ღვინის ეტიკეტი
byკატო

„ღვინის ეტიკეტი“ შინაარსიდან გამომდინარე, როგორც სოციალური ასევე შემეცნებითი და კომერციული პროექტია.
გადაცემა მოიცავს სხვადასხვა ღვინის მწარმოებელი კომპანიების შესახებ ინფორმაციის მოძიებას ( ფოტო/ვიდეო მასალა, შექმნის ისტორია, სამომავლო გეგმები, ჯილდოები და ა.შ. ), მათ დამუშავებას და საუკეთესო კუთხით წარმოჩენას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კომპანიის ცნობადობის და არსებულ თუ პოტენციურ მომხმარებელში ლოიალურობის გაზრდას.
იმისათვის რომ მსმენელისა და მკითხველისთვის გადაცემა უფრო მიმზიდველი გავხადოთ – თითოეული კომპანია ჩვენ გუნდთან ერთად ღვინოზე და ღვინის ეტიკეტზე მოამზადებს რჩევებს. ღვინის კონკრეტულ ჯიშებზე თუ მოხმარების წესზე, რასთან არის მიზანშეწონილი მისი მირთმევა და ა.შ.
გადაცემა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ღვინის კულტურის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, რადგან ღვინო, ვაზი, საქართველოს სავიზიტო ბარათია და თავის მხრივ რადიო „არ დაიდარდო“ როგორც ეროვნული პროექტი, წლებია ხელს უწყობს ქართული პროდუქტის პოპულარიზაციას, ეს გახლავთ ერთერთი მიზეზი რამაც მრავალფეროვანი გემოვნების და ინტერესების მქონე მსმენელი მიაჯაჭვა რადიო მიმღებს, ახალი რუბრიკა ”ღვინის ეტიკეტი” და „არ დაიდარდო“ შესაბამისად საინტერესო და ლოგიკურ დუეტს ქმნის.
გასული გადაცემები
ემოციად ქცეული ღვინო
WINE TIES
„ისეთ ჩინებულ ღვინოს სვამენ, როგორსაც არსად არავინ“
ღვინო და დუღილის პროცესი
ის რაც ზაფხულში უნდა ვიცოდეთ
საზაფხულო
„შენთვის უფრო დიდხანს უნდა მეკოცნა“ - WINE NESS
ღვინო რომელიც თქვენს მაგივრად ამბობს
"ბაბილინადან" ენკენამდე
გურულების სოჯახო მარანი
განსაკუთრებული საჩუქარი - ღვინო
ნიამორი
საინტრესო ციტატები ღვინოზე
ღვინოში არის ჭეშმარიტება
ზაფხულის ჰიტი
რჩევები