LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახური ტრადიცია რომელიც საუკუნეს ითვლის

49
marnis foto

„სესიაშვილის მარანის “ ისტორია 1919 წლიდან იწყება,  სესიაშვილების  შთამომავლობისთვის კი მეღვინეობა და მევენახეობა ოჯახურ ტრადიციად გადაიქცა.

ვენახები გაშენებულია კავკასიონის ქედის ძირში 15 ჰექტარზე, ყვარლის რაიონში – სოფელ გავაზში.

ალაზნის მარცხენა სანაპიროს –  ნიადაგის სტრუქტურული შემადგენლობა, მზიანი დღებიის წლიური ხანგრძლივობა და სხვა კლიმატური პირობები, ქმნის ხელშემწყობ ფაქტორებს ვაზის განვითარებისთვის და მაღალი ხარისხის საღვინე ყურძნის მისაღებად.

ღვინოს  ძველი ქართული ტექნოლოგიით აყენებენ -როგორც ქვევრში ასევე კასრში.

ქალაქ ყვარელში მდებარე  საოჯახო მარანი  კახური ტრადიციული არქიტექტურის ნათელი მაგალითია.მარანში არსებული ქვევრები სამოც ტონამდე ყურძენსა და  თითქმის ერთი საუკუნის ისტორიას იტევენ.

დღეისათვის მარნის რესტავრაცია მიმდინარეობს, რესტავრაციის დასრულებისთანავე კი  ნებისმიერ მსურველს,ექნება შესაძლებლობა, დააგემოვნოს სესიაშვილების საგვარეულო  ღვინო და ეზიაროს ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციას.

2019 წელს ასი წლის იუბილეს  აღსანიშნავად, კომპანია ახალი სახეობის ღვინის ჩამოსხმას გეგმავს, ამ ეტაპზე ბაზარზე 4 სახეობის ღვინით არიან წარმოდგენილნი : „გავაზი თეთრი“, „გავაზი წითელი“, „წინანდალი“ და „მუკუზანი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები