LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენგო ლომთაძე: მაისი ძალიან მნიშვნელოვანი, სიყვარულის, მეორე ნახევრის პოვნის პერიოდია

11
ვენგო-ლომთაძე

10 მაისს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემას “გზაჯვარედინი” ფსიქოლოგი და ნუმეროლოგი, ვენგო ლომთაძე სტუმრობდა. გადაცემის მთავარი თემა სიყვარული და ურთიერთობები გახლდათ.

ვენგო ლომთაძე: მაისი ძალიან მნიშვნელოვანი, სიყვარულის, სასიყვარულო ურთიერთობების, მეორე ნახევრის პოვნის პერიოდია, თუმცა მაისში ქორწინება არ შეიძლება. ამ დროს ჩვენი ენერგია გარდამტეხ ფაზაში გადადის, მოგეხსენებათ, მზის აქტივობასთან ერთად ჩვენი ენერგიაც საერთოდ სხვანაირია. გაზაფხულის ბოლოს ბევრად უფრო მდგრადები და ჩამოყალიბებულები ვართ ჩვენს გადაწყვეტილებაში, თუ როგორი ადამიანი მოგვწონს და როგორ ადამიანს ვეძებთ და რატომღაც ჩვენი ეს იმპულსები უფრო მეტად იფრქვევა და უფრო მეტად ვიზიდავთ პოტენციურ პარტნიორს.

როგორ მოვიზიდოთ სიყვარული, სასურველი მეორე ნახევარი?

ორ მეთოდს გასწავლით. იმისთვის, რომ პარტნიორული ენერგიები, რესურსები დავიბალანსოთ, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მზესთან და მთვარესთან ურთიერთქმედება. მზე მამაკაცური საწყისი გახლავთ, მთვარე – ქალური. როდესაც მოგვწონს მზის სხივები, მზის სინათლე, მათ არ ვემალებით და პირიქით, გვიხარია და გვსიამოვნებს, ეს შემდეგ რამეს აკეთებს ჩვენს ენერგეტიკაში, ზრდის ჩვენს მომხიბვლელობას, გავლენის უნარს, ანუ ადამიანები უფრო მეტად ინტერესდებიან ჩვენით. კარგით, ავიღეთ მომხიბვლელობა და ენერგია, მაგრამ იმისთვის, რომ პარტნიორული ურთიერთობები მოვიზიდოთ, ამისთვის საჭიროა მთვარე. სავსე მთვარეობის დროს აუცილებელია მისი გარკვეული დროით ყურება და სურვილის ჩაფიქრება, რომ ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ჩვენი გულის სწორი.

სამყაროში არის ესე, რომ ჭეშმარიტი პარტნიორები, ისინი, ვინც ხანგრძლივად რჩებიან ჩვენს ცხოვრებაში და რომლებიც მთელი ემოციებით გვიყვარდებიან, კარმული პარტნიორები არიან. კარმული პარტნიორი ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ადამიანთან ამ ცხოვრებამდე, ანუ წინა ცხოვრებაში გვაკავშირებდა რაღაც. როგორც წესი, ასეთი ადამიანების პირველი შეხვედრა არის ემოციური, გაურკვეველი. ასეთი ურთიერთობის გამოცდა აუცილებლად ყველას სჭირდება. უპირველესი შეცდომა არის ის, რომ ადამიანები პირველი წარუმატებელი ურთიერთობის შემდეგ საერთოდ ჩაკეტილები ხდებიან, უჭირთ იგივე ემოციების გაცემა, ნდობა და ა.შ.

კარმული ურთიერთობების გავლისას მამაკაცების მთავარი შეცდომა არის ის, რომ ისინი ცდილობენ, მიიღონ სასურველი და შემდეგ სწრაფად დატოვონ არეალი, გაეცალონ და ყველაფერი თავიდან დაიწყონ. უჭირთ გრძნობებში ინვესტიციის ჩადება.

ადამიანმა უნდა ნახო ის ადამიანი, რომელიც ოცნებების ასრულებაში დაგეხმარება, რადგან ხშირად ერთი პარტნიორი მეორეს სურვილებს ბლოკავს და ხელს არ უწყობს. ეს ხელშეწყობის მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ თემას ნუმეროლოგიაც სწავლობს.

24-ში, 6-ში და 15-ში დაბადებული ადამიანები მეგობრულობით უფრო მეტად გამოირჩევიან, საყრდენები არიან, თუმცა მათთვის ძალიან რთულია საკუთარი თავის დავიწყება და მიშვება. სიყვარული მათთვის ცოტა რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი თემატიკაა, სულ უნდა ტრიალებდეს მათ ცხოვრებაში. ეს ადამიანები ვერ გაექცევიან კარმულ ურთიერთობას. პირველი ურთიერთობა მათთვის აბსოლუტურად გარდამტეხი იქნება, ისინი ან თავად შეცვლიან და გადააკეთებენ პარტნიორს, ან პარტნიორი თავად შეცვლის მათ.

1-ელ, 10, 19, 28 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს არ შეუძლიათ, რომ ურთიერთობაში მეორე იყონ და ამიტომ ხშირად ისინი არიან დომინანტები ურთიერთობაში. მათ თავიანთი სივრცე და ასპარეზი სჭირდებათ.

2, 11, 20, 29 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს სჭირდებათ ზრუნვის ობიექტი. თუ ზრუნვის ობიექტი არსებობს, ისინი ურთიერთობაში თავს კარგად გრძნობენ. მათთვის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია ორმოცდაათი ორმოცდაათზე პრინციპი.

 3, 12, 21, 30 რიცხვში დაბადებული ადამიანები ძალიან მოსიყვარულეები არიან. მათ კარგად შეუძლიათ პარტნიორის გამხიარულება და რთული მდგომარეობიდან გამოყვანა, თუმცა პარტნიორის მდგომარეობა და განწყობაც პირდაპირ გადმოდის მათზე. როგორც წესი, მათ უფრო თავისუფალი ხასიათი აქვთ.

4, 13, 22, 31 ერთიანების მსგავსად ადამიანები დომინანტები არიან. არიან ძალიან საიმედო პარტნიორები, მაგრამ შეიძლება, რომ ცივად მოგვეჩვენონ, რადგან ცოტა სირბილე აკლიათ. სიყვარულს თავისებურად გამოხატავენ.

5, 14, 23 რიცხვში დაბადებული ადამიანებისთვის ურთიერთობა ერთი დიდი მოგზაურობაა. ურთიერთობებით ძალიან ბევრ რამეს სწავლობენ. არიან ძალიან მიმზიდველები და ვნებიანები.

7, 16, 25 დაბადებული ადამიანები ძალიან ვნებიანები არიან, მაგრამ მათი მოხელთება ძალიან რთულია. ისინი მუდმივად ეძებენ განვითარებას. ძალიან რთული სამართავები არიან. მათ ხშირად ხვდებიან ისეთი პარტნიორები, რომლებიც მათზე რთულ კვალს ტოვებენ.

 8, 17, 26 რიცხვში დაბადებული ადამიანები ურთიერთობაში, როგორც წესი, გარანტიებს და სტაბილურობას ეძებენ. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ სერიოზული სახე მიეცეს ურთიერთობას. შეიძლება უჭირდეთ ემოციების გამოხატვა.

9, 18, 27 რიცხვში დაბადებულებისთვის მნიშვნელოვანია სითბო, სიყვარული, იუმორი, პარტნიორთან საუბარი. ყოველდღიური გაცვლა-გამოცვლა. გრძნობების და ემოციების სიტყვიერად გამოხატვა. ხალისიანად და კარგად უნდა გრძნობდნენ თავს ურთიერთობაში.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები