ნინა სუბლატი

ნინა სუბლატი  (სულაბერიძე) –  დაიბადა 1995 წლის 31 იანვარს მოსკოვში.

2008 წელს დაამთავრა მუსიკალური სკოლა ფორტეპიანოს სპეციალობით. დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა და ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ინტერიერისა და დიზაინის ფაკულტეტზე

ნინა სუბლატი 2010-2011 წლებში მოღვაწეობდა სხვადასხვა ჯგუფთან ერთად და საქართველოს მასშტაბით ატარებდა კონცერტებს. 2011 წელს დაიწყო თანამშრომლობა Georgian Dream Studio-სთან, სადაც მუშაობდა როგორც მომღერალ ბერასთან, ასევე ნიუ-იორკიდან, ლოს-ანჯელესიდან და ლონდონიდან სპეციალურად მოწვეულ ვოკალის პედაგოგებსა და ქორეოგრაფებთან. აქ იგი უფრო საფუძვლიანად ეუფლებოდა მუსიკის ისტორიას, თეორიას, ვოკალის ტექნიკას, ქორეოგრაფიას, ფსიქოლოგიას და ა.შ.

2014 წელს სწავლა განაგრძო მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში.

2013 წელს წარდგა, მუსიკალურ პროექტში „საქართველოს ვარსკვლავი“. პოპულარობა მალე მოიპოვა და პროექტის გამარჯვებულიც გახდა. მთავარი ჯილდოს სახით მიიღო მოწვევა ლონდონის მუსიკალური ინსტიტუტიდან – ვოკალის კურსზე.

პროექტის დასრულებისთანავე, მომღერალმა სადებიუტო ალბომზე დაიწყო მუშაობა. 2014 წელს გამოუშვა ალბომი სახელწოდებით Dare to be Nina Sublatti, რომელიც Bravo Records-ში ჩაიწერა. ალბომში შესულია პოპულარული სიმღერების ხუთი ქავერ-ვერსია და ნინას საკუთარი, ხუთი ახალი სიმღერა. პირველი სოლო ალბომის გამოშვებისთანავე, მომღერალმა საკუთარი სტუდია შექმნა და მუშაობა მეორე ალბომზე დაიწყო.

2015 წელს ნინა სუბლატი საქართველოს სახელით „ევროვიზიის” სიმღერის კონკურსზე გამოვიდა სიმღერით „Warrior“, სადაც ფინალში მოხვდა.

2016 წელს ტელე შოუში  „X ფაქტორი“  ერთ-ერთ მწვრთნელა მიიწვიეს.

ბოლო პერიოდის ნამუშევრებიდან გამოირჩევა სიმღერა -„ნაიარევს“ რომელმაც ქართველი მსმენელის გული გაჟღერებისთანავე დაიპყრო და რადიო ჰოლდინგ ფორტუნას წლის სიმღერის დაჯილდოვებაზე „ოქროს ტალღა 2015“ გახდა წლის მომღერალი ქალი – სწორედ სიმღერით „ნაიარევს“.

ბოლო ნამუშევარები  2017 წელს გამოვიდა სახელწოდებით „Spiritual” და  “Home”.

რეკლამა: 0:05