LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე შენთან წვიმად მოვალ“ – თამუნა ალადაშვილის პირველი საავტორო სიმღერის პრემიერა

8
tamuna-aladashvili-torda

Ardaidardo.Ge
გადაცემის „რადიო დუეტი“ სტუმარი ავტორ-შემსრულებელი თამუნა ალადაშვილი იყო, რომელიც „არ დაიდარდოს” სტუდიას ანსამბლ „თორდასთან” ერთად ეწვია. პირდაპირ ეთერში ექსკლუზიურად და ცოცხლად შესრულდა თამუნა ალადაშვილის პირველი საავტორო სიმღერა „მე შენთან წვიმად მოვალ“, მსმენელს ასევე საშუალება ჰქონდა ძველი სიმღერის „ისევ მიდიხარ” ახლებური ვერსია შეეფასებინა, გადაცემის მიწურულს კი ავტორ-შემსრულებლის ახალი სიმღერის „დამიჯერე“ რადიოპრემიერა გაიმართა.

რა ხდება ახალი, საინტერესო და კარგი?

საინტერესო და კარგი ის ხდება, რომ უკვე ჩაიწერა ორი ახალი სიმღერა, ერთი ახალი სიმღერა უკვე დაიწერა, რომელსაც შემდეგ დავაანონსებთ. ასევე არის ახალი პროექტი, რომელიც „თსუ გორდელასთან” ერთად განხორციელდება, შშმ პირებთან ვითანამშრომლეთ და გავაკეთეთ ჰიმნი, რომელსაც შემდეგ აუცილებლად მოგიტანთ. ორი ახალი სიმღერა მაქვს კიდევ, რომელიც არც დაწერილა და არც გაჟღერებულა ჯერ, ვხატავ, ვმღერი, ვცეკვავ და ვარ ასე…

რას გვეტყვი „თორდაზე” ?

„თორდას“ რაც შეეხება, სიახლეები გვაქვს შემადგენლობაში, გაზრდილები არიან ჩემი ბავშვები, როგორც ვოკალურად ასევე ინსტრუმენტალურად. გვყავს ახალი წევრები, გაგაცნობთ შემადგენლობას, მეორე ხმა თათია ჯმუხაძე, თაკო გოგილაშვილი უხუცესია, ჭაბუკი თოდაძე, რომელიც ჩვენი ერთგული ბიჭია, თათია არაბული უკვე აქტიურია, ინსტრუმენტებს კარგად ფლობს, ანი ბალამწარაშვილი პირველი ხმა, ლიზი გიუნაშვილი ახალი წევრია და ნინუცა ზოტოვი, რომელიც აღარ თმობს თავის კონტრაბასს და ნელ-ნელა მასთან ერთად ცეკვასაც დაიწყებს. ბევრი დაგვემშვიდობა, აბიტურიენტები არიან და იწყებენ მომზადეას, თუმცა, ბევრი კარგი ხმა შეგვემატა.

თამუნა, „მე შენთან წვიმად მოვალ“ ექსკლუზიურად და ცოცხლად „რადიო დუეტის“ ფარგლებში პირველად შესრულდა, როდის იგეგმება აუდიოვერსიის ჩაწერა?

ეს სიმღერა ჩაფიქრებული იყო ხალხურ საკრავებზე, სხვანაირი ჟანრობრივი მახასიათებლით, მაგრამ ჯაზი და ფოლკი ერთმანეთში გადავიყვანეთ და საინტერესო ვერსია გამოვიდა, ვფიქრომ ამ სიმღერას „თორდა“ აუცილებლად ჩაწერს.

რა ხდება შენს სოლო კარიერაში?

იწერება ახალი სიმღერები, ახლა ვმუშაობ „სიყვარულს უხდება სიგიჟე”, ასეთი სახელწოდების სიმღერაზე, რომელიც იქნება დუეტი, მაგრამ არ ვიცი ვისთან ერთად შევასრულებ. ვცდილობ, მაქსიმალურად მალე შევძლო ამ სიმღერის დასრულება და ვეძებ კანდიდატს. მსუყე, მამაკაცური ხმის მქონე მომღერალი ბიჭი ჭირდება ამ სიმღერას. მოიაზრებოდა „მხოლოდ ქართული“ მონაწილე შოთა ლეგაშვილი, რომელსაც ახლა ყელის პრობლემები აქვს და მოვიკითხავ აქედან. მე მას ვაჩუქე სიმღერა ”ზამთარი”, ძალიან კარგი სიმღერაა და შოთას ძალიან მოუხდა სტილისტურად. ძალიან ფრთხილად ვეპყრობი ამ თემას, არვიცი დუეტი როგორი იქნება, უნდა ვცადოთ.

ასევე, გვაქვს ახალი სიმღერა, ამერიკული სკოლის ბავშვები ასრულებენ, სიყვარულის ჰიმნია, ასე დავარქვით „გვიყვარდეს ერთმანეთი“, ვფიქრობთ კლიპის გადაღებას და მერე ალბათ მის პრემიერასაც გავაკეთებთ.

შენს საბავშვო სტუდიაზე რას გვეტყვი?

ჩემი საბავშვო სტუდია აქტიურად მუშაობს უკვე 4 ლოკაციაზე, აქედან გამომდინარე დიდი სოლო კონცერტისთვის ვემზადებით ფოთში. ფოთელებო, 17 ნოემბერს „აკაკი ხორავას სახელობის ხელოვნების სკოლაში” ანსამბლი „გორდა“ გამართავს სოლო კონცერტს. ზაფხულში ესტონეთში მივემგზავრებით, ასევე მრავალი ფესტივალი და კონცერტი გველოდება, ვცდილობთ აქტიურად ვიყოთ ჩართულები, მიუხედავად იმისა, რომ კონცერტების სიმცირე არის.

სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ, რას გეგმავთ უახლოეს მომავალში?

პირველ რიგში ანსამბლ „თორდას“ ფორმებზე უნდა ვიზრუნოთ, შემდეგ ალბათ ვანში ჩავატარებთ სოლო კონცერტს, რადგან ძალიან გვინდა ჩემი მეგობარი პატარა გოგონას ანა გალდავას დახმარება, რომელიც ინტერნეტის საშუალებით აღმოვაჩინეთ მე და ჩემმა მეგობარმა და რომელიც საჭიროებს დახმარებას. ქოხში ცხოვრობდა, კეთილი ადამიანების დახმარებით პატარა სახლი აუშენეს, ახლა კი რემონტია საჭირო. ჩვენ ვგეგმავთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქველმოქმედებაში და ვანში ჩავატაროთ საქველმომედო კონცერტი, რომელიც ანა გალდავას უკეთესი მომავლის შექმნისთვის იქნება მიმართული.

მინდა აღვნიშნო, პირველად ვაჟღერებ ამ ინფორმაციას, რომ ამერიკაში მოღვაწე მუსიკოს ირაკლი შარაძესთან ერთად დუეტის ჩაწერა იგეგმება და იმედი მაქვს კეთილი იქნება ეს ყველაფერი, ფრთაშესხმული ჩამოვა ეს პროექტი საქართველოში, ვიზა გვაქვს რაც მთავარია…

სიმღერა ”დამიჯერე” რომლის პრემიერაც შედგება დღეს, როდის შეიქმნა?

„დამიჯერე” ორი თვეა შეიქმნა, ახალი სიმღერაა, სიყვარულის სიმღერაა, ტექსტი ზუსტად 2 წუთში დაიწერა, ამ სიმღერით ჩემი პატარა სათქმელი ვთქვი. ძალიან შემიყვარდა, მინდა პატარა ვიდეორგოლიც გადავიღოთ. ძალიან მინდა ისეთი ვიდეო გადავიღოთ, როგორიც ამ სიმღერას მოუხდება, ბოლო წუთამდე არ გამოვაჩენ კადრებს, თუ არ გამოვიდა ისეთი როგორიც მინდა არც გავასაჯაროებ, ჯობია ისევ წარმოდგენაში დარჩეს…

დამზადდა ” Z სტუდიოში”, ზაზა გოჩიტაშვილთან, მასთან აქტიურად ვთანამშრომლობ, ძალიან სწრაფი და შემოქმედებითი ადამიანია. ზაზას თანამშრომელიც გავხდი, იქაც გავაკეთეთ სტუდია, ყველგან ვართ სადაც საქართველოა, როგორც ”არ დაიდარდო”.

დიდი მადლობა ჩემგან შენ, „არ დაიდარდოს“ მსმენელებს ვეტყვი, რომ თამარმა დაწერა ახალი სიმღერა ჩემთვის, რომელსაც ერთი წელია ველოდები, ახლახან გამომიგზავნა, მოვისმინე თუ არა შემიყვარდა, მოვიკითხოთ ტექსტის ავტორი ანა ტოროშელიძე, უკვე მალე ჩაიწერება. იმედია წელს მოესწრება ამ სიმღერის დაპრემიერება.

დიდი მადლობა მობრძანებისთვის, წარმატებები ”თსუ გორდელას, ” თორდას”, შენი სტუდიის პატარებს და შენ რა თქმა უნდა.

 

თამუნა ალადაშვილი – დამიჯერე

 

AudioTAMUNA ALADASHVILI – DAMIJERE


გადაცემის აუდიოჩანაწერი

AudioRadio Dueti. Tamuna Aladashvili Ans.Torda

 

თამუნა ალადაშვილი & ანს. თორდა – მე შენთან წვიმად მოვალ. Live

თამუნა ალადაშვილი & ანს. თორდა – ისევ მიდიხარ. Live

თამუნა ალადაშვილი & ანს. თორდა. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები