LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მისი მორთმეული ვარდები მენატრება, მონატრებამ დამაწერინა ეს  სიმღერა” – ფატი ბროლაშვილი

16
fati brolashvili..

რადიო დუეტს” ახალი სიმღერის პრემიერით მომღერალი ფატი ბროლაშვილი სტუმრობდა.

ფატი, მოგესალმები, რა ხდება შენთან საინტერესო?

ვმუშაობ ახალ სიმღერებზე, ვშრომობ, ყოველთვის შემართებით ვარ, იგეგმება კონცერტები. უახლოეს მომავალში მე და გიორგი ჩიტაური  ვგეგმავთ ათენში კონცერტს. იტალიაში, კერძოდ მილანში კი 31 მარტს გვექნება კონცერტი, რომელიც უკვე ჩანიშნულია. საქართველოშიც არის შემოთავაზებები, ხშირია საქვემლოქმედო კონცერტები, რომელზეც არასოდეს არ ვამბობ უარს.

მოგვიყევი ახალ სიმღერაზე „მალე მოვა გაზაფხული”?

ჩემი საავტორო სიმღერაა, ტექსტიც და მუსიკაც მე მეკუთვნის, ჩაიწერა „ზ სტუდიოში”, ზაზა გოჩიტაშვილთან. ახალი სიმღერაა, ჩემი მეუღლე ემიგრანტია და ფიქრის დროს რაღაცნაირად გულზე შემომაწვა, აი უკვე მალე მოვა გაზაფხული, ია-ვარდი გაიშლება და მე მისი მორთმეული ვარდები მენატრება, მონატრებამ დამაწერინა ეს  სიმღერა.

ჯამში რამდენი სიმღერა გაქვს?

31 სიმღერა მაქვს ჩაწერილი, ისე ძალიან ბევრი სიმღერა მაქვს დაწერილი, ხშირად არ ვამთავრებ შეგნებულად რადგან მერე მინდება სტუდიაში წასვლა და ჩაწერა. 20 საავტორო სიმღერაა ჩემს რეპერტუარში, ორი ძველი სიმღერა აღვადგინე, ორი სიმღერა მამიკოს ტექსტზეა და ოთხი ფიქრია ბროლაშვილის ტექსტზეა. შეიძლება ტექსტი წავიკითხო და მელოდია წამოვიდეს თავისით, მაგრამ ხშირად თავისით გამემღერება ხოლმე სიმღერები.

მადლობა მობრძანებისთის…

 

ფატი ბროლაშვილი – მალე მოვა გაზაფხული

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ფატი ბროლაშვილი – თებერვალი დადგაო. Live

 

ფატი ბროლაშვილი. გადაცემა “რადიო დუეტი”. 15.02.2019. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები