LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა დოიჯაშვილი: ”მგონია, რომ სანამ ცოცხალი ვარ, რამეს მოვახერხებ”

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ზურა დოიჯაშვილი და ეკა თევზაძე ესტუმრნენ.


ქალბატონო ეკა, პასიურობთ…

სულ ცოტა ხნის წინ ვიყავი ლაშა რამიშვილთან სტუმრად, ლაშასა და პატარა ტასოს სიმღერის პრემიერა შედგა. ადვილი არ არის ხშირად ახალი სიმღერის ჩაწერა… სიმღერას თავად ვწერ,
ლექსებს არა.


სულ რამდენი ჩანაწერი გაქვთ?

სოლო ჩანაწერი არ მაქვს, მხოლოდ დუეტები მაქვს, მხოლოდ ამის უფლებას ვაძლევ თავს. მომღერალი არ ვარ, ვწერ სიმღერებს, განათლებაც მუსიკალური მაქვს. მაქვს ორი ალბომი, სადაც
ჩემი გამორჩეული სიმღერებია შესული, სიმართლე გითხრათ არ დამითვლია სულ რამდენი სიმღერა მაქვს…


რომელი სიმღერაა თქვენი სავიზიტო ბარათი?

სიმღერა, რომლითაც გამიცნო მსმენელმა ”სად არ ვიყავ, სად არა”, რომელსაც გოგი დოლიძე მღეროდა. მაშინ ვიყავი 21 წლის. შემდეგ დათო არჩვაძემ გააკეთა ამ სიმღერის ქავერი, სხვანაირად
გააჟღერა…


როგორ შეაფასებთ ზურას საქმიანობას?

ის გამორჩეულია, ინდივიდუალური ხელწერა, ხმა ტემბრი, ხასიათი აქვს. ძალიან კომფორტულია მასთან მუშაობა, იცის რა უნდა.


ზურა, როგორ ხართ, რა მუსიკალური სიახლეები გაქვთ?

მადლობა ღმერთს, მეგობრებს, ყველაფერი რიგზეა. მადლობა რომ მომიწვიეთ, რაც შეეხება ჩემს შემოქმედებას, მინდა შევკრიბო ჩემი ძველი ჯგუფი, გავაკეთო პროგრამა. პირველი გამოსვლა გვქონდა კიდეც. მაქვს ჩემი სიმღერები, რომლებიც არავის მოუსმენია. მიყვარს ბლუზი… თუმცა ახალ პროგრამაში იქნება პოპი, როკი. სხვათაშორის დისკზე ალბომი არ მაქვს, ”კასეტებზე” გავჩერდი. მასალა მაქვს, თავის მობმა უნდა, მგონია, რომ სანამ ცოცხალი ვარ რამეს მოვახერხებ.


რომელია თქვენი ბოლო სოლო ჩანაწერი?

მოსკოვში როდესაც ვიყავი, მაშინ დავწერე ნანა ცინცაძის ლექსზე. ”არ დაიდარდოს” ეთერში შედგა მისი პრემიერა, კლიპიც გადავიღეთ. რაც შეეხება ეკას, მისი სიმღერები ყოველთვის
მომწონდა.


რომელი სიმღერაა თქვენი სავიზიტო ბარათი?

რა თქმა უნდა მელიქიშვილის გამზირი. ეს იყო 1986 წელს, ზურა მანაგაძის სიმღერაა.


რომელ მომღერალს უსმენს ზურა დოიჯაშვილი?

ბიბი კინგი, სხვათაშორის თბილისში იყო ის ჩამოსული. ჩვენ დავიბადეთ 1970-იან წლებში, 9 წლის ასაკში ფირფიტების კოლექცია მქონდა. ჩვენთვის ყველაზე დიდი საჩუქარი სწორედ
ფირფიტა იყო… ან რომელიმე მუსიკოსის პლაკატი. 60-70-იანი წლები მუსიკაში ყველაზე პროგრესული იყო, დღესაც სიამოვნებით ვუსმენ ხოლმე ლაივ ჩანაწერებს.


როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ზურა: – სოლო კონცერტის ჩატარება მინდა. 30 წელია სცენაზე ვარ და მინდა ამ განვლილი პერიოდის ანალიზი გავაკეთო.

ეკა: – თაროზე მაქვს გრანდიოზული პროექტი შემოდებული. თუმცა. თუ არ გაკეთდა ისე, როგორც არის ჩაფიქრებული, ისე აზრი არ აქვს… ეს არის მუსიკალური ბალადა ანბანზე. ბავშვებს
ვასწავლი სიმღერებს, ”ბასტი ბუბუ”-ში და ხელოვნების გიმნაზიაში.


რას გვეტყვით ახალ სიმღერაზე?

ეკა: – ახალციხეში გვქონდა გასტროლი, ამ კონცერტის წინ მოვასმენინე ზურას, ტელეფონით. ჯერ დაიწერა მელოდია და ამის შემდეგ ბადრი სულაძეს ვთხოვე ტექსტის დაწერა. შევთავაზე
ზურას რომ დუეტი გვემღერა. არანჟირება ზურა მახნიაშვილმა გაგვიკეთა, მასთან ჩაიწერა სტუდიაში, სხვათაშორის, ორი ხმა არ მოუხდა და ვმღერით უნისონში. დასამახსოვრებელი
მელოდიაა.

ზურა: – ასე მგონია, პირველად ერთად გუშინ ვიმღერეთ და არა 14 წლის წინ. მინდა, რომ შეიყვაროს მსმენელმა. ”თითქოს წვიმამ გადაიღო” – ასე ჰქვია ახალ სიმღერას.

ეკა თევზაძე & ზურა დოიჯაშვილი – თითქოს წვიმამ გადაიღო

AudioEKA TEVZADZEZURA DOIJASHVILI – TITQOS CVIMAM GADAIGO

გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audiodamzdoija

ზურა დოიჯაშვილი – მენატრება თბილისი. Live


ვიდეო კოლაჟი