LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Sun Wine – „საუკეთესო ღვინო საქართველოში”

42
IMG_3606

ქართული ღვინის წარმოება მისი ისტორიიდან გამომდინარე დიდ პასუხისმგებლობას უკავშირდება. ღვინის სამშობლოდ აღიარებულ  ქვეყანაში ნაწარმოები ერთი ბოთლი ღვინო თავის თავში მისი დამზადების უნიკალურ ტრადიციებსა და მაღალ ხარისხს უნდა აერთიანებდეს. კომპანია  Sun Wine-ის  დაარსების ერთ-ერთი მთავარი იდეა სწორედ ეს იყო.

კომპანიის დამფუძნებელი მეღვინეების ოჯახში დაბადებული  25  წლის ზურაბ მზექალაშვილია. პროფესია და ღვინის სიყვარული მემკვიდრეობით ერგო. ახალგაზრდა მეწარმის საქმიანობის   მთავარი მიზანი, ღვინის წარმოების უძველესი ტრადიციის თანამედროვე ტექნოლოგიებთან  სინთეზია, მეტი ინოვაციური იდეის ერთგვარი გარანტი კი ახალგაზრდა კადრებით  დაკომპლექტებული გუნდი.

ინოვაციური იდეები, პროდუქციის ეტიკეტირებაშიც თავს იჩენს. Sun Wine-ის გუნდმა ეტიკეტირების კრეატიული მეთოდი შეიმუშავა. ეტიკეტზე სასურველი ტექსტისა და დიზაინის დატანა შემკვეთის სურვილის შესაბამისად ხდება. ამიტომ, ორიგინალური სასაჩუქრე კომპლექტების შემუშავების მსურველები ხშირად არჩევანს Sun Wine-ის შეთავაზებებზე აკეთებენ. კომპანია შეკვეთების შესაბამისად სპეციალური ეტიკეტებით ღვინის ლიმიტირებულ რაოდენობას ასხამს.

ვენახი ყვარელში მდებარეობს, პროდუქციისთვის საჭირო ყურძნის დიდი ნაწილი სწორედ ამ ვენახებში მწიფდება და იკრიფება.  ქინძმარაულის მიკრო ზონის გულში. რომლისგან მიღებული ყურძნიდანაც იწარმოება საუკეთესო და განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე ღვინოები.

 

დაკრეფასა და მომწიფებამდე თითოეულ მტევანზე მევენახეები საერთაშორისო სტანდარტებით გაწერილი ნორმებისა და რეკომენდაციების შესაბამისად ზრუნავენ,. ეს ღვინის ხარისხის ერთგვარი გარანტია.  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მორიგი რაუნდი სწორედ ნაყოფის დაკრეფის შემდეგ იწყება. ღვინის წარმოება კი მაღალტექნოლოგიური იტალიური დანადგარებით ხდება.

მათი სლოგანი შესაძლოა ამბიციურად მოგეჩვენოდ, თუმცა არც რეალობასაა მოკლებული, ეს გახლავთ – საუკეთესო ღვინო საქართველოში.

Sun Wine ამ ეტაპზე აწარმოებს:  მუკუზანს,  ქინძმარაულს,  ალაზნის ველს (თეთრი და შავი), რქაწითელს ( კლასიკური და კახური ტექნოლოგიით დავარგებული),  საფერავ როზეს, წინანდალსა და ნიკოს.

 

2018 წელს კომპანია სან ვაინმა პროდუქციის ხაზს დაამატა კასრის ღვინის წარმოებაც. კასრის საფერავი, კასრის რქაწითელი  და მწვანე.  აღსაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ ეგრეთ წოდებულ „წინანდალს“კასრში  ავარგებენ, რაც იშვიათია ქართულ მეღვინეობაში. კასრში დაყენებული ღვინო მუხის არომატით გამოირჩევა.

„სან ვაინის“ ყველა ღვინოში იგრძნობა ხარისხი,  უნიკალური, გემოვნური და არომატული თვისებები,  თუმცა განსაკუთრებით საამაყო ღვინის სახეობა „ნიკო“ გახლავთ, „ნიკოს“ ისტორია მეღვინე  ზურა მზექალაშვილის წინაპრებს უკავშირდებათ და გვარის მემკვიდრეობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები