დათო ნეფარიძე

დათო ნეფარიძე – დაიბადა 1971 წლის 28 აპრილს თბილისში.

დაამთავრა ხელოვნების აკადემია და მუსკალური სასწავლებელი საორკესტრო კლარნეტის განხრით.

1979 წელს 8 წლის ასაკიდან მღერის და ოჯახური ტრიო ჰქონდათ, სწორედ ბავშვობიდან იწყება მისი თბილისისა და ქალაქური სიმღერის სიყვარული.

1998 წელს ჩაწერა პირველი სიმღერა, რომელიც ცნობილ კომპიზიტორსა მომღერალს, ოთარ რამიშვილის ეკუთვნოდა -„ ბულბულის სტვენა“, დათოს დამახასიათებელმა და გამორჩეულმა ხმის ტემბრმა მიიქცია მსმენელის ყურადღება, შემდეგ იყო სიმღერა „ჰარალე“ და „თუთის ხესთან“.

2000 წელს გამოვიდა მისი სინგლი „დაკეტილ კართან“.

2012 წელს სინგლი „ფიქრი“.

2017 -2018 წელი მისთვის აქტიური იყო. ჩაწერა  5 სიმღერა და რადიო სივრცეში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

მუშაობს ახალ ალბომზე და როგორც ამბობს, მისგან ბევრ სიახლეს უნდა ველოდოთ.