LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 „მე ყველა შეყვარებულ ადამიანს ვუძღვნი ამ სიმღერას“ – თემურ თათარაშვილი

4
temut tatarashvili

„რადიო დუეტს“ ყველა თაობის საყვარელი მომღერალი თემურ თათარაშვილი და უნიჭიერესი კომპოზიტორ-შემსრულებელი ცირა ბზიშვილი სტუმრობდნენ. გადაცემის ფარგლებში მათი კიდევ ერთი ერთობლივი ნამუშევრის რადიოპრემიერა შედგა.

2018 წელს „ოქროს ტალღის“ მუსიკალურ დაჯილდოების ცერემონიალზე, თემურ თათარაშვილი წლის მომღერალი მამაკაცის ნომინაციის გამარჯვებული გახდა, წარდგენილი იყო ცირა ბზიშვილის სიმღერით  „გული ადამიანობს“. თემურ, რამდენად ელოდით ამ ჯილდოს?

თემურ თათარაშვილი:

კარგი მომღერალი რომ ვარ, ეს ძალიან კარგად ვიცი, მე მქონდა მოლოდინი, რომ წლის სიმღერა გახდებოდა „გული ადამიანობს“, ხალხმა იმდენად შეიყვარა და აიტაცა, სხვანაირი სიმღერაა, ისეთი დღეს რომ აღარ იწერება. ყველა ჩემი კონცერტი მაგ სიმღერით მთავრდება. 2018 წელი იყო ძალიან წარმატებული, ცირასთან ერთად შევქმენი სამი სიმღერა, მესამე სიმღერას რატომღაც არ აჩენს, ჩაგრავს.

ცირა ბზიშვილი:

გარდა იმისა, რომ თემური ძალიან ნიჭიერი მომღერალია, ასევე ძალიან ნიჭიერი ადამიანია და აქვს ალღო და იცის, თუ რა უნდა მას და აქედან რა გამოვა. მცირე მონაკვეთის მოსმენის შემდეგ მითხრა, რომ მოსწონს ეს სიმღერა და უნდა რომ შეასრულოს,  რაღაც სიტყვა შეუცვალე მხოლოდ და ძალიან სწრაფად გაკეთდა.

თემურ თათარაშვილი:

გიორგი წიკლაური დაგვეხმარა ძალიან, ბექ ვოკალი ჩაგვიწერა, დიდი მადლობა მას. სულ მალე სიურპრიზს შემოგთავაზებთ გიორგისთან ერთად.

როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა, თანამშრომლობა, მეგობრობა?

მე მოვისმინე ცირას  სიმღერა გიორგის შესრულებით, „რაცა ვარ, ისა ვარ”, გავგიჟდი სიმღერაზე ისე მომეწონა. შემდეგ შევხვდით მეგობრის დაბადების დღეზე, მივედი რა თქმა უნდა და გამოვხატე სიმპატიები, ვუთხარი რომ სიამოვნებით ვიმღერებდი მის  სიმღერას. მეგობრები გაბრაზებულები არიან, რაც შენ გაგაცანით მხოლოდ შენ გიწერს სიმღრებსო, თავის დროზე ასე მყავდა ლილიკო ნემსაძე დაბლოკილი, ახლა ცირა დავბლოკე.

ცირას მეორე სიმღერა  „ერთადერთი“ ცირამ მეუღლეს მიუძღვენა, რომელსაც თემური ასრულებს, საინტერესოა  როდის დაიწერა ეს სიმღერა  და თემურ შენ ვის უძღვნი ამ სიმღერას როდესაც მღერი?

ცირა:

მე ჩემი პირადი ემოციები ჩავდე ამ სიმღერაში, საჯაროდ არც მითქვამს, თემურმა უფრო აღნიშნა ეს საკითხი, რადგან ზურას დაბადების დღეზე გამოაქვეყნა. ეს სიმღერა დავწერე 15 წლის წინ, მაგრამ იმდენი რამე შევცვალე ფაქტობრივად არაფერი დამრჩა საწყისი სიმღერიდან.

თემური:

მე ყველა შეყვარებულ ადამიანს ვუძღვნი ამ სიმღერას. ძალიან მალე კლიპის გადაღებას ვგეგმავთ. ორი ბრილიანტი ვიპოვე შემიძლია ვთქვა, ცირა და მისი მეუღლე ზურა. აქვე ყველას მინდა ვუთხრა და გავახარო, რომ ძალიან მალე ცირას ახალი სტუდია ექნება.

რამდენად აქვს შანსი ამ სიმღერას გახდეს წლის სიმღერა „ოქროს ტალღაზე“?

წლის და საუკუნის სიმღერაა ის, რომელსაც ხალხი შეიყვარებს. სიმბოლური დატვირთვა აქვს მსგავს რაღაცეებს. დროს მივანდოთ, არ ვიცი რა იქნება.

თემურ სოლოკონცერტს ხომ არ გეგმავ?

გრანდიოზულს არაფერს ვგეგმავ ჯერ, ვარსკვლავის გახსნის შემდეგ ცოტა ხანი ალბათ უხერხულიცაა, 55 წლის იუბილეზე 3 წლის შემდეგ გავმართავ გრანდიოზულ სოლოკონცერტს.

მადლობა სტუმრობისთვის…

 

თემურ თათარაშილი – ერთადერთი

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

თემურ თათარაშვილი & ცირა ბზიშვილი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები