ფორტე

ანსამბლი „ფორტე”

ანსამბლის წევრები:

ზურა მანჯავიძე

ნინო ახობაძე

მანანა მაისურაძე

ირინა კახნიაშვილი

ნუცა ჯანელიძე

ანსამბლი 1991 წელ შეიქმნა თბილისში. თავიდან „ თაიგულის“ სახელით დაიწყეს მოღვაწეობა. პირველი გამოჩენა ფართო აუდიტორიის წინაშე კომპოზიტორ გოგი ცაბაძის საღამოზე შედგა, რომელიც ტურნეში გადაიზარდა და კახა ცაბაძის წყალობით მოიარეს საქართველოს ყველა ქალაქი.

პირველი სიმღერაც კახა ცაბაძის გალხდათ „ალიონზე გამიღიმა თბილისმა“ და ანსამბლის სავიზიტო ბარათია დღემდე.

1996 წლიდან 1999 წლამდე  რუსეთში მოღვაწეობდნენ.

2000 წელს დაბრუნდნენ საქართველოში და სოლო კონცერტი ჩაატარეს ორკესტრთან ერთად. ამას მოყვა ცნობილი სიმღერა და ვიდეორგოლი „პოპური ქართული მულტფილმებიდან“.

2002 წელს გამოვიდა მომდვენო ჰიტი „თბილისის მზეს“.

შემდგომ დაიწყო „არტ იმედის“ პროექტი 2005 წლამდე, ამ პერიოდში ჩაიწერა დუეტი დათო გომართელთან „აგენტი 0013“.

2005 წელს ფესტივალზე „ქართული სული“ დასამახსოვრებელი კონცერტით წარსდგა მსმენელის წინაშე.

ხშირად მოგზაურებენ ტურნეს ფარგლებში რეგიონებში. გამოვიდნენ ავსტრიის, ესპანეთის, შვეიცარიის, ყაზახეთის, რუსეთის და უკრაინის დიდ სცენებზე.

მიიღეს საპატიო სიგელი: „ეამაყება თბილისს“ საქართველოსა და მისი დედაქალაქის პოპულარიზაციის მიმართულებით გაწეული სამსახურისთვის, საინტერესო პროექტებისა და იდეებისთვის.

2001 წელს ფესტივალზე „წლის სიმღერა“  გადაცეათ პრიზი სიმღერისთვის „პოპური“

2002 წელს ფესტივალზე „წლის სიმღერა“ –  გადაეცათ პრიზი სიმღერისთვის „თბილისის მზეს“

2003 წელს ფესტივალზე „აზიის ხმა“ (უზბეკეთში) დაჯილდოვდა პრიზით – ხალხის სიმპათია.

ანსამბლი ფორტე გახლავთ „ოქროს დისკის“ მფლობელი.

ჯგუფი დღემდე აქტიურად განაგრძობს მოღვაწეობას და ამარაგებს მსმენელს ახალი ჰიტებით.

რეკლამა: 0:05