შესახებ
ჯგუფი „ფრანი“ – ჩამოყალიბდა 2005 წლის 25 დეკემბერს.თავდაპირველი შემადგენლობა ასეთი იყო: შოთა ზაქარაია, გაგა ჩიხლაძე და დიტო საკანდელიძე. ამ შემადგენლობით ჯგუფი თავისი მიმდინარეობის პიონერები იყვნენ საქართველოში. მხოლოდ აკუსტიკური გიტარა და პერკუსია. ჯგუფის მიმდინარეობაა ფრანული…მოგვიანებით „ფრანი“ დიტო საკანდელიძემ დატოვა. ის კაკი ჯაფარიძემ ჩაანაცვლა. დიტოს წასვლის შემდეგ მუსიკალური სტილი უმნიშვნელოდ შეიცვალა, მაგრამ ფრანი დარჩა ფრანად.ჯგუფის ამჟამინდელი შემადგენლობა:გაგა ჩიხლაძე – ვოკალი (მუსიკოსი,მსახიობი)შოთა ზაქარაია – გიტარა, ვოკალი (მუსიკოსი,მსახიობი)კაკი ჯაფარიძე – დასარტყამი ინსტრუმენტებიპაკო გუკასოვი – ბასგიტარა„ფრანს“ ჩატარებული აქვს 50 სოლო კონცერტი. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ფესტივალებში: არტგენი, მზიური, ანაბეჭდი ზღვაზე.2011 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სპეციალური მუსიკალური ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. დისკში, რომელსაც „ნუ დაარღვევ საავტორო უფლებას!“ ეწოდება, შედის მთელი რიგი ქართველი შემსრულებლების სიმღერები, მათთან ერთად — ფრანისაც.მსმენელს გამორჩეულად უყვარს მათი – „მარტი მოვიდა”, „რა გულიანად” და „დედამიწის ფერია”.ჯგუფი აქტიურად განაგრძობს მოღვაწეობას და 2019 წელს ბევრ სიახლეს პირდება თაყვანისმცემელს.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები