შესახებ
მამუკა ჩარკვიანი – დაიბადა 1955 წლის 24 მარტს, თბილისში.
პროფესიით ფილოლოგია, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი .
2 წლიდან მღეროდა, მუსიკალური განათლება არ აქვს, გიტარაზე დაკვრა 14 წლის ასაკში თავად ისწავლა, მეზობლის გიტარის სიმებს ჩამოჰკრა თითები, მერე გიტარა აჩუქეს და,დაიწყო… სწორედ ამიტომ მის ყველა აკორდს მამუკასებრი ელფერი და წყობა აქვს.
პირველი სიმღერა მეცხრე კლასში დაწერა. იმ პერიოდში როკმუსიკა იზიდავდა ,გატაცებული იყო – Doors-ით, Led Zeppelin-ით და The Beatles-ით.
მოგვიანებით, მეგობრებთან ერთად როკ-ჯგუფი „ხუთკუნჭულა” ჩამოაყალიბა, ინსტრუმენტები სადღაც იშოვეს და სკოლის დარბაზში უკრავდნენ. პარალელურად წერდა თავის მუსიკას, იშვიათად, მაგრამ მაინც.
თბილისში ყველა იცნობდა, გიტარა და მამუკა განუყრელი მეგობრები არიან დღემდე, ყოველთვის ასე იყო, თუმცა დიდ სცენაზე ასვლა საკმაოდ გვიან გაბედა, 40 წლის ასაკში.
პირველი დიდ სცენაზე მერაბ სეფაშვილთან ერთად შესრულებული უკვდავი დუეტით „მწვანე რტოები“ გამოჩნდა. ამას მოჰყვა ყველასთვის საყვარელი „მაღლა და მაღლა“ და მრავალი სხვა, რომელიც დღემდე იპყრობს უკლებლივ ყველას გულს. სიმღერის ტექსტებს მამა ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ჯანსუღ ჩარკვიანი ქმნიდა მისთვის.
როდესაც მეგობრის გოგი დოლიძის (ანსამბლ“ქართული ხმების“ წვერი ლეგენდარული მომღერალი ) გარდაცვალების შესახებ გაიგო, შებრუნდა, დაჯდა და ერთი ამოსუნთქვით დაწერა „ცისფერი კესანები“. მთელი განცდა, ტკივილი და სევდა ამ სიმღერაში ჩადო….
1996 – ნომინაცია ქართული ტრადიციული სიმღერა -პირველი პრემია სიმღერა „მწვანე რტოები”.
1996 – სიმღერის ფესტივალი „ლიგა”, პირველი პრემია, სიმღერა „მწვანე რტოები”.
1999 წლის მაისში მისი პირველი სოლოკონცერტი შედგა. ამავე წლის დეკემბერში კიდევ ერთი სოლოკონცერტი გამართა.
1999 წელს გამოვიდა მისი სოლო ალბომი „ირინოლა“.
1999 – XX ს. საუკეთესო სიმღერა – სიმღერა „მაღლა და მაღლა”.
2000 წელს გამოვიდა მისი ოქროს დისკი.
2000 – წლის საუკეთესო მომღერალი – სიმღერებისთვის „ჩემი აღარა ხარ”, „გაზაფხული, აპრილი” და „დედის ჯერი”.
2014 წელს გამოვიდა ალბომი „დაბრუნება“ და ჰიტი „გავაზაფხულებთ “.
2014 წლის 10 მაისს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი.
მისი მიერ შექმნილმა სიმღერებმა არაერთი ჯილდო და ნომინაცია დაიმსახურა.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები