Geo Planet

ჯგუფი „Geo Planet”  – შეიქმნა 2009 წელს, ქალაქ ბათუმში. ის დააარსა პროდიუსერმა, კომპოზიტორმა და არანჟირებების ავტორმა ედიშერ ლომაძემ.

ჯგუფის პირველი წევრები იყვნენ:

ვოკალი – ნიკო ბერიძე, გიორგი ბერიძე, თეო ჩიტიშვილი

ბას გიტარა და ვიოლინო – ირაკლი ჯანაშია

სინთეზატორი – იასონ ხომერიკი

დასარტყმელი ინსტრუმენტი – პაატა ორაგველიძე

სოლო გიტარა – ედიშერ ლომაძე

2010 წელს ქვეყნის მასშტაბით გამართულ, ბათუმზე შექმნილ სიმღერების კონკურსში, სიმღერით „ბათუმო“ ჯგუფი გახდა კონკურსის ლაურეატი. კომპოზიტორი – ედიშერ ლომაძე. ტექსტის ავტორი – ფრიდონ ხალვაში.

2011 წელს ჯგუფში მოვიდნენ ახალი ვოკალისტები, მიშო სულუხია და მარი ბურჭულაძე.

2011 წლის 22 დეკემბერს ჯგუფმა გამართა საქველმოქმედო კონცერტი ქ. ბათუმის დრამატულ თეატრში, ევროპაში ცნობილ პროდიუსერთან და მომღერალთან, ბრენდონ სტოუნთან ერთად.

2013 წელს ქ.ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჯგუფი გაემგზავრა საგასტროლოდ გერმანიაში. ჯგუფმა გამართა სამი სოლო კონცერტი, პოსტდამში, ბილეფელდსა და ბერლინში.

2013 წლის ზაფხულში ჯგუფმა გამართა რიგით მეორე საქველმოქმედო კონცერტი,

ბათუმის ხელოვნების ცენტრში, ევროპაში ცნობილ პროდიუსერთან და მომღერალთან-

ბრენდონ სტოუნთან ერთად,. მხარდამჭერები: ქ.ბათუმის მერია და საკრებულო, აჭარის

უმაღლესი საბჭო, აჭარის კულტურის სამინისტრო და ბრანდერბურგ-საქართველოს

საზოგადოება.

2013 წელს ჯგუფში მოვიდა ახალი ვოკალისტი, კონკურსის „საქართველოს ვარსკვლავი“ გამარჯვებული ლუკა ზაქარიაძე. აღსანიშნავია, რომ ლუკა ზაქარიაძესთან ერთად ჩაიწერა გია ყანჩელის ცნობილი სიმღერის „ჰერიო ბიჭებოს“ რიმეიქი. რამაც ავტორის მოწონება დაიმსახურა.

2015 წელს ჯგუფი მუშაობდა რიგით მეორე ალბომზე, როდესაც ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროდიუსერმა და კომპოზიტორმა ედიშერ ლომაძემ შექმნა დუეტი „დია“. დუეტი „დიას“ შემადგენლობაში იყვნენ: მარიტა გორდელაძე და ნანუკა გიორგობიანი. შემდგომში ნანუკა გიორგობიანი გახდა ჯგუფი “GEOPLANET” -ის წამყვანი ვოკალისტი.

2017 წლის დეკემბერში „Geo Planet”-ის ვოკალისტმა ნანუკა გიორგობიანმა მონაწილეობა მიიღო ევროვიზიის შესარჩევი ტურნირის ფინალში, სიმღერით „Letthe sunshine in”, კომპოზიტორი -ედიშერ ლომაძე, ტექსტის ავტორი – ბიბი კვაჭაძე.

2017 წლიდან ჯგუფის შემადგენლობა შემდეგია:

ვოკალი – ნანუკა გიორგობიანი

ვიოლინო – ირაკლი ჯანაშია

სინთეზატორი – იასონ ხომერიკი

დასარტყმელი ინსტრუმენტი – ლევან სოლომკო

ბას გიტარა – კირაკოზ მაზმანიანი

სოლო გიტარა – ედიშერ ლომაძე

ჯგუფის ხელმძღვანელი, პროდიუსერი და კომპოზიტორი ედიშერ ლომაძე.

დისკოგრაფია:

2011 წელს ჯგუფმა გამოუშვა პირველი ალბომი. სტილი – „ჰარდ როკი და ეთნო ფოლკი“

2015 წელს ჯგუფმა გამოუშვა რიგით მეორე ალბომი.სტილი – „ეთნო ფოლკი და ჰევი მეტალი“

2017 წელს ჯგუფმა გამოუშვა Live ალბომი. სადაც შევიდა ექვსი მსოფლიო ჰიტი (ექსკლუზიური არანჟირებით) და ოთხი საავტორო სიმღერა. სტილი – „ჯაზ როკი, ეთნო ფოლკი და ფიუჟენი“.