LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვინო – წონაში კლების საშუალება

37
7fe3432to7fkah9jf491lll2pt

ამერიკელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ წითელი ღვინის შემადგენლობა ადამიანებს წონაში დაკლებაში ეხმარება.

ამ ფაქტს ისტორიული წყაროებიც ადასტურებენ,  ინგლისის მეფე – ვილჰელმ დამპყრობელი რომელიც XI საუკუნეში ცხოვრობდა. ჭარბი წონის გამო ცხენით ვერ ჯირითობდა, ამიტომ მონარქმა გადაწყვიტა, საკვები ღვინით ჩაენაცვლებინა. ღვინოს შეუძლია ადამიანის სხეულს სათანადო ფორმა შეუნარჩუნოს.

საუკეთესოდ წითელი ღვინო მიიჩნევა –  წითელი ღვინის   რეგულარული მიღება ჯანმრთელობაზე ( დოზის დაცვა მნიშნველოვანი )  დადებითად მოქმედებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებში, რომლებიც ყოველდღიურად სვამენ თითო ჭიქა წითელ ღვინოს, გაცილებით ნაკლებია გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი. ეს განპირობებულია ღვინის შემადგენელი ნივთიერებებით: კერცეტინით, ფლავონოიდებით და რესვერატროლით.

წითელი ღვინო ანელებს დაბერების პროცესს და ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას. რესვერატროლი ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს.თუმცა, მხოლოდ ხარისხიანი და ნატურალური ღვინო შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს და ცხიმთან მებრძოლ კომპონენტებს.

ასევე ხელს უწყობს იმუნური სისტემის, საჭმლის მომნებელი სისტემის გაუმჯობესებას და ანელებს დაბერების პროცესს.

მეცნიერებმა შეისწავლეს ღვინის რამდენიმე სახეობა და დაასკვნეს, რომ ფლავონოიდების უმრავლესობა წითელ მშრალი ღვინოშია, ხოლო თეთრი ღვინო ნაკლებადაა სავსე  სასარგებლო ნივთიერებებით. როგორც აღმოჩნდა, სიტკბოს მაჩვენებელი პირდაპირ დამოკიდებულია ფლავონოიდების რაოდენობასთან, რაც ტკბილი ღვინოში – იშვიათად გვხვდება.

დიეტოლოგები გვირჩევენ  მაქსიმუმ 120 მილიგრამი ღვინის დალევას ქალების შემთხვევაში ხოლო  მამაკაცებისთვის 240 მილიგრამია რეკომენდირებული, სადილთან ან ვახშამთან ერთად.   ღვინის მიღება არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც კუჭის პრობლემები აწუხებს.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ  ღვინო ალკოჰოლს შეიცავს და დოზის გადაჭარბების შემთხვევაში იწვევს დამოკიდებულებას, ასევე შეუძლია სხვა მრავალი ზიანის მოყენება.

გახდომის ამ ხერხს მიმართავენ მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავებიც.

 

შეგიძლიათ მიირთვათ –

“ნაფარეული”– წითელი მშრალი

“ქინძმარაული”– წითელი ნახევრად ტკბილი

“ახაშენი”– წითელი ნახევრად ტკბილი

როგორც დიეტოლოგი დუკანი ამბობს : შეყვარებულობის დროს ტვინი სეროტონინს და ოქსიტოცინს გამოიმუშავებს. ხოლო თუ ადამიანს არ ჰყოფნის სიყვარული, ის ცდილობს ეს გრძნობა ბევრი ჭამით (განსაკუთრებით – ტკბილეულით) დააბალანსოს. სამწუხაროდ, სიყვარულს რეცეპტით ვერ გამოვწერთ,თუმცა ღვინო და სიყვარული ლამაზი სხეულისთვის საუკეთესო საშუალება ყოფილა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები