LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამი თვე იქნება მთელი მსოფლიოსთვის ურთულესი, ყველას მოუნდება გადარჩეს და სამყაროში თავისი ადგილი იპოვოს“- ანზორ ოდიშარია

4
ანზორ-ოდიშარია

თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს, ანზორ ოდიშარიას გადაცემის „გზაჯვარედინი“ მთავარი თემა არის უახლოესი ურთულესი პერიოდი, სამი თვე და ჩვენს ქვეყანაში რუსების შემოდინება.

ეს პერიოდი, ოქტომბრიდან დეკემბრამდე, საკმაოდ რთული პერიოდია, ჩვენ ვისაუბრეთ უკვე, რომ  ეს ის პერიოდი, როცა პრობლემებთან მიბრუნება მოგვიწევდა. ოქტომბრიდან დიდი გარდაქმნების ფაზა იწყება. სამი თვე იქნება მთელი მსოფლიოსთვის ურთულესი, ყველას მოუნდება გადარჩეს და სამყაროში თავისი ადგილი იპოვოს. ჩვენ გავხდებით მომსწრენი მთელ მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების. ბოლო პერიოდში მომდის ბევრი შეკითხვა პოლიტიკურ თემატიკასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც ახლა ხდება, საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოდინების საკითხს ვგულისხმობ, ეზოთერიკა ამ ყველაფერს სხვანაირად უყურებს.

 მოდით ეზოთერიკის მხრიდან განვიხილოთ ყოველივე ეს;

ჩემს აზრს გეტყვით, მე არ ვარ მიკერძოებული რომელიმე მხარესთან  მაგრამ ვთვლი, რომ ადამიანი, რომელიც თავის ქვეყანას ტოვებს პრობლემების გამო, ეს არის იმ კონკრეტული ადამიანის დანაშაული, სამყარო მათ უბრაზდება. როდესაც ვინმე ომში იმალება და თავის მისიას არ ასრულებს, ის მიწისგან შერისხული, დაწყევლილი ხდება. მნიშვნელობა არა აქვს ამას გიჟის ხელი ურევია თუ არა, ამას ჩვენ არ ვეხებით, ვისი ბრალია, ყველამ უნდა დაექვემდებაროს იმ ქვეყანას, სადაც ის ცხოვრობს და იკვებება.

ჩვენ რა როლი გვაქვს ამ ყველაფერში, ჩვენ როგორ უნდა დავხვდეთ ასეთ ადამიანებს?

ჩვენ, როგორც ქრისტიანები და მართლმადიდებლები, ვუწოდებთ დახმარების ხელს, თუმცა ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ნეგატიური შედეგები ჩვენთვის. სწორედ ამ პერიოდში, არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს და არ უნდა ვიყოთ ნეგატივის გამზიარებლები. მათ თავიანთი გაჭირვება ეყოფათ. რელიგიაც ასე უყურებს ყოველივე ამას, ადამიანი, რომელიც გარბის, არ აქვს მიზეზს მნიშვნელობა, ამას მოჰყვება გარკვეული შედეგები. საქართველო ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს, ის ნამდვილად არის ბეწვის ხიდზე, ეს ბეწვის ხიდი უნდა იყოს გონივრული გადაწყვეტილებებით გამყარებული. ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, ეს იქნება რთული პერიოდი. ძალიან ბევრია შეშინებული და მინდა, ეს ეთერი გამოვიყენო ამისთვის, მეკითხებიან, შიმშილობა იქნებაო? და არა, არ იქნება შიმშილობა, ამის ნუ შეგეშინდებათ. ყველა პროდუქტი იქნება და ჩვენ გადავრჩებით, არა მგონია ყოველივე ეს საქართველოს ასეთი რადიკალური კუთხით შეეხოს.

ემიგრანტობის შემთხვევაშიც ასე ხომ არ არის? ადამიანი, რომელიც აქ გაჭირებაში ცხოვრობს და სხვაგან მიდის, იქნებ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ეზოთერიკოსს მიმართოს, გაიგოს რამდენად მიიღებს მას სხვა ქვეყანა.

კი ასეა, მაგრამ ეს არ არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა და დამალვა, ეს არის გარკვეული სირთულეების გადალახვა და დაწყება იმ საქმიანობის, რომლითაც სხვა ქვეყანაში გაკეთებული საქმით, შენს ქვეყანას შეეწევი. შენ ხდება შენი ქვეყნისთვის დამხმარე. ზოგს ეწყება დეპრესია, სტრესი, ჯანმრთელობის პრობლემებიც ექმნება. თუ ემიგრაციის 9 თვის შემდეგ ხვდებით, რომ ქვეყანამ ვერ მიგიღოთ, ხართ ცუდად, არ ხართ ბედნიერი, დამიჯერეთ, ეს არ არის არც თქვენი ოჯახისთვის კარგი და არც თქვენთვის. ჯობია სხვა ქვეყნით შეცვალოთ, ან დაბრუნდეთ უკან. თუ თქვენ ძაღლები ქუჩაში არ გიყეფენ, მეზობლები არ გეჩხუბებიან, ადვილად ეკონტაქტებით ადამიანებთან, ესე იგი თქვენ ქვეყანამ მიგიღოთ. თუ თქვენ საკუთარ ქვეყანაში ძალიან ცუდად გრძნობთ თავს, ავადმყოფობთ, მაშინ ემიგრაციის გადაწყვეტილა მართებულად შეიძლება ჩაითვალოს. მაგრამ უნდა დავფიქრდეთ, რატომ მოხდა ეს ყველაფერი.

ჩანს უახლოეს მომავალში შემოდინების ნაკადის გაზრდა?

გადინება უფრო ჩანს, მე ვხედავ ამ პერიოდს, საფრთხეში იმდენად ახლა არის საქართველო, რამდენადაც შეიძლება საფრთხე არასწორი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ შეექმნას. ჩვენ დავინახავთ, რომ ამ ორი ქვეყნის დაპირისპირება ამ პერიოდში გაგრძელდება, უფრო რთული ფორმებითაც. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ის პერიოდი, როდესაც წარსული შეცდომები შეგვიძლია გამოვასწოროთ. გადავგეგმოთ ჩვენი მომავალი იმ მიღწევებით, რომელიც გვექნება. ჩვენი ბარგი, სიმძიმე არ უნდა გადავიტანოთ მომავალში. რისი დასრულების საშუალებაც გვაქვს, რაც ტოქსიკურია, დავასრულოთ და წარსულიდან მომავალში არ გადავიტანოთ. შემდეგ გადაცემაში გასწავლით, რიტუალურად როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

“გზაჯვარედინი”. ოცდამეხუთე გადაცემა – ანზორ ოდიშარიასა და თაკო მელიქიშვილთან ერთად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები