შესახებ
ირმა სოხაძე – დაიბადა 1956 წლის 28 ნოემბერს, ქალაქ თბილისში.დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო და თეორიული ფაკულტეტები.4 წლის უკვე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბიგ-ბენდის, ხოლო 8 წლის საქართველოს სახელმწიფო ორკესტრ „რეროს” სოლისტი იყო.სწორედ „რეროში”იმღერა ცნობილი „ნარინჯისფერი სიმღერა”. 1980 წლიდან 2004 წლამდე საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე იყო მრავალი გადაცემის ავტორი, წამყვანი თუ პროდიუსერი.1990-იან წლებში ჩატარებული მრავალი ტელემარათონის ავტორი და წამყვანი.მომღერლის გამორჩეული ჰიტებია : „ შეგირიგდები “, „შენ არავსი გავხარ”, „როცა მიყურებ” და „ვიყავით ერთად”.ეწევა აქტიურ სასცენო მოღვაწეობას, არის მრავალი სატელევიზიო, საესტრადო თუ ჯაზური საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი, მრავალი საესტრადო საბავშვო სიმღერის, ლექსების, საბავშვო მიუზიკლებისა და ერთი მონოოპერის ავტორი.არის ევრაზიის ტელეაკადემიის წევრი და საქართველოს დამსახურებული არტისტი.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები