როგორ დავიბედოთ წარმატებული წელი, მოვიზიდოთ ფინანსური ენერგია და მივაღწიოთ წარმატებას სიყვარულში - ეზოთერიკოსის რჩევები

ფინანსური ენერგიის მოსაზიდად ოქროსფერ ან ლურჯ ქისაში ჩადეთ 9 ერთნაირი, კარგად გარეცხილი და გაწმენდილი მონეტა, შეკარით და დაკიდეთ ნაძვის ხეზე. იმდენი ქისა უნდა დაიკიდოს ნაძვის ხეზე, რამდენი წევრიცაა ოჯახში. დღესასწაულების შემდეგ ქისა შეინახეთ მთელი წლით.

პარტნიორული, რომანტიკული და სექსუალური ურთიერთობის გასაძლიერებლად 2 იანვარს – ბედობის ღამეს 12-ჯერ უნდა თქვით “სიტუაციური წყობა ჩემს ირგვლივ იგება შემდეგნაირად, მე მზად ვარ მივიღო პარტნიორული, სასიყვარულო, სექსუალური ურთიერთობა” და დაანთეთ მოცულობითი სანთელი. რიტუალი 12 დღის მანძილზე უნდა შესრულდეს 00:01 საათზე. სანთლის მორჩენილი ნაწილი შეინახეთ, დაიდეთ თავთან ახლოს, 21 მარტს კი, ყველაზე ჯანმრთელ, აყვავებული და გახარებული ხის ძირში დამარხეთ.

24 დეკემბერს „არ დაიდარდოს“ გადაცემას „რადიო დუეტი თაკო მელიქიშვილთან ერთად“ ეზოთერიკოსი ანზორ ოდიშარია სტუმრობდა, რომელმაც მეტად სასარგებლო რჩევები გაუზიარა მსმენელს წარმატებული ახალი წლის დასაბედებლად.

– ბატონო ანზორ, როგორ უნდა მოვიპოვოთ ბედნიერება?

– ბედნიერება არ ნიშნავს ყველაფერში წარმატებას, ბედნიერება პირველ რიგში გონების მდგომარეობა და მოვლენების სწორად აღქმაა. თუ სწორად აღვიქვამთ რა და რატომ ხდება, მაშინ ჩვენი წარმატებისთვის განვითარებულ მოვლენებსაც დადებითად აღვიქვამთ. მართალია, სამყაროს აქვს წარმატების გამზადებული ფორმულა, მაგრამ ზუსტად უნდა ვიცოდეთ რისი მიღწევა გვინდა. მთავარია, ზუსტად განვსაზღვროთ მიზნები და სწორად შევარჩიოთ სტრატეგია მის მისაღწევად. ამასთანავე, საჭიროა გავარკვიოთ რატომ და რა მისიით დავიბადეთ. ბევრი ინტერესდება მსგავსი შეკითხვით, რომელზე პასუხის მიღება ჩვენს სკოლაში შეუძლია. სხვათა შორის, ყველა ადამიანს ეტყობა რა მისიით დაიბადა და საით უნდა მიმართოს სიკეთე წარმატების მისაღწევად. აღსანიშნავია, რომ შობისა და ახალი წლის დღესასწაულებზე, ძველი და ახალი წლის მიჯნაზე თავისუფლად შეგვიძლია ისეთი კოდების ჩადება ანუ მიზნების დასახვა, რომლებიც ერთი წლის მანძილზე ასრულდება.

– როგორ უნდა დავსახოთ გეგმები?

– პირველ რიგში, უნდა ავირჩიოთ რა გვსურს, რადგან როცა მიზანი განსაზღვრულია, მისი მიღწევაც ბევრად ადვილია. უცნაურია, მაგრამ ბევრმა საერთოდ არ იცის, რა უნდა და რატომ. ყველა სურვილს თავისი დღე აქვს. მაგალითად, ჯანმრთელობის დღედ 5 იანვარი ითვლება, რომელიც ძველი კალენდრით განწმენდის დღედ ითვლება. მას, ვისაც პატარა ბავშვის განკურნა სურს, ხე უნდა შეიძინოს, რომელსაც მის სახელზე დარგავს და აუცილებლად ჩაიფიქრებს, „როგორც ეს ხე გაიზრდება, როგორც ეს ხე აყვავდება და მასზე მიწა იზრუნებს, ისე ჩემი შვილი განიკურნება (იმ დაავადებისგან, რომელიც მას აქვს)“. ბევრმა არ იცის, რომ დედის ენერგიას 12 წლამდე ბავშვის განკურნვა შეუძლია, თუ რა თქმა უნდა, ბავშვს თანდაყოლილი მძიმე ბიოლოგიური დარღვევა არ აღენიშნება. ძალიან ეფექტურია თილისმა, რომელსაც მშობელი შეუძენს, ბავშვი კი, 5 იანვარს გაიკეთებს და ყოველთვის თან ატარებს. აღსანიშნავია, რომ პირველი იანვრიდან 12 იანვრამდე ყველა დღეს თავისი მისტიკური დანიშნულება აქვს. ყოველი დღის გამოყენება შეიძლება კონკრეტული მიზნის მისაღწევად. 2 იანვარი ახალი საწყისების დღეა. თუ 2022 წელს მნიშვნელოვანი ფინანსური პროექტის დაწყება გინდათ, რომელიც უცხოელებთან თანამშრომლობაზე იქნება დამოკიდებული, მაშინ სურვილი სწორედ 2-ში უნდა ჩაიფიქროთ, დაწეროთ და ნაძვის ხეზე ჩამოკიდოთ, ან ახალი საფულე შეიძინოთ.

– რამდენად მნიშვნელოვანია საფულის ფერი?

– მნიშვნელობა აქვს აბსოლუტურად ყველაფერს და რაც მეტის მნიშვნელობა ვიცით, მით უკეთესია. თუმცა, უნდა გვჯეროდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რაც ჩვენს გულს უხარია. საფულე – პირველ რიგში ფინანსურ კეთილდღეობასთან უნდა ასოცირდებოდეს. უცნაურია, მაგრამ ფინანსური კეთილდღეობა არა ფულით, არამედ იმ ოდენობის თანხის ქონით განისაზღვრება, რომელიც გვჭირდება და ყოველთვის გვეყოფა. უცნაური ფორმის, ჯაჭვით გაწყობილი ან თუნდაც საფულე ბოქლომის გამოსახულებით ნაკლებად იზიდავს ფულის ენერგიას. საფულე აუცილებლად სადა უნდა იყოს, სასურველია ოქროსფერი, წითელი ან მწვანე, რადგან წითელი ცეცხლის ფერია, მწვანე კი – დოლარის. ამასთანავე, საფულით ის ინდივიდუალური მინერალი უნდა ვატაროთ, რომელიც კეთილდღეობას მოგვიტანს. თუ ახალი საფულის შეძენის საშუალება არ გვაქვს, მაშინ ძველი უნდა გავათავისუფლოთ უსარგებლო ნივთებისაგან და კარგად გავწმინდოთ. აუცილებლად უნდა გავწმინდოთ ბარათები და ამულეტები ძველიდან ახალ საფულეში გადატანამდეც. სხვათა შორის, ზოგს ერთი საფულე აქვს კარგად დაცდილი, რომელსაც წლების მანძილზე ატარებს და უარს ამბობს მის განახლებაზე.

– ყველამ კარგად ვიცით, რომ 2022 წელი ვეფხვის წელია, თუმცა ზოგი შავზე, ზოგი კი, ლურჯ ფერზე ამახვილებს ყურადღებას,

– 2022 წელი – წყლის სტიქიის ვეფხვის წელია, ამიტომ ზუსტად იმ ფერის იქნება, რა ფერთანაც თქვენთვის წყალი ასოცირდება. აღსანიშნავია, რომ 2022 წელი მარტის თვემდე ტრანსფორმაციის, რადიკალური ცვლილებების პერიოდია, სწორედ ამ პერიოდში იქნება ვეფხი განსაკუთრებით მოქნილი და ემოციური, წყლის ენერგია კი, ყველაზე მეტად იმოქმედებს ჩვენზე.

– რამდენადაც ვიცი, აღმოსავლური კალენდრით ახალი წელი პირველ თებერვალს იწყება,

– გეთანხმებით, თუმცა რადგან ჩვენში პირველი იანვარია მიჩნეული ახალი წლის საწყისად, ვეფხვის ენერგია თებერვლამდეც საკმაოდ ძლიერად მოქმედებს. ასტროლოგების მტკიცებით კი, ახალი წელი 31 მარტს იწყება. პერიოდები მუდმივად იცვლება, ჩვენი მოვალეობა კი, ამ პერიოდების ზუსტად ცოდნა და სწორად გამოყენებაა. აღსანიშნავია, რომ ვეფხვის წელი უამრავ ფარულ შანსს იძლევა, რომელთა გამოყენება არა თუ სასიკეთო, არამედ სავალდებულოა.

– როგორი იქნება 2022 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის?

იანვარში დაბადებულებს 2022 წელი უამრავ ცვლილებას მოუტანს, მოიმატებს წარმატების და გამარჯვების ენერგია. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, მსხვილი საყიდლებისთვის და განსაკუთრებით ავტომობილის შესაძენად. თუმცა, ძალიან რთული იქნება სექტემბრის თვე, არაა გამორიცხული წლის მანძილზე შეძენილმა ნაცნობებმა სწორედ სექტემბერში შეუქმნიან პრობლემები იანვრის თვეში დაბადებულებს, სექტემბერშივე მოუწევთ აგვისტოში დაშვებულ შეცდომებზე პასუხისგება.

ძალიან საინტერესო პოზიციებს დაიკავებენ 2022 წელს თებერვალში დაბადებული პოლიტიკოსები. ამასთანავე, ამ თვეში დაბადებულები იმ მიზნების განხორციელებას შეძლებენ, რომლებიც გარკვეული მიზეზებით წლების მანძილზე ფერხდებოდა. განსაკუთრებით წარმატებული იქნება ოქტომბრის თვე, თუმცა პრობლემებს უნდა ელოდონ ივლისსა და აგვისტოში. ამასთანავე, აუცილებლად უნდა შეიძინონ ოქროს თევზის სიმბოლო, რომელიც ერთის მხრივ, მათ ზოდიაქოს ნიშანთან, მეორეს მხრივ, წლის სტიქიასთან – წყალთან ასოცირდება.

მარტში დაბადებულებისთვის 2022 წელი შინაგანი ზრდის, ემოციური განთავისუფლების პერიოდია, რადგან სწორედ მომავალ წელს გააქტიურდებიან, მოუნდებათ საკუთარი თავის შეცნობა და განათლების ამაღლება. კარგი პერიოდია წარსულის გადასახედად, გასააზრებლად და საჭიროების შემთხვევაში ურთიერთობის ტრანსფორმაციისთვის. დარჩით საკუთარ თავთან მარტო, აღიარეთ შეცდომები და სცადეთ მათი გამოსწორება. განსაკუთრებით წარმატებული იქნება მარტი და სექტემბერი, მაისი და ივნისი კი – შედარებით რთული და პრობლემური აღმოჩნდება, რადგან მოგიწევთ შორს დაიჭიროთ თავი ძველ სასიყვარულო ან საქმიან პარტნიორებთან. არ ღირს ერთხელ დავიწყებული ადამიანების საკუთარ ცხოვრებაში თავიდან შემოშვება.

აპრილში დაბადებულთათვის შემდეგი წელი გადამწყვეტი იქნება, რადგან ერთნაირი შანსი ექნებათ მოიპოვონ დიდი წარმატება და დაკარგონ ყველაფერი. კარგი იქნება თუ შეიძენენ თილისმას წლის სიმბოლოთი და ყოველთვის თან ატარებენ. რთულ თვედ ითვლება ივნისი, წარმატებულად კი – სექტემბერი. წარმატების მიღწევის შანსი მოგეცემათ ყველა სფეროში, მთავარია არ სცადოთ საკუთარი ვალდებულებების სხვისთვის გადაბარებას, რადგან ასე წარმატებაც გააყოლებთ.

