LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ გინდათ, თქვენი ცხოვრება შეცვალოთ, ისწავლეთ, როგორ აისრულოთ სურვილები“ – ანზორ ოდიშარია.

13
გზაჯვარედინი

7 სექტემბერს გადაცემაში „გზაჯვარედინი“ თაკო მელიქიშვილმა და ეზოთერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ სექტემბრის და ოქტომბრის თვის ენერგეტიკაზე და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გადაცემის ერთ-ერთი მთავარი თემა სურვილები და მიზნები და მათი სისრულეში მოყვანა იყო.

ანზორ ოდიშარია: ახლა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პერიოდი გვაქვს, რომელიც სავსეა შედეგიანობით. შეიცვალა დედამიწის მაგნიტური ენერგეტიკა, უფრო აქტიური, ძლიერი გახდა. ძალა, რომელიც ციდან მოედინება სწრაფ ცვლილებებს, რეაგირებას ითხოვს. ვართ გარდაქმნების პერიოდში და ყველა ჩვენგანმა უნდა შეიცვალოს ცხოვრების წესი. უნდა დავამტკიცოთ ჩვენი შესაძლებლობები, უნდა ავყვეთ ცივილიზაციის განვითარების ტემპს და ა.შ.  საჭიროა, რომ სექტემბრის და ოქტომბრის თვე სწორად გამოვიყენოთ. ამ პერიოდში განსაკუთრებით გვჭირდება ენერგია, რომლის მეშვეობითაც გავაუმჯობესებთ და გავახალისებთ ჩვენს ცხოვრებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის, რომ წლის განმავლობაში დაწყებული ყველა საქმე უნდა დავასრულოთ, რომ არ დაგვრჩეს ენერგეტიკული ვალები, რომლებიც შემდეგ წელში გადაგვყვება. ტემპი, რომელიც ახლა არის სამყაროში, განსაკუთრებით მისაღებია მიწის ნიშნებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ეს დაძაბული პერიოდი შეცდომების დაშვებისკენ გვიბიძგებს, არ შეიძლება სიჩქარე და წინდაუხედაობა

რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის, რომ წლის ბოლოს ადამიანების ცხოვრებაში უფრო მეტი ნეგატივია?

წლის ბოლოს ნაკლები ენერგიაა სამყაროში, შესაბამისად, რთულდება რაღაცების მიღწევა.

ბევრი ადამიანი წლის დასაწყისში ადგენს გეგმას, რომელიც წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს. რამდენად გამართლებულია ეს მიდგომა?

კი, ასეა და აუსრულებელი სურვილები აუცილებლად უნდა გადავიტანოთ შემდეგ წელში.

იმ შემთხვევაშიც თუ ამ სურვილებმა მნიშვნელობა დაკარგეს?

მიღწეული უნდა იყოს ყველა ის სურვილი, რომელიც ფორმირებულია, დაწერილია, ჩაფიქრებულია. წარსულში აუსრულებელი სურვილები და მიუღწეველი მიზნები ხელს უშლის ახალი სურვილების და მიზნების რეალიზებას. თუ გინდათ თქვენი ცხოვრება შეცვალოთ, ისწავლეთ, როგორ აისრულოთ სურვილები. ყოველ დილით შეადგინეთ მარტივი 10 პუნქტიანი გეგმა და რაც არ უნდა მოხდეს, აუცილებლად შეასრულეთ. სიზარმაცეს და ქაოსს არ დანებდეთ და წესრიგში მოიყვანეთ თქვენი ცხოვრება.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები