LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რვა წელი სცენაზე ერთად ვმღეროდით, კარგად მახსოვს და სულ მემახსოვრება – ლოლა წერეთელი

13
lola

თაკო მელიქიშვილის საავტორო გადაცემას „რადიო დუეტი” მომღერალი ლოლა წერეთელი სტუმრობდა. გადაცემაში მან ექსკლუზიურად და პირველად ისაუბრა მეუღლესთან, გიორგი წერეთელთან დაშორების შესახებ და ეს ამბავი დაადასტურა. კითხვაზე, ეძღვნება თუ არა ახალი სიმღერა მის ექსმეუღლეს, ლოლამ ასე უპასუხა:

დავიწყოთ იქიდან, რომ დიდი მადლობა უნდა გადავუხადო რუსა მორჩილაძეს, რომელმაც დამიწერა სიმღერა „მადლობა ამისთვის”. ტექსტი ეკუთვნის ირინა სანიკიძეს. წელიწადნახევარი მზადდებოდა, მაშინ მე და გიორგი ერთად ვცხოვრობდით, სულ გასტროლებზე ვიყავით და ბევრი დრო გავიდა. ახალ წლამდე ერთად ვცხოვრობდით. ნანუკას გადაცემა რომ ჩაიწერა, ჩვენ მაშინაც ერთად ვიყავით.

ეს სიმღერა მას არ ეძღვნებოდა, ასე დაემთხვა. ცუდი რამ მოხდა… მე ჩემი მეუღლე მიყვარდა, მიყვარს და მთელი ცხოვრება მეყვარება. ის იყო ჩემი ცხოვრების სიყვარული და ამ სიყვარულით წავალ ამ ცხოვრებიდან. არასდროს არ მყვარებია ისე, როგორც მიყვარს გიორგი. არც ვამბობ, ყოფილი მეუღლე-მეთქი. ცხოვრების ბოლომდე ჩემი ქმარი იქნება. ვამბობ სიტყვას მიყვარს…

რაც მთავარია, არ ვარ ცუდად, არ ვარ პანიკაში. მადლობელი ვარ, რაც იყო და რითაც ახლა ვცხოვრობ. მხიარული ვარ. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მე მომღერალი ვარ და როგორც მომღერალი, როგორც ქალი, ვალდებული ვარ, კარგად ვიყო. ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას, ღმერთმა იცის, რა მოხდება.

შეიძლება ისევ ერთად იყოთ? გაქვს ამის იმედი?

იმედი ბოლოს კვდება (იღიმის).

როცა შენს ფიქრებთან მარტო რჩები, როგორ ხარ?

რვა წელი სცენაზე ერთად ვმღეროდით. კარგად მახსოვს და სულ მემახსოვრება. სულ დავდივარ, კონცერტები მაქვს… (იღიმის).

დღეს პრემიერა გვაქვს, მოგვიყევი ამ დუეტზე?

ანგელინა კაპლანთან ერთად ვასრულებ ამ სიმღერას, მოსკოვში ვიმყოფებოდით, „საქართველოს გემო” ასე ქვია რესტორანს, სადაც კონცერტი მქონდა, ანგელინა მოვიდა და მითხრა, რომ არსებობს კომპოზიტორი ანა ხოვნერი, რომელმაც დაწერა სიმღერა  თბილისზე და მას სურდა რომ ჩვენ ერთად გვემღერა, ეკა თარგამაძის ჩარევით შევიტანეთ კორექტირებები და ჩავწერეთ ერთობლივი სიმღერა. ანგელინა უახლოეს მომავალში ჩამოვა საქართველოში და სატელევიზიო პრემიერა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში” გვექნება, ასევე სხვა საინტერესო გეგმებიც გვაქვს.

როგორია სამომავლო გეგმები?

5 აპრილს ერევანში კონცერტი მაქვს, შემდეგ მივდივარ საბერძნეთში 28 აპრილისთვის,   შემდეგი კი იქნება ისრაელი.  ასევე ბევრი სიმღერაა გეგმაში, აჩი ფურცელაძესთან ერთად უნდა ჩაიწეროს სიმღერა ზუსტად დღეს. მადლობა თქვენ „არ დაიდარდო” და ჩემს მსმენლს, ძალიან მიყვარხართ.

დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებას გისურვებ.

 

ლოლა & ანგელინა კაპლანი – თბილისო

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ლოლა – მადლობა ამისთვის. Live

 

ლოლა. I ნაწილი. ვიდეო კოლაჟი

 

ლოლა. II ნაწილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები