დათო კიკაბიძე

დათო კიკაბიძე – დაიბადა 1976 წლის 16 აგვისტოს. მომღერალი / ანსამბლ „ ქართული ხმები“-ს პირველი ხმა.

დაამთავრა ივანე ჯავიხიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – გეოგრაფია გეოლოგიის ფაკულტეტი.

მუსიკასთან შეხება ბავშვოვიდან ჰქონდა,( დედა თამუნა კიკაბიძე მუსიკის პედაგოგია ) თუმცა, სიმღერა არც უცდია, მხოლოდ კარგი მსმენელი იყო ისეთი კორიფეების, როგორიც გოგი დოლიძე და მერაბ სეფაშვილია, მათ ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ მომღერლები და დათოს მუსიკალურ გემოვნებასაც სწორედ აქ ეყრება საფუძველი.

პირველად ვაჟთა ვოკალურ ანსამბლში მიიყვანეს 11-12 წლის ასაკში, პედაგოგ ნათელა ჯიღაურთან, მაგრამ ხმა არ  ამოიღო და ანსამბლიდან გამოუშვეს .

შემდეგ იყო „მართვე“ ლოტბარ ანზორ ერქომაიშვილთან, სადაც ბანებში მოხვდა მოსამზადებელ კურსზე, როდესაც მისი უფროს ჯგუფში გადაყვანა გადაწყვიტეს იქაც გადაწყვიტა გამოცდაზე გაჩუმებულიყო, არ ემღერა და ვერც ანსამბლში მოხვდა.

ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, რომელიმე სპორტით დაკავებულიყო და რამოდენიმე წელი მკლავჭიდელი გახლდათ, მრავალი წარმატება ხვდა წილად, დღემდე შეხვდებით მის ოთახში სხვადასხვა სპორტულ ატრიბუტს მუსიკალური კოლექციების გვერდით. აღსანიშნავია, რომ მისის კოლექცია ფაქტობრივად ქართული სიმღერის ოქროს ფონდია, რომელსაც მთელი ცხვორებაა აგროვებს.

1996 წელს  ხვდება ერთ-ერთ სუფრაზე მეგობართან, სადაც გაიცნობს მომღერალ დათო არჩვაძეს, სუფრამ ქუჩაში გადაინაცვალა და მრავალჟამიერის დროს დათო კიკაბიძემ ისეთი ხმა ამოუშვა,  დღემდე რომ ყველას აღფრთოვანების მიზეზია. იმ დროისთვის უფროსი ქართული ხმების წევრი რობერტ გოგოლაშვილი კრებდა ანსამბლს „უნივერსიტეტი“, სადაც დათომ არჩვაძემ დავით კიკაბიძე მიიყვანა და მას შემდეგ განაგრძობს მოღვაწეობას.

საფირმო შესრულებააო ასე ამბობენ მის ნამღერზე – „გაზაფხულდა აყვავილდა ნუში“.

მრავალი ადამიანის გული დაპყრო და სოლო სიმღერებიც მრავლად აქვს დუეტებთან ერთად.

განსაკუთრებით პოპულარულია – „ცის იქით კიდევ ცას არის“, „მუხამბაზი“„სიმღერა დედაზე“ და 2017 წელს ჩაწერილი „შენ ჩემო დიდო იმედო“.

განაგრძობს მოღვაწეობას ქართულ ხმებთან, უამრავი ჯილდო აქვს მიღებული და გახლავთ ღირსების ორდენის კავალერი.

ჰყავს ქალიშვილი ანა კიკაბიძე.