LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოდი დავლიოთ“  – ეს სიმღერა ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელ სიმღერად იქცევა

11
datonefaridze20

გადაცემა „რადიო დუეტს“ მომღერალი დათო ნეფარიძე სიმღერის „მოდი დავლიოთ“ პრემიერით  სტუმრობდა, მომღერალმა სამომავლო გეგმებზე და ახალ ორენოვან სიმღერაზე ისაუბრა, რომელიც აზერბაიჯანში მოღვაწე ქართველ მომღერალ მანანა ჯაფარიძესთან ერთად ჩაწერა და უახლოეს მომავალში ვიდეორგოლის გადაღებას გეგმავს.

სატელეფონო ხაზზე ლექსის ავტორი ნანა ცინცაძე:

ნანა, ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე , როგორი ისტორია აქვს?

მოგესალმებით, მიხარია რომ თქვენთან ურთიერთობა მიწევს, ძალიან მიხარია, რომ ამ სიმღერას დათო ასრულებს, როდესაც ვწერ, ვიცი ვისი ხმა იგულისხმება, ვისი პიროვნება იგულისხმება და როდესაც ნოდარ ნიკოლაიშვილმა ჩემს ლექსზე გააკეთა ეს სიმღერა და მოვისმინე თუ არა, იმ წუთში დათო დამიდგა თვალწინ და ვიფიქრე, რომ დათო ნეფარიძემ უნდა იმღეროს ეს სიმღერა თავისი ხასიათით და თავისი ყველაფრით მეთქი. სიმღერის სიცოცხლე არ ნიშნავს იმას, რომ ძალიან მაგარმა კომპოზიტორმა დაწერა, ან ძალიან კარგმა მომღერალმა იმღერა, ყველაფერი უნდა შეიკრას ერთად, რომ სიმღერა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყოს ცოცხალი, ეს არის გამარჯვება ყველასი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიმღერა გარკვეულწილად ჩემი და ნოდარის გამარჯვება იქნება. მე ვხედავ ამ სიმღერაში დათოს, ეს სიმღერა ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელ სიმღერად იქცევა და თქვენს თხოვნებშიც ეს იქნება ნომერ პირველი სიმღერა.

დავითი:

მადლობა ნანას თანადგომისთვის, სიყვარულისთვის, იდეისთვის. უნიჭიერესი ადამიანია, ქართული შოუბიზნესს გაუჭირბოდა მის გარეშე. ნანა ლექსებში არის ყველა ფერი, ხომ არის ფერები, ნანასთან ყველა ფერია. როდესაც ნანამ მითხრა, მე ვხედავ რომ ეს სიმღერა შენ უნდა შეასრულოო და გადმომიგზავნა, მაშინვე დავურეკე, მადლობა გადავუხადე და ვუთხარი რომ ძალიან მალე ჩავწერდი. ამ სიმღერას ნანასთან შეთანხმებით დავარქვი „მოდი დავლიოთ“, ქალაქური ვაჟკაცური სახელწოდება აქვს, საქართველო ასოცირდება ვაზთან, სარწმუნოებასთან, ღვინოსთან, ტრადიციებთან. ბევრი კარგი საქმე წყდება სუფრასთან.

არანჟირების ავტორია პაატა ფაცურია, აკუსტიკურ გიტარაზე ხვიჩა მაღლაკელიძე, ჩავწერეთ დათო ხუჯაძესთან, სახლში აქვს სტუდია, დაბალანსდა აზერბაიჯანში. მადლობა ლევან ოძელაშვილს, ნიკა ტალოევს და ყველას ვინც ამ პროდუქტის შექმნაში მიიღო მონაწილება.

სამომავლო გეგმები როგორია?

მალე ახალი სიმღერით გესტუმრებით, რომელიც უკვე გამზადებულია. გეტყვით ასევე დუეტზე,  მე და მანანა ჯაფარიძემ ჩავწერეთ, რომელზეც კლიპის გადაღებას ვაპირებთ, ჩავწერეთ თბილისში და ბაქოში, ძველი სიმღერაა, ყველასთვის საყვარელი. ბაქოშიც გაკეთდება და აქაც პრემიერა.  რამდენიმე რეჟისორთან ვურთიერთობთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ. აზერბაიჯანს და საქართველოს ეძღვნება ეს ორენოვანი სიმღერა, ვფიქრობ კარგი გამოვიდა, ჩვენ ყველაფერი ჩავდეთ.

დიდი მადლობა სტუმრობისთვის…

 

დათო ნეფარიძე

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

დათო ნეფარიძე. გადაცემა “რადიო დუეტი”. 16.11.2018. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები