შესახებ
მაია ბარათაშვილი – დაბადების თარიღი 1969 წლის 3 მარტი, ქალაქი თბილისი.
1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერისტეტი არქიტექტურის განხრით. ასევე თბილისის ივანე ჯავახიშილის სახელმწიფო უნივერისტეტი ინგლისური ენის განხრით.
1984 წელს დაამთავრა ფორტეპიანოს განხრით N16 სკოლა, სწავლის პარალელურად, შვიდი წლის მანძილზე სახელმწიფო სიმფონიურ და კამერულ ორკესტრთან ერთად უკრავდა.
1996-2004 წლებში გახლდათ „დავითის ჯაზ – კლუბის“ სოლისტი .
1996 წლიდან გახლავთ თბილისის „ბიგ-ბენდის“ სოლისტი.
„Jazz voices – 1998“ („ჯაზური ხმები – 1998“), მოსკოვში საერთაშორისო ფესტივალზე იგი გამოჩენილ ჯაზ-პიანისტთან, იგორ ბრილთან და მის ტრიოსთან ერთად გამოჩნდა.
1999 წელს, საერთაშორისო ჯაზის საღამო „ჯაზი თბილისში -99“ შედგა და იმავე წელს, მომღერალმა ორგანიზება „შვედური მუსიკის საღამოს“ გაუწია, სადაც თავად მონაწილის რანგში მოგვევლინა.
2000 წელს, სტამბულის ერთ-ერთი კლუბის მენეჯერმა მომღერლის ალბომების მოსმენის შემდეგ, „ჯაზის საახალწლო საღამოებში“ მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. თურქეთში მოგზაურობას, კვალდაკვალ „Kaunas/Riga – 2000“ და ლატვიასა და ლიტვის დედაქალაქებში საერთაშორისო ჯაზის საღამოები მოჰყვა, სადაც მას საშუალება მიეცა ჯგუფთან „JOY“ ერთად ემღერა. მოგვიანებით მომღერალმა თბილისის მუნიციპალიტეტის ორკესტრთან ერთად „ჯეოსელის ჯაზ ფესტივალი – 2000“ -ში მიიღო მონაწილეობა.
სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, ბრიტანეთის ელჩის ინიციატივით, მაია რიგაში, ჯაზ-ფესტივალზე მიიწვიეს. იმავე წელს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, 11 სექტემბრის ტრაგედიისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა და მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორთან, იგორ ბრილთან და მის ტრიოსთან ერთად, მოსკოვში გამართულ ტრადიციულ ჯაზ-ფესტივალში „ჯაზური ხმები 2001“ კიდევ ერთხელ მიიღო მონაწილეობა.
2002 წელს, მომღერალმა სოლო-კონცერტი გერმანიაში, ქალაქ კარლსრუეში, ჰელმუტ ზიმერის ჯაზ-ტრიოსთან ერთად გამართა. იგი აგრეთვე თბილისის საერთაშორის ჯაზის საღამოზე, Bob Mintzer თან, Al Jeraueსთან და იგორ ბრილთან და მის ტრიოსთან ერთად წარსდგა. იმავე წელს მაიამ Mikhail Okunne-თან და თამაზ ყურაშვილითან ერთად, მონაწილეობა „ქულ ჯეზ“-ში მიიღო.
2004 წელს, ჯაზის ფესტივალში მონაწილეობას გამოჩენილი მუსიკოსის და ფესტივალის მასპინძელის სტატუსით იღებს. ამ ფესტივალში მონაწილოებდნენ: John McLaughlin, Michael Franks, Steve Botti ,Bob Macferrin. იმავე წლის 25 სექტემბერს, იგი დიდ საკონცერტო დარბაზში ჯორჯ დიუკთან ერთად გამოდის.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 2005 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის ორკესტრთან ერთად, ორგანიზება მის პირველ „Gig“-ს გაუკეთა. ერთი წლის შემდეგ კი, თბილისის მუნიციპალიტეტის ორკესტრთან ერთად „კოკა კოლას ჯაზ-ფესტივალში“ იღებს მოანაწილეობა. Freddy Cole quartet, Sisters Blues, Jamiroquai, Herbie Hancock, Tony O’Malley. იმავე წელს, ის Sharon Martin-თან და მის ბენდთან ერთად „ახალი ორლეანის დღეების“ მონაწილე და ამავე დროს თანაავტორია. 2005 წელს მან კიდევ ერთხელ მიიღო მობნაწილეობა „კოკა კოლას ჯაზ-ფესტივალში“.
2009-2011 წლებში საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსზე;
2014 წელს ზაზა მარჯანიშვილთან ერთად განახორციელა პროექტი – „პროექტი ძლიერი ბლუზური აქცენტით”.
თანამშრომლობს: თ. ყურაშვილთან, ზ. რამიშვილთან, გ. რაქვიაშვილთან, დ. ვირსალაძესთან, ი. ბრილთან, მ. ოკუნთან, ი. სკოგჰაიმთან, ჯგუფთან “შინ”;
საერთაშორისო ჟიურის წევრი;
გასტროლებით მოგზაურობს: აზერბაიჯანი, აშშ, გერმანია, თურქეთი, ინგლისი, ისრაელი, ლატვია, ლიტვა, მონაკო, ნორვეგია, რუსეთი, სომხეთი; 2017 წელს ონლაინ ამერიკულ კონკურსში Made in New York Jazz competition ჟიურიმ ტოპ 2 სოლო ვოკალურ კატეგორიაში (top 2 in solo vocal category) დაასახელა საუკეთესოდ; ჯაზ–მომღერალად.
2014 – პროექტი „ქართული ბრენდის” ტიტული, ნომინაციაში „ნდობა და რეპუტაცია პროფესიაში”
2011 – ფესტივალი „სიცოცხლე მშვენიერია“(რუმინეთი), საპატიო დიპლომი
2007 – მონტეკარლოს საერთაშორისო ჯაზის ორგანიზაციის ჯილდო, „წლის საუკეთესო ვოკალისტი”
2000 – კონკურსი „წლის სიმღერა“(თბილისი), გამარჯვებული
1996 – ფესტივალი „მარგარიტა 96″ , “წლის საუკეთესო მომღერალი ქალი”
1996 – ფესტივალი „ხელები მაღლა” პირველი ადგილი დაიმსახურა.
დისკოგრაფია:
„Live at Conservatoire”
„Of Love and more…”
„Maia Baratashvili & Igor Bril“
„Monte Carlo International Jazz Awards“
„A First Footer“
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები