LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა დურგლიშვილის სტუმრობა არ დაიდარდოში და ორი ახალი სიმღერის პრემიერა

26
vaja durglishvili

გადაცემის „ღვინო, დუდუკი, ქალები” სტუმარი კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი იყო, გადაცემის ფარგლებში მისი ორი სიმღერის პრემიერა შედგა, გარდა ამისა მან პირდაპირ ეთერში  საკუთარი სიმღერების პოპური“ ცოცხლად შეასრულა.

ბატონო ვაჟა, როდიდან და საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, ეს მუზა თქვენს ცხოვრებაში?

მე 1968 წელს ჩავაბარე საესტრადო სასწავლებელში, თუმცა მანამდეც მქონდა რაღაცეები მოსინჯული, ვწერდი უფრო იტალიურ სიმღერებს. საესტრადო სასწავლებელში საოცარი პედაგოგები მყავდა, ცაბაძე, შოთა მილორავა, კურდიტი შესანიშნავი კომპოზიტორი, მოკლედ ზეიმი იყო იქ მისვლა. შემდეგ მომამაგრეს შოთა მილორავა, უფრო მოგვიანებით „ორერას“ დავუკავშირდი, მათ ორი-სამი ჩემი სიმღერა შეარულეს და მთელს საბჭოთა კავშირში მოეფინა ეს სიმღერები, იმიტომ რომ „ორერა” ძალიან ცნობილი ანსამბლი იყო. ასე ნელ-ნელა შევტოპე მორევში, რომელსაც კომპოზიტორის ცხოვრება ქვია.

თქვენი პირველი ჰიტი რომელი იყო?

ის სიმღერები აქ ჯერ არავინ არ იცის, რადგან თაროზე მიდევს, საესტრადო სასწავლებელში ვმღეროდით, მას შემდეგ კი თაროზეა. თაროზე ბევრი სიმღერა მიდევს, ასე ხდება. მზად მაქვს მიუზიკლი, ვაჟა-ფშაველას „სათაგური”, თუ დაიდგა შესანიშნავი ოპერა იქნება, მაგრამ ვერ ვშოულობ დამფინანსებელს, „ესა მესას“, რომ მღერის „დუეტი ჯორჯია“, სწორედ ამ მიუზიკლიდან არის აღებული, თქმა ერთია, მაგრამ მოსმენა სხვა, არანჟირებებია გასაკეთებელი,  ბევრი ტექნიკური დეტალია მოსაგვარებელი.

დღეს უნდა დავაპრემიეროთ თქვენი  ორი სიმღერა, ნათია კობახიძის და ხვიჩა მაღლაკელიძის შესრულებით, მოგვიყევით ამ სიმღერებზე?

ხვიჩა იდეალური კაცია, მხიარული, სულ გვამხიარულებდა ყველას მუშაობის პროცესში, სიმღერაც მხიარული გამოვიდა, „ბოშური“ ასე ქვია, ნანა ცინცაძის ტექსტია.

მეორე სიმღერას „შეხვედრა წარსულთან” ნათია კობახიძე ასრულეს შესანიშნავი ადამიანი, რომან ზუკაკიშვილის, უნიჭიერესი კაცის ლექსია გამოყენებული, არანჟირება ზაზა გოჩიტაშვილს ეკუთვნის.

დიდი მადლობა მოწვევისთვის, იდეალური განწყობა მაქვს თქვენთან როდესაც ვარ, ყველას მოვიკითხავ აქედან.

მადლობა თქვენ სტუმრობისთვის…

 

ხვიჩა მაღლაკელიძე – ბოშური

 

ნათია კობახიძე – შეხვედრა წართულთან

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ვაჟა დურგლიშვილი. გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები