LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთიულური პოპური“ – თაკო მელიქიშვილის და „ჩვენების“ სიმღერის პრემიერა “არ დაიდარდოში“

9
jg.chvenebi

Ardaidardo.Ge
„რადიო დუეტის“ სტუმარი ფოლკ ბენდი „ჩვენები” იყო. გადაცემის ფარგლებში 5 წლიანი ისტორიის მქონე ჯგუფისა და გადაცემის წამყვანის, თაკო მელიქიშვილის ერთობლივი ნამუშევრის, „მთიულური პოპურის“ პრემიერა შედგა.

მოგვიყევი ჯგუფზე და გაგვაცანი ჯგუფის წევრები…

ალეკო ჭაჭაშვილი:

ჯგუფი შეიქმნა 5 წლის წინ, 6 წევრისგან შედგება „ჩვენები”. ჯგუფის წევრებს გაგაცნობთ, დავიწყოთ უხუცესი წევრით, მეგარმონე ირაკლი გელაძე, დასარტყამი ინსტრუმენტები გიორგი კიკვიძე, პირველი ხმა დათო გელაშვილი, მეორე ხმა მე ალეკო ჭაჭაშვილი, ბანი ჯემალ წუწუნავა, სოლისტი მერაბ მაისურაძე. თავიდან 3 ადამიანით დავიწყეთ, შემდეგ შეიცვალა შემადგენლობა, დღეს უკვე ჩამოვყალიბდით 6 წევრზე და უფრო დიდი შემართებით ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. პროგრამაზე თითოეული ჩვენგანი ვმუშაობთ, ერთმანეთს ვაძლევთ რჩევებს.

ვისაუბროთ ჩვენს ერთობლივ ნამუშევარზე, ჩემთვის ცოტა უცნაური ამპლუაა, მაგრამ იმედია მსმენელის მოწონებას დაიმსახურებს…

ჩვენი ერთობლივად ვიმუშავეთ მთიულური პოპურზე, ეს არის სატრფიალო, ხალხური სიმღერებისგან შემდგარი პოპური. ჩაიწერა მარიამ ქაცარავას სტუდიაში, არანჟირება მას ეკუთვნის, ცოცხალი ინსტრუმენტები კი ჩვენია. დიდი მადლობა უნიჭიერეს მარიამს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ვმუშაობთ, ვაკეთებთ სიმღერებს, ვგეგმავთ ალბომის გამოშვებას, ძირითადად ჩვენი, საავტორო და ხალხური სიმღერები შევა ალბომში.


წარმატებებს გისურვებთ…

თაკო მელიქიშვილი & ჯგ. ჩვენები – პოპური

 

AudioTAKO MELIQISHVILI JG. CHVENEBI POPURI

 

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

AudioRadio Dueti .Jg. Chvenebi1


ჯგუფი “ჩვენები” – აფხაზური. Live

ჯგუფი “ჩვენები”. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები