აჩი ფურცელაძე

აჩი ფურცელაძე – დაბადა 1979 წლის 5 დეკემბერს საქართველოში.

1996 – 2001 წლებში სწავლობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე

1987 – 1993 წლებში  – კონსერვატორიაში ვიოლინოს განხრით

1992  წელს პირველად დადგა ფეხი ფილარმონიის დიდ საკონცერტო სცენაზე.

1994  წელს კი სოლო კონცერტით დაუბრუნდა  თბილისის საკონცერტო დარბაზს და საქართველოს მუსიკის ფესტივალის პრიზიც დაიმსახურა.

1994-1997 წლებში ასევე რადიო წამყვანობა სცადა და კარგადაც გამოუვიდა  – საბავშვო გადაცემა აბლაბუდა მიჰყავდა რადიო საქართველოს ეთერში.

1998 – 2005  წლებში მისი როგორც რადიო წამყვანის კარიერა წინ წავიდა და აღმოჩნდა ყველაზე რეიტინგული რადიოს ეთერში და “ფორტუნას” წამყვანი გახდა  ამას მოყვა საავტორო გადაცემებიც და ამ დროს ჩაიწერა ის სიმღერები,  რამაც უდიდესი პოპულარობა მოუტანა,

2002 – 2003 წელს ასევე მიყავდა სხვადასხვა სატელევიზიო შოუები.

2006 წელს გადადის რუსეთში კერძოდ კი მოსკოვში საცხოვრებლად და 6 წლის განმავლობაში უამრავი კონცერტითა და ტურნეთი განაგრძობს მოღვაწეობას.

2012 წელს გამოჩნდა მუსიკალურ პროექტში „ვოისი” ( რუსეთი ), რამაც ხალხის უდიდესი სიყვარული და პოპულარობა მოუტანა.

2012  წელს ისევ უბრუნდება ძველ და საყვარელ პროფესიას –  საღამოს შოუს „დილა მშვიდობისა, ამერიკა!” წამყვანად გვევლინება რადიო კომედი კლუბზე.

სოლო კარიერას განარძობს  და  კონცერტების შეუცვლელი წამყვანი ხდება, ასევე სხვადასხვა ფესტივალებზე და მუიკალურ კონკურსებზე ჟიურის წევრად გვევლინება.

2015 წელს მონაწილეობა მიიღო შოუში „მთავარი სცენა „ორი ტური გადალახა.

2011 წლიდან დღემდე –  სხვადასხვა კლუბებისა და რესტორნების სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში განაგრძობს კარიერას.

2018 წელი  მუსიკალური კუთხით აქტიური აღმოჩნდა აჩისთვის – ჩაწერა დუეტი მომღერა არჩილ  ცანკაშვილთან  ცნობილ სიმღერაზე „ტრიალებს“ რომლის ახლებურმა ვერსიამაც ქართველი მსმენელი აღაფრთოვანა.

ასევე მისი და ქეთა თოფურიას დუეტი, რომელიც 2000–იან წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა „ახლა რომ არ მოგეფერო, „სალომე გოგიაშვილთან ერთად შეასრულა და ისევ დაიმსახურა მოწონება.

ჯილდოები და პრემიები:

1994წელს  – საქართველოს მუსიკის ფესტივალის გრანპრი.

1995 წელს- საქართველოს ახალგაზრდული მუსიკალური ფესტივალის „საქსოფონის” „საუკეთესო ჯილდო”

2001 – 2002 წლებში, ორი წლის განმავლობაში ჯილდო „წლის საუკეთესო რადიო პრეზენტატორი”

2001 – 2002 – საქართველოს პრეზიდენტის ე.შევარდნაძის სახელობის სტიპენდია

2000 წელს „წლის სიმღერა” – ქეთი თოფურიასთან (ამჟამად ჯგუფი A- სტუდიის სოლისტი)

2002 წლიდან – გახლავთ  აკადემიის „ფაზისი“ წევრი ლელა წურწუმიასთან  (მომღერალი) და დუტა სხირტლაძესთან ერთად (მსახიობი) (ფოთი, საქართველო)

2001 – 2004 – სამი წლის განმავლობაში ფესტივალზე „მეგა“ „საქართველოს წლის საუკეთესო შემსრულებელი” გახლდათ.