გოგი დოლიძე

გოგი დოლიძე – დაიბადა 1954 წლის 5 სექტემბერს, ქალაქ თბილისში. გარდაიცვალა 1996 წლის 8 მარტს.

ქართველი მომღერალი. საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (მიენიჭა სიკვდილის შემდეგ, 1998 წელს.)

1961–1971 წლებში სწავლობდა თბილისის 24-ე საშუალო სკოლაში, პარალელურად სამუსიკო სასწავლებელში. 1976 წელს დაამთავრა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური ენის სპეციალობით.

მუშაობდა კინოსტუდია ქართულ ფილმში მეთოდისტად.

1979 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე – საქართველოს ტელევიზიის ხალხური შემოქმედების რედაქციაში რედაქტორად, უფროს რედაქტორად, 1989 წლიდან –ამავე რედაქცისს განყოფილების გამგედ.

1979-1996 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელერადიო კორპორაციის ხალხური შემოქმედების რედაქციაში. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა 1980-1990 წლებში, როგორც შესანიშნავმა სოლისტმა და პარტნიორმა. 1976-1983 წლებში მღეროდა ფოლკლორულ ანსამბლ „ფაზისში“, 1986 წლიდან კი ანსამბლ „ქართულ ხმებში“. ამ ანსამბლთან ერთად გასტროლებით შემოიარა მრავალი ქვეყანა. გოგი დოლიძე ძირითადად მაინც საესტრადო სიმღერების შემსრულებელია. ამ ჟანრით გატაცება ხალხური სიმღერების მისეულ შესრულებაშიც აისახა და განსაკუთრებული ელფერი შესძინა.

გარდაიცვალა 1996 წლის 8 მარტს. გარდაცვალების შემდეგ, 1999 წელს გოგი დოლიძე მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველ მომღერალ მამაკაცად დაასახელეს. თბილისში, 24-ე სკოლის წინ, სადაც ის სწავლობდა, დაიდგა მისი ბიუსტი.

„საქართველოს ბულბული – დამსახურებული სტატუსი, რომელშც ვერასდროს ვერავინ შეეცილება, მიუხედავად იმისა, რომ მისის გარდაცვალებიდან დიდი დრო გავიდა, გოგი დღემდე რჩება  განუმეორებელ და საყვარელ მომღერლად ყველა ქართველის გულში.

2012 წლის 19 ოქტომბერს ბრავო რექორდსის მიერ გამოიცა გოგი დოლიძის უნიკალური ალბომი „იყო არა იყო რა…”

„ბრავო რექორდსმა” გოგის ვაჟის, ლევან დოლიძის და ამ პროექტის ავტორის – ქეთი ლოლაძის თანადგომით, შეძლო ეს უნიკალური ცალკე ტრეკზე ჩაწერილი სიმღერები – გოგი დოლიძის ვოკალი მუსიკის გარეშე, მოეპოვებინა. პროექტის ხელმძღვანელად უნიჭიერესი მუსიკოსი და დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე შეირჩა, რომელმაც მსმენელს მრავალფეროვანი ინსტრუმენტალური აკომპანიმენტით გოგი დოლიძის სიმღერების არანჟირების სრულიად ახალი, თანამედროვე ვერსიები შესთავაზა. რამდენიმე თვის განმავლობაში „ბრავო რექორდსის” გუნდი ზვიად ბოლქვაძესთან ერთად დოლიძის ამ უნიკალურ პროექტზე თავდაუზოგავად მუშაობდა. ალბომში შესული 11 ჰიტი:

  1. ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო 2. იყო არა იყო რა 3. ხმალი ავლესოთ 4. ძველებური თბილისური 5. გავა დრო და მოვუყვებით შვილებს 6. თბილისი 7. გულო 8. ქართველების ერთად ყოფნა 9. აყვავილდა ნუში 10. ომში წასულო ვაჟკაცო 11. ალგეთს ლეკვები მგლისანი