LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა ამისთვის“ – ეს არის სიყვარულის სიმღერა, მხოლოდ მე და გიო ვიქნებით ამ კლიპში

9
lolatsereteli

„რადიო დუეტს“ ახალი სიმღერის პრემიერით ყველასთვის საყვარელი მომღერალი ლოლა წერეთელი სტუმრობდა.

რა ხდება ახალი და სასიამოვნო შენთან?

სასიამოვნო ის ხდება, რომ დავიწყე ალბომის გაკეთება, ეს სიმღერა, რომელსაც დღეს დავაპრემიერებთ ჩემი რიგით პირველი ალბომის პირველი სიმღერაა და ალბომსაც ეს სახელწოდება ექნება. ჯამში 10 სიმღერა შევა ალბომში. გიორგიმ თქვა, ჩემს ცოლს უნდა კონცერტი დიდ საკონცერტო დარბაზშიო და დროა უკვე, მინდა აუცილებლად. დუეტებიც იქნება და ჯამში ძალიან მაგარი კონცერტი გამოვა.

მოგვიყევი სიმღერის „მადლობა ამისთვის“ ისტორია, როგორ შეიქმნა?

რუსა მორჩილაძის მუსიკა და ირინა სანიკიძის ლექსია, არანჟირება ეკუთვნის ცირა ბზიშვილს და დავიდ დავიდოვს. ეს არის საავტორო სიმღერა, რომელიც სპეციალურად ჩემთვის დაიწერა, ისტორიას რაც შეეხება ერთი წელია უკვე დაწერილია ეს სიმღერა, მაგრამ მე და გიო ან ისრაელში ვართ, ან ამერიკაში, ან ბელგიაში… სანამ ფონოგრამა გაკეთდა, მერე გადავაკეთეთ, ისრაელშიც კი კეთდებოდა ეს ფონოგრამა, საბოლოოდ ჩავწერეთ. სანამ დაიწერებოდა ეს სიმღერა, რუსამ დამიბარა თავისთან, მითხრა რომ მინდა გელაპარაკოო, შენი ცხოვრების ნაბიჯები, გიოსთან სიყვარულის ისტორია, ოჯახის შექმნა აინტერესებდა… ამ სიმღერის აზრიც არის ის , რომ ცხოვრებაში გაგვიმართლა თუ არა, მაინც უნდა ვთქვათ მადლობა. ამ სიმღერის ყოველი სიტყვა ცხოვრებისეულია, როდესაც სცენაზე ვდგავარ და ამ სიმღერას ვმღერი, ადამიანების თვალებში ვხედავ, რომ თითოეულ მათგანს საკუთარი ცხოვრებისეული ისტორია ახსენდება. უსიყვარულოდ ცხოვრება არ შეიძლება, მე მეცოდება ადამიანი ვისაც სიყვარული არ შეუძლია. უნდა გავუფრთხილდეთ ყველაფერს და ხშირად ვთქვათ მადლობა.

სიახლეები გაქვთ რესტორანში როგორც ვიცი…

ჩვენთან სულ სიახლეებია, ახალი კიდევ ის არის,რომ ყოველდღე ვეღარ ვმღერივარ, ძალიან დაკავებულები ვართ მე და გიორგი, რამდენიმე დღეში ისრაელში მივფრინავთ, მერე ნიუ–იორკში, მერე ბელგიაში, სულ გზაში ვართ და მერე გამოდის ისე, რომ ნაწყენი მიდის ხალხი, არადა ჩვენ ისეთი კარგი მუსიკოსები გვყავს, ვანო ბარნოვი, მირანდა სურგულაძე, დათუნა ქოქაშვილი, გიორგი ქემაშვილი ისეთი ლამაზი ხმები აქვთ…

ახალ სიმღერაზე ვიდეორგოლის გადაღებას ხომ არ აპირებთ?

ეს სიმღერა ითხოვს ვიდეო კლიპს, მაგრამ ჯერ ვერ მოვასწარით, მაისიდან დაწყებული სექტემბრამდე სულ თვითმფრინავში ვიჯექით, გადაღება დაწყებულია, მხოლოდ მე და გიო ვიქნებით ამ კლიპში, შეიძლება ბათუმში გადავიღოთ, შეიძლება ისრაელში. ეს არის სიყვარულის სიმღერა შეყვარებულებისთვის.

მადლობა ლოლა სტუმრობისთვის…

 

ლოლა – მადლობა ამისთვის

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ლოლა წერეთელი. გადაცემა “რადიო დუეტი. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები