LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვფიქრობთ, დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტის გამართვას” – „ალილოს” შექმნის ისტორია და სამომავლო გეგმები

7
alilo.

ლაშა რამიშვილის საავტორი გადაცემის „ღვინო დუდუკი ქალები” სტუმარი ანსამბლი „ალილო” იყო, მათ „არ დაიდარდოს” მსმენელი არაერთი ცოცხალი შესრულებით გაანებივრეს, ისაუბრეს ანსამბლის შექმნის ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე.

რომელ წელს ჩამოყალიბდა ანსამბლი და ვის მიუძღვის ლომის წვლილი ამ საქმეში?

1999 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, დაახლოებით 100-120 ბავშვი შევიკრიბეთ, 4-5 ბიჭი დავრჩით, ბატონმა გურამმა ამოგვარჩია, შემდეგ შემოვიმატეთ მეგობრები, ახლობლები და დაახლოებით 2-3 თვეში დავიწყეთ რეპეტიციები, ანსამბლს მაშინ ეწოდა ზარები”, გურამ თამაზაშვილს მიუძღვის ნამდვილად ლომის წვლილი ამ  ანსამბლის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. რამდენიმე წელში კომპოზიტორმა მარიკა კვალიაშვიმა შექმნა ულამაზესი სიმღერა „ალილო”, თამაზ სანებლიძის ლექსზე, როდესაც საპატრიარქოში უწმინდესმა მოისმინა ეს სიმღერა, ძალიან მოეწონა და მისი თხოვნითა და ლოცვა კურთხევით ჩვენს ანსამბლს ეწოდა ალილო”. რაღაც პერიოდი დაშლილი ვიყავით, ბატონი გურამი ავადმყოფობდა და სიმღერისთვის არავის ეცალა, გურამის გარეშე ერთად სიმღერა აღარ წარმოგვედგინა, წლების შემდეგ კი ზურა დათიკაშვილის თაოსნობით და მონდომებით კვლავ შევიკრიბეთ და ასე მოვდივართ დღემდე.

„სამების მადლით” ანსამბლი „ალილო” და თამაზ ჩალიძის შესრულებით, ამ სიმღერაზე რომ ვისაუბროთ…

დიდი მადლობა ამ სიმღერისთვის მედიკო კარტოზიას, 2005-2006 წელს შეიქმნა ეს სიმღერა, მერაბ მამულაშვილთან ჩაიწერა საპარტიარქოს სტუდიაში.

თქვენი მრავალრიცხოვანი გასტროლებიდან რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი?

ბოლო გასვლა გვქონდა ბელორუსიაში, ფესტივალ სლავიანსკი ბაზარზე”, შარშან მრავალჟამიერით გავხსენით, კარგი გამოხმაურება მოყვა, ჩვენამდე არ მომხდარა რომ ქართველებს, ხალხური სიმღერით გაეხსნათ, წელს კი სოლო კონცერტიც  ჩავატარეთ და კიდევ ველოდებით შემოთავაზებებს.

რუსთაველის თეატრში გამართული სოლო კონცერტის შესახებ მოგვიყევით?

საკმაოდ კარგად ჩაიარა კონცერტმა, ჩვენთან არის პატარა თაობა, ზურა დათიკაშვილმა შექმნა ვაჟთა ფოლკლოლური ანსამბლი ალილო”, მათ რამდენიმე კონცერტი ჰქონდათ კონსერვატორიაში შემდეგ კი ბოლო კონცერტი რუსთაველის თეატრში ერთობლივად გავმართეთ. ამ ეტაპზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რამდენიმე სიმღერა ჩაწერილია და მასტერინგია გასაკეთებელი, ვფიქრობთ დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტის გამართვას.

ლაღიძის ძალიან ლამაზი სიმღერა „ჰიმნი ქუთაისს”, რომელსაც გამრეკელი მღეროდა თქვენს რეპერტუარში საპატიო ადგილს იკავებს …

ეს სიმღერა ჩაიწერა 2006 წელს, ბატონმა გურამმა რომ მომისმინა მითხრა, რომ შენ უნდა ჩაწერო ეს სიმღერა მამი და ცეცხლი დაანთოო. მაია დათუნაშვილს მიუძღვის დიდი წვლილი ამ ნაწარმოების შექმნაში, არანჟირება თემურ მაისაშვილს ეკუთვნის, ტექსტის ავტორი კი იცით პეტრე გრუზინსკია, მუსიკა ლაღიძეს ეკუთვნის. ჩვენს პირველ ალბომზე მუშაობისას ჩაიწერა ეს სიმღერა, ამ სიმღერის ჩაწერის დროს როგორც მაშინ, ასევე ახლა ძალიან ვინერვიულე, რადგან დიდი პასუხისმგებლობაა, ცოტა თავხედობა” გამომივიდა შეიძლება ითქვას, მაგრამ იმდენად ვარ ლაღიძეზე შეყვარებული გავბედე.

 მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებას გისურვებთ…

 

ანს. ალილო და დათო ჩალიძე – ჰიმნი ქუთაისს

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ანს. ალილო – მუსიკა კონოფილმიდან “ხარება და გოგია”. Live

 

ანს. ალილო – ქვეყანა ჩალად არა ღირს. Live

 

ანს. ალილო – პირველი სიყვარული. Live

 

ანს. ალილო. გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები