცავს. ის ორგანიზმს ამარაგებს მაკრო და მიკროელემენტებით, ვიტამინებით, ამინომჟავებით… მდიდარია მთრიმლავი, საღებავი, პექტინოვანი, ფენოლური ნივთიერებებით (800-ზე მეტი კომპონენტით). ორგანიზმში მოხვედრისას ღვინის შემადგენელი კომპონენტები ცალკეულად თუ კომპლექსურად განაპირობებენ: კარდიო და რადიოპროტექტორულ, ბაქტერიოციდულ, ანტიოქსიდანტურ, ანტივირუსულ, ანტისტრესულ, ანტისიმსივნურ და სხვა მოქმედებებს. ღვინო ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტსა და ტონუსს, ეხმარება საჭმლის შეთვისება-მონელებაში, გამოაქვს ტოქსინები, ხელს უწყობს შარდში შაქრის კონცენტრაციის შემცირებას, რის გამოც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს დიაბეტით დაავადებულებზე. ღვინის რეგულარულად და სათანადო დოზით მიღება აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას, ახდენს ქოლესტერინისა და ლიპოპროტეინების ფიზიოლოგიურ ნორმაზე დაბალანსებას.

ღვინო საკმაოდ ფართო სპექტრის ბაქტერიოციდული სითხეა. მისი მოქმედების არეალი ერთდროულად მოიცავს გრამუარყოფით და გრამდადებით ბაქტერიებს. მის ანტიბაქტერიულ მოქმედებას პოლიფენოლები განაპირობებენ. ღვინო თრგუნავს და ერთ საათში მთლიანად ანადგურებს შავი ჭირის, ტიფისა და დიზენტერიის გამომწვევ ბაცილებს. აღსანიშნავია ღვინის სადეზინფექციო-პროფილაქტიკური ეფექტიც – თუ დაბინძურებულ წყალს 50%-ით წითელი ღვინით განვაზავებთ, ის უკვე სასმელად ვარგისი ხდება. რაც შეეხება ანტივირუსულობას – ღვინის ამ მოქმედებას ტანინი განაპირობებს. ის ახდენს პროტეინული ბადის ბლოკირებას და ვირუსებს უჯრედებამდე აღარ ატარებს. ამიტომაცაა, რომ წითელი ღვინო თუნდაც გაზავებული სპობს: ჰერპეს-ვირუსებს. ექიმთა დაკვირვებით ღვინისმსმელი და არამწეველი ადამიანები ნაკლებად ავადდებიან გრიპით, ვიდრე არამსმელები და არამწეველები. უკვე მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ღვინო გარკვეულწილად გრიპის პროფილაქტიკასაც უზრუნველყოფს.

ღვინოს ნამდვილად აქვს ანტისიმსივნური მოქმედება. თავისუფალი რადიკალები, რომლებიც მეტწილად მონაწილეობენ კანცეროგენეზში (სიმსივნის წარმოქმნა-განვითარების პროცესში), ითრგუნებიან ღვინის პოლიფენოლებით. მეორეც, ღვინოში უხვადაა ანტისიმსივნური მოქმედების ისეთი ნაერთები, როგორიცაა პექტინი, კამედი (ხსნადი პოლისაქარიდებია); ისინი აძლიერებენ სისხლში პოლიფენოლთა მოქმედებას, რაც დადასტურებულია მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს შემთხვევებში.

ღვინის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსებაა ის, რომ ორგანიზმს ეხმარება საჭმლის მონელებაში.ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფასა და პროტეინების გადამუშავებას

ჭამის პროცესში თეთრი ღვინის 100-150 მლ-ის მიღებით საგრძნობლად უმჯობესდება საკვები პროდუქტებიდან რკინის შეთვისება და ამავდროულად ხელი ეწყობა ორგანიზმიდან მავნე პროდუქტებისა და ტოქსინების გამოდევნას.

წითელი ღვინო – ანტიოქსიდანტური მოქმედებით გამოირჩევა, უკეთე მოქმედებს ვიდრე – ვიტამინი, რომელიც ანტიოქსიდანტური ეფექტის მისაღებას საუკეთესოდ არის მიჩნეული. რამდენადაც სუფრის წითელი და თეთრი კახური ღვინოები ფენოლების მაღალი შეცველობით გამოირჩევიან, ჭამის დროს მათი 100-150 მლ-ის ყოველდღიურად მიღება შეიძლება ჩავთვალოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ნაადრევად დაბერებისაგან დაზღვევის გარანტად.

მიირთვით  წესების სრული დაცვით !

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები