ეკა მამალაძე

ეკა მამალაძე – დაიბადა 1960 წელს ქალაქ თბილისში. 

ეკა მამალაძე სწვალობდა საქართველოს სახელმწიფო კონსერვატორიაში, მომღერლეობაზე არასდროს უოცნებია, თუმცა, პროფესიონალური მუსიკალური განათლება  ოჯახში აუცილებლობას წარმოდგენდა (ის  ცნობილი მომღერლის ნანი ბრეგვაძის ქალიშვილია ).

1966 წელს პირველად, ექვსი წლის ასაკში, ცნობილი კომპოზიტორის მარიკა კვალიაშვილის საახალწლო სიმღერით გამოჩნდა  ტელევიზიაში, რომელიც პირადად მისთვის შექმნეს.

დიდ სცენაზე გამოვიდა 1980–იანი წლებიდან. გამოდის  როგორც სოლო, ასევე საანსამბლო შესრულებით.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელია მისი დუეტები ქართული ხმების წევრ ლეგენდარულ მომღერალ გოგი დოლიძესთან ერთად, ასევე გამორჩეულია ნანი ბრეგვაძესთან ერთად ნამღერი უამრავი ცნობილი მელოდია – „მინდვრად დაგიჭერ პეპელას“, „ერთხელ ამამღერე“, „გოგოვ,გოგოვ შავთვალა“, „მეფის ქალი“ და სხვა მრავალი.

თითოეული მათგანი დღემდე ჰიტია, ახასიათებს გამორჩეული შესრულების მანერა.

დღემდე აქტიურად გამოდის კონცერტებზე და მონაწილეობს გასტროლებში ნანი ბრეგვაძესთან ერთად.

1998 – ღირსების ორდენის კავალერი

2000 – საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

 

რეკლამა: 0:05