LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვემზადები რიგით პირველი ალბომის გამოსაცემად – გოჩა ჭაბუკაიძე

18
gocha jabukaidze

გადაცემას „რადიო დუეტი“ მუსიკოსი გოჩა ჭაბუკაიძე სტუმრობდა. იგი ახალი, პატრიოტული თემატიკის სიმღერის პრემიერით წარსდგა მსმენელის წინაშე. „მამული დაგვრჩა ფეხზე სადგომი“ ასეთია ახალი სიმღერის სახელწოდება, რომლის ტექსტის ავტორია ალექსანდრე ლაზი.

თქვენს შემოქმედებაში პატრიოტული თემატიკა ჭარბობს, რა არის ამის მიზეზი?

ჩემს ნამუშევრებში პატრიოტული თემატიკა ჭარბობს ბოლო პერიოდში, მაწუხებს და მტკივა დღევანდელი მდგომარეობა და მინდა ჩემებურად გამოვეხმაურო ამ ყველაფერს სწორედ ეს არის მიზეზი.

პროექტში მონაწილეობის პერიოდში საკმაოდ ბევრი შემოთავაზება გქონდათ კონცერტებიდან თუ ღონისძიებებიდან, ახლა რა სურათია?

ჩვეულებრივი რეჟიმით ვმონაწილეობ როგორც ჩვეულებრივ ასევე საქველმოქმედო კონცერტებში, ხშირად მიწევს პოეზიის საღამოებზე მწერალთა სახლში გამოსვლა, მადლობა ყველას მოწვევის და დაფასებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ამ საქმეში ბრძოლა მოუტანს ადამიანს წარმატებას და ხალხის სიყვარულს რომელიც უმთავრესია.

როგორია უახლოესი გეგმები?

აქტიურად ვწერ სიმღერებს ქართველი პოეტების ლექსებზე, ალბომის მასალა ფაქტობრივად მზად მაქვს და ვემზადები რიგით პირველი ალბომის გამოსაცემად. ვფიქრობ 10 სიმღერა იქნება წარმოდგენილი. ველოდები დაფინანსების წყაროს.

მადლობა სტუმრობისთვის

 

გოჩა ჭაბუკაიძე – მამული დაგვრჩა ფეხზე სადგომი

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გოჩა ჭაბუკაიძე – მეგობარო. Live

 

გოჩა ჭაბუკაიძე. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები