LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვინო რომელსაც დავით აღმაშენებელი და ბაგრატ მეოთხე სვამდნენ

29
22007696_1358233660965310_8470792363496211651_n

ნიკა ვაჩეიშვილის მარანი ტანას, ატენის ხეობაში 2013 წელს  აააშენეს. ხეობა უნიკალურია – ის სტრატეგიული, მთავარი გზა იყო ცენტრალურ საქართველოსა და ცივილიზებულ მსოფლიოს შორის – სირიაში, პალესტინაში, ბიზანტიაში, საქართველოს სამეფოს ცენტრიდან – ტანას ხეობით გადიოდა, ხშირად ხეობას „ცივილიზაციის გზად“ მოიხსენიებდნენ- უამრავი უცხოელით, ქარავნებით, ლაშქრით, ელჩებითა და მოვაჭრეებით. ამდენი პირველხარისხოვანი არტეფაქტი, რაც ამ ხეობაშია შემონახული – ერთი მიზეუმისთვისაც საკმარისზე მეტია – ატენის სიონის ფრესკები და პირველი ქართული ლექსი რომელიც მეცხრე საუკუნით თარიღდება, ამ საგანძურის ნაწილია.

მაგრამ მთავარი ისაა, რომ აქ უნიკალური მიკროკლიმატია – ქარებისგან დაცულ ხეობაში მზიანი დღეების რაოდენობა მეტია, ვიდრე მეზობელ ხეობებში, ნიადაგი კი ვულკანური და კირქვოვანია, აღსანიშნავია,რომ მას მაგნიტი იოლად იკრავს, ყველაფერი ერთად კი ვენახის ფესვებისათვის ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს.

ვენახები აქ მწვანე ბაღებში ჩაკარგულ კლდოვან ტერასებზეა გაშენებული.

ვახუშტი  ამბობს, რომ ატენური ღვინო არის „ღვინო მეფეთა, უმჯობეს ყოველთა ღვინოთა“, ატენურს მიირთმევდნენ: დავით აღმაშენებელი, ბაგრატ მე-4, გიორგი პირველი და სხვები, ფასიც მაღალი ჰქონდა. ის ერთადერთი ღვინოა, რომელსაც აქვს თავისი პოლიფონიური პერსონალური სიმღერა „ატენის ღვინოვ ნაქებო“.

 

მარანი ტრადიციულად, კირის ხსნარით, დაფქული აგურითა და კვერცხის გულით ააშენეს. იგი სამი მხრიდან მიწაშია შესმული  და იდეალური ტემპერატურა ბუნებრივად ნარჩუნდება ღვინის დასაყენებლად და დასავარგებლად.

ვენახის ფართობი ატენისა და მეზობელ, ასევე ისტორიულ სკრის ხეობაში მთლიანად 4 ჰექტარს შეადგენს.

მათ  გაშენებულ  ახალნერგში და ძველ, 50 წლის წინ გაშენებულ ვენახებში შეხვდებით ქართლისთვის დამახასიათბელ ენდემური ჯიშებს: ჩინურს (ჩინებულს), გორული მწვანეს, თავკვერს და  ბუდეშურ თეთრს.

ვენახისგან მოშორებით , ტანას ხეობაში  მარნის საკუთრებაშია ფერმაც სადაც თხის გემრიელ ყველს ამზადებენ და სტუმრებთანაც იწონებენ თავს გამორჩეული პროდუქტით.

ღვინისა და გემრიელი კერძების დაგემოვნების შემდეგ შეგიძლიათ ვაჩეიშვილების  მცირე საოჯახო სასტუმროთი ისარგებლოთ სადაც სიამოვნებით შემოგთავაზებენ სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს, სასემინარო სივრცეს – ასევე ახორციელებენ სხვადასხვა პროგრამებს ქართველი და უცხოელი სტუმრებისათვის: კლდეზე ცოცვა, ისტორიული ბილიკების დალაშქვრა, სხვავადსხვა თეორიული და პრაქტიკული, შემეცნებითი ლექციები და დისკუსიები.

 

ვენახი და დაღვინების ტექნოლოგია ორგანული მევენახეობის მიმართულებისაა.

 

ღვინოს ასხამენ ბოთლებში, რომლის ეტიკეტის დიზაინიც განსხვავებული და ორიგინალურია და ასახავს პიროვნების როლს ღვინის დაყენებაში, ის ნიკა ვაჩეიშვილის თითის ანაბეჭდია!

 

 

ღვინოები:

ატენური (თეთრი, მშრალი) მეფეთა ღვინო. მის დაყენების წესი ძალიან ძველია და ემთხვევა წმინდა მიწაზე მე-12 საუკუნეში ღვინის დაყენების წესს: ასეთი, ატენური ღვინის მსგავსად დავარგებული – თოვლითა და  ყინულით „განაზებული“ ღვინო გაუგზავნა დიდმა მხედართმთავარმა და ეგვიპტისა და იერუსალიმის მმართველმა – სალადინმა, დაუძლურებულ რიჩარდ ლომგულს.

ვაჩეიშვილის მარნის ატენური  –პირველად ჩამოისხა 2014 წელს. ინახება 7-14 გრადუს ტემპერატურაზე, უჟანგავ კასრებში. გამოირჩევა ხალისიანი, შუშხუნა-მომჟავო, მინერალებით სავსე გემოთი. დაჰკრავს ვაშლის ტონები, უხდება თევზეულს და  ქათმის კერძებს.

ჩინური (თეთრი მშრალი) – 50 წლიანი ვენახებიდან.  ეს ვენახი ურწყავია და  ქართლისთვის უნიკალური. ღვინო გამოირჩევა თავისი დამჯდარი და დაბალანსებული მოტკბო-მომჟავო ტონებით, ძალიან უხდება ნაკვერჩხალზე  როზმარინითა და ლიმნით შემწვარ თევზს .

თავკვერი (ალისფერი, მშრალი)- არის ალისფერი ღვინო, რომელიც უნიკალურია- იგი მდედრობითი სქესის ვენახია, ნაყოფის მისაღებად აუცილებელია თავკვერის ჯიშის ვენახის ნერგის ჩარგვა სხვა, თეთრი ფერის ვენახებს შორის, ჭადრაკულად, რათა მოხდეს დამტვერვა და მივიღოთ ეს გადასარევი ღვინო. თავკვერი არის ვარდისა და კენკრის ტონებით გაჯერებული, უხდება, „მძიმე“ ხორციან კერძებს, ასევე მაგარი ჯიშის ყველს.

ატენური ძოწი – (ვარდისფერი ღვინო) – წარმოადგენს ჩინურის წვენსა და თავკვერის ჭაჭაზე რამოდენიმე დღე დაყენებულ სადესერტო ღვინოს. ღვინის დაყენების ეს წესი ტანას ხეობაში (ხიდისთავი, ატენი) ტრადიციულია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები