შესახებ
მაგდა ვასაძე – დაიბადა 1986 წლის 4 თებერვალს, ქალაქ ქობულეთში.
დაამთავრა რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი კლასიკური ვოკალის განხრით.
ოჯახში ყველა მღეროდა, გასაკვირიც კი იქნებოდა ნიჭი რომ არ გამოჰყოლოდა.
2005 წელს დაიწყო სიმღერა ქალთა კამერულ გუნდში სოლისტად.
2007 წელს მღეროდა ანსამბლში „ალიკი”.
2012 წელს პირველად გამოჩნდა ფართო აუდიტორიის წინაშე პროექტში „ვოისი“, სადაც სტეფანესა და მაია დარსმელიძის გუნდში მოხვდა და ნახევარფინალში პროექტს გამოეთიშია, თუმცა, მაგდას განსაკუთრებული მონაცემები შეუმჩნეველი არავის დარჩენია .
ამავე პროექტში მომღერალი მომდევნო ორი წელი ვოკალის პედაგოგად გვევლინება.
ამავე წელს ცნობილ ბენდთან „გუფი – ლენდი” იწყებს მოღვაწეობას და მათ გარეშე ქართული მუსიკალური ღამის ცხოვრება ფატქობრივად წარმოუდგენელი ხდება, მათ მიერ ჩატარებული ყველა კონცერტი ანშლაგით მიმდინარეობდა.
2016 წელს მაგდას გამოჩენა მეგა შოუ „იქს ფაქტორში“ განსჯის საგანიც გახდა, რადგან ჩამოყალიბებული და შემდგარი მომღერალი იყო, თუმცა ექსპერიმენტებს და სიახლეებს არასოდეს ერიდება და ყოველთვის წინ მიიწევს.
ხშირად აქვს გასტროლები, როგორც საქართელოში ისე მის ფარგლებს გარეთ.
2017 წელს მაგდა ცნობილ ბენდთან „New One“ ახალ პროექტს იწყებს სახელწოდებით – „Project Magda “, რომლის ფარგლებშიც 1 წლის გნმავლობაში მრავალი კონცერტი და გასტროლი განახორციელა.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები