შესახებ
მასტერი (გიორგი პავლიაშვილი) – ცნობილი ქართველი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი. დაიბადა თბილისში 1988 წლის 26 დეკემებრს. ავტორ – შემსრულებელი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი. პროფესიით სამართალმცოდნეა, ასევე დამთვრებული აქვს ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი. მოღვაწეობა ბიტმეიკერობით დაიწყო, 2004 წელს მეგობარს სტუდიაში გაყვა, რომელიც დამწყები რეპერი გალხდათ და სიმღერის ჩაწერას აპირებდა, გიორგი ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით მიკროფონთან აღმოჩნდა და მას შემდეგ რეპავს.
სასცენო სახელიც თავისით მოვიდა – „კლავიშის მასტერს ეძახდნენ” ამიტომ დაირქვა – მასტერი.
პირველად ჯგუფ „კრიტიკოსებთან“ ერთად გამოჩნდა, ჯგუფში სამნი იყვნენ.
რეპ-კულტურა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ უფრო მეტად შეაყვარა, სადაც სასწავლებლად იმყოფებოდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ცნობილ რეპერებთან ერთად – კაბუ და ძვალი პირველი ჰიტი შექმნა – „მომე“
2005 წელს გამოაქვეყნა პირველი მუსიკალური ვიდეო, „Give Me”. 2010 ,2011, 2013 და 2017 წლისთვის, ის საქართველოში წლის რეპერად დასახელდა. ამჟამად 50-ზე მეტი მუსიკალური ვიდეოსა და 100-ზე მეტი სიმღერის ავტორია, წერს ასევე ტექსტებს სხვადასხვა მომღერლებისთვის და ქალაქური რეპის ჟანრის ფუძემდებელი გახლავთ (დუეტები ნატო გელაშვილთან და ლაშა ღლონტთან).
გარკვეული პერიოდი რუსეთში მოღვაწეობდა „აქცენტის“ ფსევდონიმით, სადაც ქართველ მომღერალ სოსო პავლიაშილთან ერთად, ვიდეორგოლი გადაიღო სიმღერაზე –„Небо На Ладони“, რომელმაც ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ ჩარტებში მესამე ადგილი დაიკავა.
მასტერი პირველია ვინც სმარტფონით კლიპი გადაიღო. თავად გახლავთ სცენარისტიც, მუსიკისა და ტექსტის ავტორიც.
2016 წელს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” მიერ ჩატარებულ „წლის სიმღერის” დაჯილდოების ცერემონიალზე „ოქროს ტალღა“ რეპერი რადიო „ფორტუნა პლუსის“ რჩეული გახდა, სიმღერისთვის – „პრეზიდენტი“ – რომელსაც მომღერალ აბითან ერთად ასრულებს.
2017 წელს ამავე დაჯილდოვებაზე „ოქროს ტალღა“ ტელეკომპანია Music Box-ის რჩეულის ჯილდო დაიმსახურა მუსიკისა და ვიდეორგოლისთვის – „დამსინა“.
ეს ვიდეორგოლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეორგოლია, რომელსაც 9 მილიონი ნახვა აქვს ინტერნეტსივრცეში.
მუშაობს ახალ პროექტზე ბენდთან ერთად, რომელიც კიდევ ერთი ექსპერიმენტია მისგან და მრავალ სიახლეს გვპირდება.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები