გია დავითიანი

გია დავითიანი – დაიბადა 1959 წელს 9 მაისს თბილისში

კვარტეტ  ალილოს“ წევრი – პროფესიით ვეტერინარია.

ასევე დაამთავრა მუსიკალური ტექნიკუმი – ვოკალისტ ინტრუმენტალისტის ფაკულტეტი.

თავად რომ ჰკითხოთ, მისი ხმა, როგორც სოლო მომღერლის, არც ისე კარგია, თუმცა ვერავინ დაეთანხმება, ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია „ლეგენდა სიყვარულზე“,  „ახალ მთვარეს თუ გიყვარდი“, „კესანები“ და მრავალი სხვა.

1978 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდში „აისთან“ ერთად  ოლიმპიადის გახსნაზე გამოვიდა.

საოცრად  ფლობს საქსაფონს – 1996 წელს უდიდესმა ქართველმა მუსიკოსმა და დირიჟორმა, ჯასუღ კახიძემ მიიწვია კონცერტზე, რომელსაც თავად დირიჟორობდა და სადაც მიშელ ლეგრანი მღეროდა, გია დავითიანმა კი საქსაფონის პარტია შეასრულა.

45 წლის ასაკში,  ერთ-ერთ მეგობრულ შეკრებაზე,  შეხვდა მომღერალ ლაშა  ღლონტს, რომელმაც უთხრა, რომ  გურამ თამაზაშვილი (უფროსი ქართული ხმები ) ანსამბლს კრებდა და შესთავაზა მათთან მისულიყო. გია დავითიანისთვის ეს მოულოდნელი იყო,  ყოველთვის  უსმენდა  ქართულ ხმებს  და მათი მოგზაურობის შესახებ გადაღებული ყველა  დოკუმენტური ფილმი ჰქონდა ნანახი, შესაბამისად  გურამთან შეხვედრა მისთვის დიდ პასუხისმგებლობასთან იყო დაკავშირებული. როდესაც რეპეტიციაზე მივიდა თამაზაშვილი პარტერში იჯდა, ლიტერატურის მუზეუმში არსებულ დარბაზში,  გიაც  იქვე პარტერიდან პირდაპირ ანსამბლში აღმოჩნდა. კარგად ნამღერ ყველა სიმღერაში გურამი ას ხინკალს გვიხდიდაო,  იხსნებეს გია დავითიანი.

პირველი სიმღერა იყო „ახალ მთვარეს თუ გიყვარდი“, რასაც მოყვა პოპულარობა და ყველასათვის ნაცნობი და ახლობელი გახდა მისი ხმა.

ლექსებს წერს, წიგნიც კი აქვს გამოშვებული .

მისი ერთერთი პოპულარული ჰიტი „მონატრება“ გარდაცვლილ მეუღლეს ნანას ეძღვნება,  რომელიც ასევე მუსიკოსი გახლდათ და ხშირად უწევდა აკომპანიმენტს.

2017 წელს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” მიერ გამართულ წლის სიმღერის დაჯილდოებაზე „ოქროს ტალღა“ გია დავითიანი ინტერნეტრჩეული გახდა სიმღერისთვის „ლეგენდა სიყვარულზე“.

2018 წელს ჩაწერა ახალი ჰიტი „ბლუზი“ .

და ბოლოს მისთვის პირველ ადგილზე  „ალილოა“, შემდეგ კი სოლო კარიერა.