მაისში დაბადებულთათვის პრიორიტეტული სამართლიანობის დაცვა იქნება, რაც ძალიან გაუჭირდებათ, რადგან თანამედროვე ეპოქაში სამართლიანობა პრაქტიკულად არ არსებობს. ყველაზე რთული მაისი – მათივე დაბადების თვე იქნება, როცა ჯანმრთელობის პრობლემებთან ერთად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაც გაუჭირდებათ.  თუმცა, მაისის თვის მშვიდად, ზედმეტი დანაკარგის გავლის შემთხვევაში, წლის მეორე ნახევარი იღბლიანი და შედეგიანი იქნება.

ივნისის თვეში დაბადებულთათვის 2022 წელი საუკეთესო პერიოდია დაოჯახებისა და მსხვილი შენაძენებისთვის. მათთვის რთული იქნება აპრილის თვე, განსაკუთრებით ქალბატონებს გაუჭირდებათ, რადგან მამაკაცებთან მოუწევთ დაპირისპირება, მამაკაცები კი, იძულებული გახდებიან გადაჭრან ოჯახში წარმოქმნილი პრობლემები.

ივლისში დაბადებულებს 2022 წელს სერიოზული ცვლილებები ელით. არ ღირს ამგვარი ცვლილებებისგან თავის დაღწევის მცდელობა, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევთ ტრანსფორმირება. აღსანიშნავია, რომ ცვლილებები მარტის თვიდან დაიწყება. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ მათ, ვინც 29 წლისაა, რადგან სხვებზე მეტად ისინი იგრძნობენ ცვლილებებს. დახარჯული ენერგიის კომპენსირება ივნისის თვიდან დაიწყება, როცა ცვლილებების შედეგებიც აშკარა იქნება.

აგვისტოში დაბადებულებს მომავალ წელს ოქროს შუალედის მოძიება მოუწევთ, რადგან იძულებული გახდებიან თვითონ გადაწყვიტონ, როგორი იქნება მათთვის 2022 წელი. თუ ამ თვეში დაბადებულები შეძლებენ ბალანსის დაცვას, მაშინ ვეფხვის წელი წარმატებული და შედეგიანი იქნება. ყურადღება უნდა გაამახვილონ ურთიერთობებზე, რადგან მომავალი წელი სწორედ ახალი კავშირებისა და კომუნიკაციების წელია. საკმაოდ რთული იქნება თებერვლის თვე, თუმცა მარტიდან თავისუფლად შეუძლიათ სიახლის ძიება და ახლის კეთება.

სექტემბერში დაბადებულებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ იანვრის თვეში. არ ღირს ახლის დაწყება, რადგან მათთვის ჯერ ისევ ძველი წელი გაგრძელდება. სასიკეთო პერიოდი მარტის თვიდან დაიწყება, როცა თავისუფლად შეძლებენ პროფესიული წარმატების მიღწევას. შედეგიანი იქნება ბიზნესის განვითარება და დაოჯახება.

მართალია, ოქტომბრის თვეში დაბადებულებს ძალიან მოუნდებათ ვალდებულებებისგან თავის დაღწევა, მაგრამ მაინც მოუწევთ დაგროვილი ვალების გასტუმრება. თუმცა წელი მაინც წარმატებული იქნება, განსაკუთრებით გაამართლებს მოგზაურობა და ცვლილებები პირად ცხოვრებაში, თუ რა თქმა უნდა, შეძლებენ სწორი ურთიერთობის გაბმას გარშემომყოფებთან. კარგი იქნება, თუ ოქტომბრის თვეში დაბადებულები თილისმას მოირგებენ ვარსკვლავის სიმბოლოთი.

ნოემბრის თვეში დაბადებულებს ყველაფრის ერთდროულად კეთება უნდათ. თუმცა, მოუწევთ განვლილი 12 წლის გადაფასება და შეჯამება. მართალია, ექნებათ წარმატების მიღწევის შანსი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სწორად გაიაზრებენ რა უნდოდათ წარსულში და აუცილებლად აისრულებენ წელს, რადგან მხოლოდ ასე ჩაითვლება ვალები გასტუმრებულად და ამოქმედდება შემდეგი 12-წლიანი წარმატების ციკლი. რთული იქნება აგვისტო და სექტემბერი.

დეკემბრის თვეში დაბადებულებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ ოჯახზე, ხელი შეუწყონ ოჯახის წევრების გაძლიერებას და ურთიერთობების განმტკიცებას.  რთული იქნება ივნისის თვე, რომლის დაძლევის შემთხვევაში მთელ წელს წარმატებით გაივლიან.

– როგორ უნდა გამოვიყენოთ თილისმა?

– ყველა თილისმას თავისი ძალა და ენერგეტიკა აქვს, ამიტომ დასვენება, გაწმენდა და გასუფთავება, მზეზე და ყვავილებთან ახლოს დადებით მათი სასიცოცხლო ენერგიით დამუხტვაც სჭირდება. ბევრს ჰგონია, რომ სულ უნდა ეკეთოს თილისმა, რაც დიდი შეცდომაა, რადგან საჭიროა თილისმის მოხსნა, რათა განიწმინდოს დაგროვილი ნეგატიური ენერგიისგან, სხვა შემთხვევაში უკუშედეგიც შეიძლება გამოიღოს.

– ძალიან საინტერესო საჩუქრების ნაკრები იყიდება თქვენს მაღაზიაში,

– მაქსიმალურად შევეცადეთ თავი მოგვეყარა ყველა იმ ნივთისთვის, რომელიც ადამიანს სჭირდება, ერთ ყუთში მოვათავსეთ და სადღესასწაულოდ შევფუთეთ.

– კონკრეტულად სად შეიძლება ამ საჩუქრის შეძენა?

– ასპიროზას ცენტრში, ამასთანავე, ყველას შეუძლია მომწეროს ფეისბუქ-გვერდზე. სხვათა შორის, თვითონ ყუთიც ძალიან ფასეულია, რადგან ფინანსურ ენერგიას იზიდავს.

– ბევრს აინტერესებს რა გააკეთოს პირადი ბედნიერების და ფინანსური წარმატების მოსაპოვებლად?

– ფინანსური ენერგიის მოსაზიდად ოქროსფერ ან ლურჯ ქისაში ჩადეთ 9 ერთნაირი, კარგად გარეცხილი და გაწმენდილი მონეტა, შეკარით და დაკიდეთ ნაძვის ხეზე. იმდენი ქისა უნდა დაიკიდოს ნაძვის ხეზე, რამდენი წევრიცაა ოჯახში. დღესასწაულების შემდეგ ქისა შეინახეთ მთელი წლით. პარტნიორული, რომანტიკული და სექსუალური ურთიერთობის გასაძლეიერბლად 2 იანვარს – ბედობის ღამეს 12-ჯერ უნდა თქვით “სიტუაციური წყობა ჩემს ირგვლივ იგება შემდეგნაირად, მე მზად ვარ მივიღო პარტნიორული, სასიყვარულო, სექსუალური ურთიერთობა” და დაანთეთ მოცულობითი სანთელი. რიტუალი 12 დღის მანძილზე უნდა შესრულდეს 00:01 საათზე. სანთლის მორჩენილი ნაწილი შეინახეთ, დაიდეთ თავთან ახლოს, 21 მარტს კი, ყველაზე ჯანმრთელ, აყვავებული და გახარებული ხის ძირში დამარხეთ. აღსანიშნავია, რომ რიტუალი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუ ადამიანს არ აქვს ჩაკეტილი ბედის ხაზი ან საგვარეულო პრობლემები.

– როგორ უნდა მივხვდეთ გვაქვს თუ არა მსგავსი პრობლემა?

– ძალიან აქტუალური შეკითხვაა, რადგან ბევრი ინტერესდება აქვს თუ არა ჯადო. თუ ადამიანს ჯადო აქვს, რიტუალის ჩატრების დღეებში სახლში აღარ გაიხარებენ ოთახის მცენარეები, დაიღუპებიან შინაური ცხოველები. ჯადოს მანიშნებელია, როცა ადამიანი წრეზე ტრიალებს, საქმე კი, რომელსაც წარმატება უნდა მოეტანა, მონდომების და ყველა მცდელობის მიუხედავად, მაინც არ გამოდის. ჯადო იწვევს ემოციურ, ფიზიკურ სისუსტეს და ჰორმონალურ პრობლემებს, უძილობას ან პირიქით მოჭარბებულ ძილიანობას, გულმავიწყობას, აზრების გაფანტვას და კონფლიქტებისკენ მიდრეკილება, როცა ადამიანის მიმართ უცნობებიც კი, აგრესიულად არიან განწყობილი. ხშირად მოჯადოებულ ადამიანს არაფრის კეთება არ შეუძლია, სურვილი აქვს, მაგრამ არაფერი გამოსდის. არანაკლებ მძიმე გავლენა აქვს წყევლას, რადგან რამდენიც არ უნდა შეიცვალოს ადამიანში ენერგეტიკული ნაკადი, ნეგატიური პროგრამა მაინც რჩება. საუკეთესო საშუალება ნეგატიური ენერგიისგან განთავისუფლებისთვის ხესთან ჩახუტებაა.

– როგორ შეიძლება ჯადოსგან განთავისუფლება?

– თუ სიტუაცია ძალიან დამძიმდა, მაშინ სპეციალისტის დახმარებაა საჭირო. თუმცა ყველას შეუძლია თვითონ განიწმინდოს, მთავარია კონტრასტული შხაპის მიღებისას და საპნით დაბანისას თქვას, “მე სიამოვნებით ვემშვიდობები ნეგატიურ ენერგიას, ვბლოკავ ნეგატიურ ემოციას, ჩემს სულ ვუსურვებ ჰარმონიას და სიმშვიდეს”. სასიკეთოა დაფნის ფოთლების ხშირად დაწვა, დადებითი ენერგია აქვს მთის ბროლსაც.

– როგორ უნდა შევარჩიოთ მინერალები?

– მინერალების შერჩევის ორი პრინციპი არსებობს. ერთი მიზნობრივი, როცა ადამიანს სახლის განწმენდა, დადებითი ენერგიების მიზიდვა სურს და მეორე, როცა მინერალი მისი მონაცემების, ენერგეტიკული რუქის მიხედვით შეირჩევა. სხვადასხვა მინერალია განკუთვნილი სხვადასხვა მიზნისთვის – სიყვარულის მისაზიდად, ბიზნესის გასავითარებლად, ან შემოსავლის გასაზრდელად.

– როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს, რომ მთელი წელი ბედნიერი იყოს?

– ამ წლის მთავარი რიტუალი სიყვარულის გაცემა და ჩახუტებაა. კარგია ფერების სიმრავლე, რათა ყოველმხრივ მიიზიდოთ სიკეთე. მთავარია, პოზიტიური განწყობა გაგზავნოთ კოსმოსში, რათა იგივე დაიბრუნოთ უკან. ეცადეთ შექმნათ სადღესასწაულო – ნათელი, ბრჭყვიალა და ხალისიანი გარემო, კერძები მორთეთ ლამაზად, აუცილებლად მოამზადეთ გოზინაყი და ჩურჩხელა. სადღესასწაულო სუფრაზე მაგიდის ცენტრში უნდა მოთავსდეს ექვსი ფერადი სანთელი, რომელიც კანფეტით, მონეტებით, სხვადასხვა ხილით გაფორმდება, გარშემო კი, ის კერძები მოთავსდება, რომლებიც ოჯახის წევრებს ყველაზე მეტად უყვართ.

– როგორ ჩავიფიქროთ სურვილი სწორად?

– პირველ რიგში კარგად მოიფიქრეთ რა გინდათ. დახატეთ მზე, დაწერეთ ჯერ სახელი, გვარი და დაბადების თარიღი, მერე კი, ჩამოწერეთ სურვილები დეტალურად და პრიორიტეტულობის მიხედვით. აუცილებლად ჩაიფიქრეთ იმაზე მეტი, ვიდრე გინდათ. ფურცელი სურვილებით მოათავსეთ ისეთ ადგილას, სადაც ყოველდღე შეგახსენებთ თავს. აუცილებლად აღვნიშნავ, რომ სურვილების ჩაფიქრების საუკეთესო დრო – 12, 3, 6, 9 საათია.

– როგორი იქნება ვეფხვის წელი საქართველოსთვის?

– რთული იქნება წლის პირველი ნახევარი, თუმცა, ბევრად ბედნიერი და ჰარმონიულია წლის მეორე ნახევარი.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ეზოთერიკოსი ანზორ ოდიშარია. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები