შესახებ
გია ყანჩელი – დაიბადა 1935 წლის 10 აგვისტოს თბილისში. ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.
განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
დღემდე ნაყოფიერად თანამშრომლობს რუსთაველის თეატრთან. მის კალამს ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა („კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“).
ამჟამად გია ყანჩელი ცხოვრობს ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, მაგრამ კავშირი საქართველოსთან და რუსთაველის თეატრთან არ გაუწყვიტავს.
გია ყანჩელის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება:
ოპერა „და არს მუსიკა“ (1983წ.), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); „სევდა ნათელი“ – ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის: „ხანუმა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის: „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვა. გია ყანჩელი დღესაც ეწევა აქტიურ შემოქმედებით მუშაობას.
არაჩვეულებრივი გამოფენა
1967 წელს ელდარ შენგელაია “არაჩვეულებრივი გამოფენის” გადასაღებად ემზადებოდა. მუსიკას იგი თავის პირველივე ფილმებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა, პირველივე ფილმებში გამოცდილ კომპოზიტორებთან ერთად მუშაობდა, მაგრამ მაინც არ იყო კმაყოფილი – როგორც მოგვიანებით განაცხადა, მას სჭირდებოდა კომპოზიტორი, “დრამატურგიული, მონტაჟური აზროვნებით”… “არაჩვეულებრივ გამოფენაზე” მუშაობა თითქმის დაწყებული იყო, როცა ელდარ შენგელაიამ თავისი თაობის ხელოვანის, გია ყანჩელის, პირველი სიმფონია მოისმინა და მაშინვე გადაწყვიტა, რომ გია ყანჩელის მუსიკა “კინემატოგრაფიულია”.
შერეკილები
1974 წელს ელდარ შენგელაიამ გადაიღო ფილმი “შერეკილები”, რომლის მუსიკაც ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული. აი რას იხსენებს მომღერალი ნანი ბრეგვაძე ფილმის მუსიკის შესახებ: გია ყანჩელის მუსიკას კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებს. კომპოზიტორი თითქმის არასდროს იყენებს ფოლკლორს. ამ თვალსაზრისით, ელდარ შენგელაიას გარკვეული პრობლემა შეექმნა “შერეკილებზე” მუშაობისას. მთელი ეს ფილმი ხომ ფოლკლორული მოტივებისგან უნდა აწყობილიყო. ბოლოს გადაწყდა, ფილმის მუსიკა გია ყანჩელთან ერთად ჯანსუღ კახიძეს დაეწერა – ექსპერიმენტმა გაამართლა. მუსიკალური სიჭრელე ძალიან მოუხდა ამ ფილმ-ზღაპარს, მაყურებლის ხსოვნაში კი დარჩა გია ყანჩელის ვალსი, რომელიც, მართლაც რომ, ფრენის განწყობილებას უქმნიდა მაყურებელს. ვალსი მთელი ამ მხიარული და, ამავე დროს, ძალიან სევდიანი ზღაპრის კამერტონია. გია ყანჩელის მუსიკალური მოტივი არ არის “ფოლკლორული თემა”, მაგრამ თითქოს მიისწრაფვის ფოლკლორისკენ, ე.ი. ბუნებისკენ, რომელიც ფინალში, ერთაოზის სიმღერაშია ჩაქსოვილი (“ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა”). მუსიკალური დრამატურგიის ასეთი განვითარება, ერთი მხრივ, “შერეკილების” იდეას გამოხატავს, – ადამიანს შეუძლია გადალახოს ყოფის შეზღუდულობა, მონობის მარწუხები, – მეორე მხრივ კი, გია ყანჩელის შემოქმედების თავისებურებას – კათარზისს, რომელიც განუწყვეტლივ იქმნება კომპოზიტორის საუკეთესო ნაწარმოებებში, მათ შორის – კინომუსიკაში.
ფილმოგრაფია
1964 — ზღვის შვილები
1965 — ოქრო (ანიმაციური ფილმი)
1967 — სევდიანი რომანი (ანიმაციური ფილმი)
1968 — არაჩვეულებრივი გამოფენა
1968 — ქერათმიანი ქალიშვილი (მოკლემეტრაჟიანი)
1968 — არ იდარდო
1970 — კონკურენცია (ანიმაციური ფილმი)
1970 — ფეოლა (მოკლემეტრაჟიანი)
1970 — ქვევრი (მოკლემეტრაჟიანი)
1971 — მეზობლები (ნოდარ გაბუნიასთან ერთად)
1972 — როცა აყვავდა ნუში
1972 — თეთრი ქვები(მოკლემეტრაჟიანი)
1972 — გლადიატორი (მოკლემეტრაჟიანი)
1972 — ბებერი მეზურნეები
1973 — რეკორდი
1973 — ციმბირელი პაპა
1974 — შერეკილები (ჯანსუღ კახიძესთან ერთად)
1974 — კაპიტნები
1974 — ღამის ვიზიტი (რევაზ ლაღიძესთან ერთად)
1974 — ჯადოსნური კვერცხი (ანიმაციური ფილმი)
1975 — სადა ხარ ჩემო სავანა? (ანიმაციური ფილმი)
1975 — კავკასიელი ტყვე
1975 — კავკასიური რომანსი
1977 — სამანიშვილის დედინაცვალი (ჯანსუღ კახიძესთან ერთად)
1977 — მიმინო
1977 — კინოთეატრი
1978 — რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე
1978 — ხანუმა (ფილმი-სპექტაკლი)
1978 — კავკასიური ამბავი
1979 — დიუმა კავკასიაში
1979 — წინაპართა მიწა
1979 — კარიერზე
1980 — ველოდები და ვიმედოვნებ
1980 — მშობლიურო ჩემო მიწავ
1982 — ცრემლები ცვიოდა
1983 — ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი
1984 — დღეს ღამე უთენებია
1986 — ქინ-ძა-ძა!
1987 — მეფე ლირი
1988 — ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი
1990 — ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი
1990 — პასპორტი
2004 — ნაციონალური ბომბა
2009 — ბედნიერება
2010 — ფელიჩიტა
2010 — მთების შემდეგ
2012 — კუ! ქინ-ძა-ძა (ანიმაციური ფილმი)
2017 — მძევლები
გადაღებული ფილმებში
2001 — გია ყანჩელი (დოკუმენტური ფილმი)
2011 — გია ყანჩელი. ცხოვრება ბგერებში (დოკუმენტური ფილმი)
2012 — მიმინო – საიდუმლო საბჭოთა ფილმი (დოკუმენტური ფილმი)
2012 — გიორგი დანელია(დოკუმენტური ფილმი)
რჩეული ნამუშევრები
ადრეული ნამუშევრები
კონცერტი ორკესტრისთვის (1961)
ლარგო და ალეგრო (1963)
სიმფონია ნ. 1 (1967)
ორკესტრული
სიმფონია ნ. 2 “სიმღერები” (1970)
სიმფონია ნ. 3 (1973)
სიმფონია ნ. 4 “მიქელანგელოს ხსოვნას” (1974)
სიმფონია ნ. 5 “ჩემი მშობლების ხსოვნას” (1977)
სიმფონია ნ. 6 (1978–1980)
სიმფონია ნ. 7 “ეპილოგი” (1986)
ქარის ნაგლოვი (Vom Winde beweint), (1989)
საღამოს ლოცვები (Abendgebete) (1991)
Abii ne viderem (“I turned away so as not to see”)(1992–1994)
სხვა ნაბიჯი… (Noch Einen Schritt…) (1992)
ფრთების გარეშე (1993)
Magnum Ignotum (1994)
Trauerfarbenes Land (1994)
მუსიკა ლუიჯი ნინოს გლოვისათვის (1994)
…à la Duduki (1995)
Simi, “Joyless Thoughts”,(1995)
…à la Duduki (1995)
V & V (1995)
ბოსტონის ვალსი (1996)
დიპლიპიტო (1997)
ბავშვობის დაბრუნება (Besuch In Der Kindheit) (1998)
სიო (1998)
როკვა (1999)
გამოსამშვიდობებლად ოხვრით მიდის… (1999)
მცირე დანელიადა (2000)
…al Niente (2000)
Ergo (2000)
არ იდარდო (2001)
თითის ანაბეჭდები (2002)
Lonesome — 2 great Slava from 2 GKs (2002)
ომის ზონა (2002)
ბინდი (2004)
Ex Contrario (2006)
კაპოტე (2006)
ჩუმი ლოცვა (2007)
Broken Chant (2007)
ილორი (2010)
კამერული
დილის ლოცვა კამერული ორკესტრისთვის (1990)
შუადღის ლოცვა სოპრანოს, კლარნეტის და კამერული ორკესტრისთვის (1990)
ღამის ლოცვა სიმებიანი კვარტეტისთვის (1992–1995)
ქარის მერე სოპრანოს და ვიოლასთვის (1994)
Magnum Ignotum (1994)
ბოსტონის ვალსი პიანინოს და სიმებისთვის (1996)
ტანგოს ნაცვლად ვიოლინოსთვის (1996)
In L’Istesso Tempo(1997)
სიო (1998)
Chiaroscuro(2011)
საგუნდო და ოპერა
მუსიკა სიცოცხლისთვის, ოპერა ორ მოქმედებად (1982–1984)
Bright Sorrow რექვიემი (1984)
საღამოს ლოცვა, (1991)
23-ე ფსალმუნი, (1993)
Lament,(1994)
დიპლიპიტო ჩელოსათვის (1997)
გამოსამშვიდობებლად ოხვრით მიდის… ვიოლინოსთვის და ორკესტრისთვის (1999)
Styx, (1999)
Little Imber, (2003)
ამაო ომი, (2005)
თეატრალური ნამუშევრები
რუსთაველის თეატრი[2]
ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი
დარისპანის გასაჭირი
კავკასიური ცარცის წრე
ნადირობის სეზონი
შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ
ხანუმა
გრიბოედოვის რუსული თეატრი
ხანუმა
სამეფო უბნის თეატრი
აქ, ამ სავანეში
რჩეული ალბომები
ქარის მერე (1997)
Lament (1999)
დიპლიპიტო (2004)
Little Imber (2008)
Themes from the Songbook (2008)
ჯილდოები
1995 – ღირსების ორდენი
1988 – საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი
1987 – პრიზი “ნიკა”, კინომუსიკისათვის
1981 – საქართველოს სახელმწიფო პრემია
1981 – საკავშირო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი
1981 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
1977 – საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია
2008 – ვოლფის პრემია ხელოვნებაში
საქართველოს სახალხო არტისტი
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები