LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზვიადმა ახალი ბგერა და ახალი სირთულეები შემოიტანა, ჩვენს უწინდელ და ახლანდელ ნამღერს შორის რადიკალური განსხვავებაა”

25
afxazetis kapela

ღვინო, დუდუკი, ქალების” სტუმარი მუსიკოსი ზვიად ბოლქვაძე და „აფხაზეთის კაპელა” იყვნენ, გადაცემის ფარგლებში რამდენიმე ცოცხალ შესრულებასთან ერთად, სიმღერის „ამოდუღდი” პრემიერა შედგა.

მოგესალმებით, ზვიად, როგორ ხართ, ვიცი რომ რეორგანიზაცია გქონდათ და საკმაოდ ძლიერი სტაფი შეიკრა…

კარგად ვართ, სამუშაო რეჟიმში, ყოველი დღე ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა, რადგან მოგვეცა შანსი ცხოვრებისა და არსებობისა. ახალი ძალები შემოგვემატა, საზოგადოება მალე ნახავს და გაიცნობს ახალ ნაკადს, საინტერესო ახალი თაობაა, ცნობადი სახეებიც და კარგი მომღერლები, რომლებიც საგუნდო ჟანრით არიან დაინტერესებული და ეს ძალიან სასიახარულოა, ზოგადად ეს ჟანრი თუ გამოცოცხლდება ქართულ მუსიკალურ სივრცეში ბევრად კარგი შედეგები დაიდება.

მთელი კაპელით გვეწვიეთ დღეს, რაც ძალიან სასიხარულოა, წარგვიდგინეთ ეს ხალხი…

სიამოვნებით, გუნდის აფხაზეთის კაპელის” დირექტორი და სოლისტი ნინო კოვზიაშვილი, კონცერტმაისტერი, ქორმაისტერი ირინა სიმონიანი, სოლისტი რატი მაღრაძე და ჩვენი ახალი წევრი კაცი ორკესტრი და კაცი დასარტყამი ინსტრუმენტი, გუგა ჭყონია. ძალიან მინდა, რომ საგუნდო მუსიკაში პირის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა დაინერგოს (ბითბოქსი). ჩარი-რამა გავაკეთეთ ჩვენებური ინტერპრეტაციით, ქართული მუსიკის საღამო” პროექტია ასეთი, რომელიც ციცინათელას, სულიკოს, ჩარი-რამას და მსგავს სიმღერებს აერთიანებს. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ საოცარი ჟანრი, ხმებისგან შემდგარი ორკესტრი უფრო აქტუალური გავხადოთ, უფრო სმენადი გახდეს, მივდივართ ისეთ რისკებზე როგორიც არის ტელევიზიებში, რადიოებში სტუმრობა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა შესაფერისი საუნდი, აკუსტიკა არ იყოს, მაგრამ ჩვენ მაინც გსტუმრობთ და ვაკეთებთ ყველაფერს რომ ეს ჟანრი, მრავალხმიანობა, აქტუალური გავხადოთ, ის როგორებიც ვართ ჩვენ უფრო მეტად გამოვლინდეს. ყველაზე ძველი, ცოცხალი და ურთულესი ჟანრია, რომელსაც თანადგომა და განვითარება სჭირდება.

ნინო კოვზიაშვილი:

მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ რთული იყო ჩვენთვისაც და ზვიადისთვისაც, ვინაიდან მანამდე არაჩვეულებრივი დირიჟორი გურამ ყურაშვილი გვყავდა და ფაქტობრივად ბატონ ზვიადს გუნდის თავიდან აწყობა მოუწია.

ზვიად ბოლქვაძე:

ჩვენი ურთიერთობა ლოგიკური იყო, რადგან ბატონი გურამი მიდიოდა თანამედროვეობისკენ, მათი რეპერტუარი გამოირჩევა თანამედროვე საგუნდო მუსიკით და სწორედ ამით იყვნენ ცნობილები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა და სხვა კონკურსებზე თუ ფესტივალებზე, ძალიან ბევრი ჯილდო აქვთ, სამწუხაროდ ეს ყველაფერი არ ჟღერდება და არ იცის ქართულმა მოსახლეობამ.

 

ზვიად ბოლქვაძე და “აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა” – ჩარირამა. Live

მე მახსოვს რატის სიტყვები „ზვიადი მოვიდა კაპელაში, ახლებურად დავიწყეთ მუშაობა და ამ კაცმა თქვა ცოტა ხანი მაცალეთო”, მაინტერესებს ეს ცოტა ხანი გავიდა თუ არა და შედეგს თუ მიაღწიეთ?

რატი მაღრაძე:

უკვე ახალი ეტაპი დაიწყო გუნდისთვის და სირთულეების გარკვეული ეტაპი გადალახულია. წინ კიდევ ბევრია, მაგრამ ჩვენ ზვიადისთან ერთად ნებისმიერი სიახლე გვსიამოვნებს.

ირინა სიმონიანი:

გუშინ საღამოს მოვისმინე ჩვენი სამი წლის წინანდელი ნამღერი, პირველად როდესაც მოვიდა ზვიადი ჩვენთან და აღმოვაჩინე რომ აბსოლუტურად სხვაა, მაშინ ტემბრალური სხვაობა იყო ხმებში, ახლა მას შემდეგ რაც ზვიადმა  ახალი ბგერა და  ახალი სირთულეები შემოიტანა, ჩვენს უწინდელ და ახლანდელ ნამღერს შორის რადიკალური განსხვავებაა, ძალიან დიდი შრომაა ჩადებული ამ ყველაფერში ზვიადის მხრიდან და მიხარია, რომ ახალ ეტაპზე ვდგავარ.

თქვენი სიმღერა „ამოდუღდი”, ამ სიმღერის შექმნის ისტორია რომ მოგვიყვეთ…

ზვიად ბოლქვაძე:

მთელი ცხოვრება ვეძებდი იმ ემოციის შესატყვის სიტყვებს, რაც საბოლოოდ გალაქტიონის სიტყვებში ამოდუღდი სიმღერა, ამოღვარდით გრძნობებო” ვიპოვე. ერთი ჩვეულებრივი დღე იყო და როგორც კი მივაგენი ამ სიტყვებს, დავინახე ლექსი, ეს სიმღერა 3-4 წუთის მანძილზე დაიწერა, შემდეგ დავურეკე ჩემს მეგობარს სტუდიაში, მოვდივარ მეთქი და იმ დღესვე ჩაიწერა. ეს არის ნაგროვები ემოციების ამოხეთქილი ნაკადი,  იმ პერიოდში ლოგიკურად დაემთხვა გალაქტიონის პოეზია და ჩემი განწყობა ერთმანეთს. ძალიან დიდი მადლობა ბუმბერაზ გენიოსს გალაქტიონს, ეს არის ჩვენი ყოველდღიურობის, რეალობის აღქმა, განცდა და გადმოტანა, იმ ნაგროვები ემოციის, ტკივილების, გრძნობების რომელიც გვაქვს ადამიანებს სხვადასხვა ფორმით, ყველას თავისი ცხოვრება და პრობლემები აქვს და ეს არის საკუთარ თავთან და პრობლემებთან გამკლავების ერთ-ერთი გამოხატულება. შენ არ ნებდები გინდა რომ დაამარცხო და ამარცხებ შენს რეალურ პრობლემებს,  ეს დევს ამ სიმღერაში. ამოდუღდი” არის ჩელოსთვის, გიტარისთვის და ხმისთვის, ჩელისტი გიორგი ჯორჯაძე გახლავთ, არაჩვეულებრივი მუსიკოსი, რომელიც დღეს უკვე ამერიკაში მოღვაწეობს და ძალიან მიხარია, რომ ჩვენი მუსიკალური ტანდემი შედგა.

დიდი მადლობა სტუმრობისთვის…

 

ზვიად ბოლქვაძე – ამოდუღდი, სიმღერავ!

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ზვიად ბოლქვაძე და “აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა” – ნოსტალგია. Live

 

ზვიად ბოლქვაძე და “აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა” – თეთრი ქარები. Live

 

ზვიად ბოლქვაძე და “აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა”. გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები