ეკა კვალიაშვილი

ეკა კვალიაშვილი –  ცნობილი მომღერლის, მარო თარხნიშვილის ოჯახში დაიბადა, ცნობილი კომპიზიტორი მარიკა კვალიაშვილი მას დეიდად ეკუთვნის.

ეკას შესრულების მანერა და ხმის ტემბრი დასამახსოვრებელი და გამორჩეულია.

უმაღლესი განათლება პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მიიღო, პარალელურად ის პირველ მუსიკალურ სასწავლებელში ფორტეპიანოს განხრით სწავლობდა. სწავლას ეკა გპი-ის საესტრადო ორკესტრში სიმღერას უთავსებდა. ერთ-ერთი კონცერტისას იგი კომპოზიტორმა გივი გაჩეჩილაძემ შეამჩნია და მას საავტორო სიმღერაზე „აღარ გელოდები“ არანჟირება გაუკეთა. სწორედ ამ სიმღერით მიიწვიეს იგი ტელევიზიაში საახალწლო (1981წ) კონცერტზე ჩასაწერად. დებიუტის შემდეგ, ეკა საქართველოს ტელევიზიის საესტრადო ორკესტრის სოლისტი გახდა.

დღესდღეობით, ეკა კვალიშვილი ასრულებს ფოლკლორს, ჯაზს, სოულს, პოპს და რომანსებს. გარდა ამისა, იგი ბევრი სიმღერის ავტორია. ეკას გამართული აქვს უამრავი სოლო-კონცერტი (მათ შორის საქველმოქმედო), მისი დისკოგრაფია კი ოთხ ალბომს მოიცავს და რამდნეიმე ვიდეორგოლს.

1987 წელს მომღერალი იურმალის შესარჩევი კონკურსის რესპუბლიკურ შერჩევაზე პირველი ადგილის მფლობელი გახდა. იგი „ბათუმის ტრუბადურების“ ლაურეატი და სატელევიზიო კონკურსის „გალას“ ნომინანტია.

მისი ტიტულებია – „საუკეთესო ვოკალი – 2000“; „გაზაფხულის ფეიერვერკი – 2001“ – საუკეთესო ვოკალი; „უკანასკნელი ათწლეულის საუკეთსო შემსრულებელი“. მომღერალი აგრეთვე შოუ-სპექტაკლის „იმპერია“, იდეის ავტორი და შემსრულებელია. შოუ „იმპერია“ 1917-1945წწ. ისტორიულ თემას მიეძღვნა და თბილისის სპორტის სასახლეში 2003 წელს გაიმართა.

ეკა გასტროლებით იმყოფებოდა მოსკოვში, კიევში, საბერძნეთში, ფინეთი ,საფრანგეთში და სხვა მრავალ ქვეყანაში.

რეკლამა: 0:05