LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მზესთან” – პაპა სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში”

13
papa

რადიო დუეტს”  ახალი საავტორო სიმღერის პრემიერით პაპა, იგივე ზურა ზაქარიაძე სტუმრობდა.  

რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?

ჩემი მეგობარი ნიკუშა შველიძე თელავში დგამს სპექტაკლს მერე რა რომ სველია სველი იასამანი”,  მუსიკალურ გაფორმებას მე ვაკეთებ, ვნახოთ როგორი გამოვა. რაც შეეხება სიმღერებს, ახლა მოგიტანეთ ახალი სიმღერა, ვნახოთ როგორ მიიღებს მსმენელი.

რამდენი სიმღერა გაქვს რეპერტუარში და რამდენად ხშირია კახეთში მაყურებელთან შეხვედრა?

მაქვს სიმღერები, რომელსაც ძალიან ვიწრო წრეში ვმღერი და მხოლოდ ჩვენია, ასევე არის სიმღერები, რომლებსაც ფართო აუდიტორიისთვის ვასრულებ. 50-60 სიმღერაა ალბათ ჯამში. როცა რაღაც ხდება ჩემს თავს მაშინ ვწერ სიმღერებს, რეალობასთან ახლოსაა ყველა ჩემი სიმღერა.

„მზესთან” ასე ქვია ახალ სიმღერას, რომელსაც დღეს ვაპრემიერებთ, მოგვიყევი ამ სიმღერის ისტორია?

არანჟირება ზურა მახნიაშვილს ეკუთვნის, ის არა მხოლოდ დიდი მუსიკოსი, არამედ ძალიან ერთგული კაცია, მე მისი მჯერა და შეიძლება ზურა რომ არ შემხვედროდა ჩემი სიმღერების არანჟირებებზე არც მეფიქრა.

მადლობა სტუმრობისთვის…

პაპა – მზესთან

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

პაპა – ლამპიონები. Live

 

პაპა – მარტი შემოფრინდა. Live

 

პაპა. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები