გიორგი დათიაშვილი

გიორგი დათიაშვილი – დაიბადა 1989 წლის 14 აგვისტოს, ქალაქ თბილისში.

დაამთავრა ბალტიის საერთაშორისო აკადემია – საერთაშორისო მენეჯმენტის ფაკულტეტი.

სკოლის პერიოდიდან მღერის, 10 წლის ასაკში კი რობერტ ბარძმაშვილთან სტუდია „ლახტში“ აღმოჩნდა, შემდგომ იყო ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი „ახალი ორერა“, სადაც უდიდესი გამოცდილება მიიღო, ამავდროულად 14 წლის ასაკში დაიწყო ხმის რეჟისორის პროფესიის შესწავლა სტუდია „ორფეი“-ში, სადაც მალევე აიყვანეს სამსახურში და ამ პროფესიით განაგრძო მოღვაწეობა.

15 წლისამ ჩაწერა პირველი სიმღერა და გადაიღო ვიდეორგოლი „მინდა იყო ჩემი მზე“, სიმღერა გაჟღერებისთანავე შეიყვარა მსემენლმა და დაიპყრო ჰიტპარადები.

პაუზა არასდროს არ ჰქონია, მუდმივად ამარაგებს თაყვანისმცემელს ახალი სიმღერებით. გარდა სიმღერისა, გიორგი ავტორ-შემსრულებელია, წერს მუსიკას და მრავალი მათგანი იქცა ჰიტად.

გადაღებული აქვს 6 ვიდეორგოლი.

ჩაწერილი აქვს ოცდაათამდე სიმღერა და 2 ალბომი.

2011 წლიდან მუშაობს რადიო ჰოლდინგ ფორტუნაში” ხმის რეჟისორად.

აქტიურად გამოდის სხვადასხვა შოუებში და გალა კონცერტებზე, ხშირად მოგზაურობს მუსიკალური ტურნეს ფარგლებში.