მგზავრები

ჯგუფი „მგზავრები” – ჯგუფის წევრები – გიგი დედალამაზიშვილი (კომპოზიტორი,გიტრა,ვოკალი)დათო გოგელია (ბას გიტარა, ჰარმონიკა, ვოკალი), ბესო ამირანაშვილი (ვოკალი, ფანდური, ჰარმონიკა), გუგა კუბლაშვილი (ვოკალი), ლაშა დოხნაძე( პერკუსია ვოკალი), დათო უგრეხელიძე (ვოკალი, კლავიშები) მიშა მეგრელიშვილი .

მგზავრები 2006 წელს დაარსდა გიგი დაამელაზიშვილის მიერ , თავდაპირველად ჯგუფი სამი წევრისგან შედგებოდა. ამ წლების განმავლობაში ჯგუფი 15 წევრამდე გაიზარდა.

ჯგუფმა გამოუშვა თავისი პირველი ალბომი „მე მოვიგონე“ , მათი კონცერტებით ანშლაგით დაიწყო და ანშლაგებითვე გრძელდება დღემდე, ჯგუფმა ასიათასობით გულშემატკივარის გულის მოგება მოახერხა და ტურნეს დაგეგმისთანავე ბილეთები სალაროებიდან ქრება. ჯგუფი 2006 წელს, ალბომის გამოშვებისთანავე, საქართველოში და საზღვრებს გარეთ მრავალი კონკურსის გამარჯვებული გახდა.

„მგზავრები” ცნობილია მათი ინდივიდუალური მუსიკალური სტილით, რომლებიც ემოციებით, იმპროვიზაციით, ხალხური და კლასიკური მუსიკითაა სავსე..

ჯგუფი თანამედროვე რითმებისა და ავთენტურობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური მაგალითია მსოფლიოში.

2006 წელს პირველი ალბომი „მე მოვიგონე” გამოვიდა რასაც მოჰყვა სხვა ალბომები:
„მეორე ალბომი“
„მგზავრული“
„ლოდინი ცხოვრება ლოდინი“
„ ღვინოში არის ჭეშმარიტება“
 „იასამანი“
„კრებული“

2014 წელს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” მიერ ჩატარებულ წლის სიმღერის” დაჯილდოებაზე „ოქროს ტალღა“ ჯგუფმა აიღო ჯილდო ნომინაციაში –  „ავტორადიოს რჩეული”

 

 

რეკლამა: 0:05