ლიზა ბაგრატიონი

ლიზა ბაგრატიონი – დაიბადა 1974 წლის 21 ივლისს, თბილისში.

1996 წელს დაამთავრა ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი .

დაქორწინებულია, მეორე ქორწინებიდან ჰყავს ვაჟიშვილი – ირაკლი.

მის წარმატებულ კარიერაში განსაკუთრებით დასამახსოვრებელია მისი ვიდეორგოლი სიმღერაზე „სიყვარული დაფრინავს“ (2001), რომელსაც უცნობთან და ნატო მეტონიძესთან ერთად ასრულებს. ასევე  მისი სიმღერა ნიკუშა შენგელაიასთან ერთად „წამოვალ“  და სხვადასხვა დროს განხორციელებული პროექტები, ნიკოლოზ რაჭველთან ერთად.

არის ფესტივალის „სიმღერა თბილისზე” გრან-პრის მფლობელი.

დასახელებულია 1998 წლის საუკეთესო მომღერალ ქალად.

გადაღებულია ფილმში „მარტოხელა მონადირე”.