LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც კი რამე არაჩვეულებრივი და საუკეთესო დაწერილა დედაქალაქზე, ყველაფერი ამ „პოპურშია“ თავმოყრილი…

8
tbilisi

გადაცემას „ღვინო დუდუკი ქალები“ ანსამბლი „თბილისი“ და  კობა კალანდაძე სტუმრობდნენ, გადაცემის ფარგლებში მათი ახალი, ერთობლივი ნამუშევრის „პოპურის“ პრემიერა შედგა, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენს დედაქალაქზე  შექმნილ საუკეთესო კომპოზიციებს აერთიანებს. 

მოგესალმებით, რომელი წლიდან დაიწყო ანსამბლმა „თბილისმა“ მოღვაწეობა?

ანსამბლმა მოღვაწეობა დაიწყო 1980 წლიდან, მაესტრო რობერტ გოგოლაშვილთან ერთად, დაარსებიდან დღემდე ერთად მოვდივართ. წლების განმავლობაში შემადგენლობა გარკვეულწილად იცვლებოდა, ჩვენდა გასახარად გადასარევი ახალგაზრდები შემოგვემატა, რაც ეტყობა კიდეც ანსამბლს. ზოგადად ძალიან დიდი რეპერტუარი გვაქვს, ყველაფერს გულით და სულით ვასრულებთ. ჩვენი სავიზიტო ბარათივით არის ერთი სიმღერა, ყველასთვის კარგად ნაცნობი ”ჩიტი-გვრიტი”, საოცარი სიმღერა, რომლითაც უფრო გვიცნობს ხალხი.

რას საქმიანობს ანსამბლი ამ დროისთვის?

დავით გოგოლაშვილი:

ბოლო პერიოდში განვახორციელეთ პროექტი, რამდენიმე სიმღერა ჩავწერეთ,  ერთი არის ბიძინა კვერნაძის უკვდავი „ვარდები არ არიან”, რომლის აკაპელა ვერსია ცოცხალი შესრულებით უკვე მაყურებელმაც ნახა და მსმენელმაც მოისმინა. გარდა ამისა მივაყოლეთ სხვა სიმღერებიც, შევძვერით სტიუდიაში და აღარ გამოვედით, ჯამში 6 სიმღერა გამოგვივიდა. ასევე გვაქვს ახალი უკრაინული სიმღერა, რომელიც დაემთხვა ამ ამბებს და მივუძღვენით გმირ უკრაინელ ხალხს. სალომე ბაკურაძესთან ერთად ჩავწერეთ „ძილისპირული” და ხალხური სიმღერა „მზე შინა და მზე გარეთა”  განსხვავებული ვერსიები.

 

ანს. თბილისი – ჩიტი გვრიტი. Live

დღეს გვაქვს პრემიერა, მოგვიყევით ამ ნამუშევარზე…

რაც კი რამე არაჩვეულებრივი და საუკეთესო დაწერილა დედაქალაქზე, ყველაფერი ამ „პოპურშია“ თავმოყრილი…

ჩვენი სტუმარია მაესტრო კობა კალანდაძე, როგორ გაჩნდა ამ არაჩვეულებრივი პოპურის შექმნის იდეა?

კობა კალანდაძე:

ამ შესანიშნავი ანსამბლის რამდენიმე წევრთან საუბარი მქონდა, საიდანაც გავიგე, რომ ძალიან უნდოდათ რაიმე საინტერესო პროექტის გაკეთება. შევხვდი ბატონ რობერტს, ძალიან სწრაფად, ერთი კვირის ფარგლებში რამე უნდა მოგვიფიქროო, გადავწყვიტე რომ კლასიკური, პროფესიული მუსიკიდან რაღაც ჰანგები დამეტრიალებინა. შევხვდით, ძალიან მოეწონა, ძირითადად ჩვენი მელოდისტი კომპოზიტორების ნაწარმოებებით იყო აგებული კინომუსიკაზე. გავცხრილეთ ნაწილობრივ, საბოლოო ვარიანტზე შევჯერდით, მოიწონა რობერტმა, მთელმა ანსამბლმა და დავიწყეთ მუშაობა.  უბრალოებაშია სილამაზე, მოისმენთ და თავად განსაჯეთ. თვეზე მეტხანს მიდიოდა რეპეტიციები, საკმაოდ რთული ნაწარმოებებია თავისი გაშლებით და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ პროფესიონალურად ასრულებენ.

სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით, სად იხილავს მსმენელი ანსამბლ „თბილისს”?

ვნახოთ, ახალი წელი მოდის და ყველგან შეიძლება გვიხილოთ…

წარმატებას და შემოქმედებით წინსვლას გისურვებთ…

 

ანს. თბილისი – პოპური

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

ანს. თბილისი – კარგი ხარ გოგო, კარგი ხარ. Live

 

ანს. თბილისი. გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები