დათუნა მგელაძე

დათუნა მგელაძე – დაიბადა 1986 წლის 16 ივლისს, თბილისში.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი – სამსახიობო ფაკულტეტი.

პირველი ნაბიჯები „არტოს ბაღში“ მდებარ ხალხური სიმღერის ანსამბლში გადადგა.

ასევე მღეროდა სკოლის ანსამბლში „არგო“.

მალევე ჩამოაყალიბეს ჯგუფი „ვივო“ გიორგი სუხიტაშილთან , მიშო შარაშენიძესთან და გოგა მესხთან ერთად.

2009 წელს ფართო აუდიტორიამ პროექტით „ჯეოსტარი“ გაიცნო.

პირველი სტუდიური სიმღერა ლილიკო ნემსაძემ დაუწერა – „ მე შენ მიყვარხარ“,

დათუნას მიმზიდველმა გარეგნობამ და სასიამოვნო ხმის ტემბრმა, მრავალი მანდილოსანის გული დაიპყრო და გულშემატკივრების რიცხვიც დღითიდღე მატულობდა, განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ივანა მელაისთან და ნოდიკო ტატიშვილთან ერთად სიმღერამ ვიდეორგოლთან ერთად – „მამა ია ლუბილ გრუზინა“.

2010 მონაწილეობა მიიღო პროექტში „10+10“ სომეხი ეროვნების მეწყვილესთან ერთად .

2013 წლიდან 2017 წლამდე მოღვაწეობდა რუსეთში .

უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მისი სიმღერა „შემოდგომის ფოთლები“ და „ისევ შენ“ , ორივე სიმღერაზე გადაღებული აქვს ვიდეორგოლი.

მუშაობს ახალ ალბომზე და  ფლობს საკუთარ ბიზნესს.