ცისფერი ტრიო

ცისფერი ტრიო –  1972 წელს  პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა და თავიდან საქართველოს ტელევიზიისა და სახელმწიფო ფილარმონიის სახელით გამოდიოდა. ტრიო კონფოლანის (საფრანგეთი) და ვენის (ავსტრია) საგაზაფხულო საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატია. მათ გასტროლები მსოფლიოს 58 ქვეყანაში ჰქონდათ და ხშირად მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ საქართველოს კულტურის დღეებში.

1985-1995 წლებში ტრიო გასტროლებს აწყობდა ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართულ ნაციონალურ ბალეტთან ერთად.

1981 წელს ტრიოს წევრებს – თამაზ სეფერთელაძეს, დავით აბესაძესა და მალხაზ თავართქილაძეს საქართველოს დამსახურებული არტისტების წოდება, 1984 წელს კი სახალხო არტისტის წოდება მიენიჭათ. ტრიოს წევრები ღირსების ორდენის კავალრებიც არიან.( 2002 წელი )

ლეგენდარულ ტრიოს 2009 წელს ფილარმოონის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს – ვარსკვლავის გახსნამდე კი განახლებულ ფილარმონიაში „ცისფერი ტრიო” ერთგული მსმენელის წინაშე 15-წლიანი პაუზის შემდეგ წარდგა. საიუბილეო კონცერტის ორგანიზატორი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და დედაქალაქის მერია იყვნენ. საიუბილეო კონცერტის რეჟისურაზე დავით დოიაშვილმა იზრუნა, ხოლო ტრიოს სიმღერებს ახლებური ჟღერადობა ნიკა მემანიშვილმა და ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა შესძინა.

2015  წელს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” მიერ ჩატარებულ წლის სიმღერის დაჯილდოვებაზე „ოქროს ტალღა “ ლეგენდარულ ცისფერ ტრიოს საპატიო ჯილდო გადაეცა – „მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის”.

 

რეკლამა: 0:05